ნიადაგის მომზადება საგაზაფხულოდ უფრო მეტი მოსავლის მისაღებად !

 

დაიწყო აქტიური საგაზაფხულო მუშაობები მცენარის მოსამზადებლად მთელი სეზონისათვის. იმისათვის რომ ნარგაობას მივცეთ ვეგეტაციის დასაწყისში ძლიერი სტარტი აუცილებელია მისი გამოკვება კომპლექსური სასუქების გამოყენებით.  კომპლექსურია სასუქი, რომელიც ერთდროულად შეიცავს მცენარის ზრდა-განვითარებისათვის საჭირო N,P, K  საკვებ ელემენტებს.  ასეთი ტიპის კომპლექსური სასუქის სწორად შერჩევით, ნიადაგის ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, მცენარე იღებს საჭირო საკვებ ელემენტებსა და დამატებით ენერგიას სავაგეტაციო პერიოდის კარგად წარმართვისთვის.

აუცილებელია რომ ნიადაგის ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით შეირჩეს გამოსაყენებული სასუქის ტიპი და განისაზღვროს რაოდენობა.  ნიადაგში შესატან სასუქებს შორის უნდა აღინიშნოს ევროტიმი და ევროპაკი, რომელთა გამოყენებასაც დიდი უპირატესობა გააჩნიათ რაც მდგომარეობს შემდგომში: ცნობილია რომ მჟავე და ტუტე არის რეაქციის მქონე ნიადაგებში ფოსფორი უხსნადი კომპლექსებს წარმოქმნის და მცენარე ამ ელემენტს ვეღარ ითვისებს. ასეთ ნიადაგებში სასუქის შეტანისას, მასში არსებული ფოსფორის 40-60% გადადის უხსნად მდგომარეობაში და მცენარე მას ვერ იყენებს. ევროტიმი და ევროპაკი კი დაპატენტებულია იმგვარად, რომ მასში შედის მცენარეული ნედლეულისგან მიღებული მპპა კომპლექსი, რომელიც იცავს ფოსფორს ბლოკირებისგან , შესაბამისად ამ სასუქების გამოყენება შეიძლება როგორც ტუტე ასევე მჟავე ნიადაგებში. ამ კომპლექსის დამსახურებით ევროტიმსა და ევროპაკში შემავალი საკვები ელემენტები 100%-ით ხელმისაწვდომია მცენარისთვის.

ევროტიმის შემადგენლობაა 10-18-12 , გოგირდი და თუთია, სასუქი შედარებით დიდი რაოდენობით შეიცავს ფოსფორს და იდეალურია ამ ელემენტის დეფიციტის მქონე ნიადაგში გამოსაყენებლად. აგრეთვე ევროტიმის გამოყენებით ნიადაგში ვავსებთ გოგირდისა და თუთიის მარაგებს. რაც შეეხება ევროპაკს 11-10-16 სასუქი უფრო მაღალი შემცველობით შეიცავს კალიუმს და მის შემადგენლობაში შედის მაგნიუმი, ბორი,თუთია და გოგირდი. თუთია და ბორი მონაწილეობას იღებს ყვავილობის პროცესის ნორმალურად წარმართვაში, ხოლო მაგნიუმი მონაწილეობას იღებს ფოტოსინთეზის პროცესში.

ამგვარად მომზადებული ნიადაგი ხელს შეუწყობს მცენარის ინტენსიურ განვითარებას, რაც საბოლოოდ მიღებულ მოსავალზე აისახება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ნიადაგში შესატანი სასუქები აუცილებლად უნდა ჩაკეთდეს ნიადაგში, რათა არ მოხდეს მისი გაფანტვა. ნიადგში ჩაკეთების გზით სასუქი უფრო სწრაფად გაიხსნება და განაწილდება მცენარის ფესვთა სისტემის გარშემო.

ნიადაგის ანალიზი, შემდგომში მიღებული პასუხების საფუძველზე ნიადაგში შესატანი სასუქების ტიპის და რაოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს იმ აუცილებელ ეტაპებს რომელიც ფერმერს საშუალებას აძლევს შექმნას მცენარის განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო. თუმცა ეს არის პირველი გადასადგმელი ნაბიჯები და მცენარის სწორი, დროული კვება არის აუცილებელი მაღალი მოსავლის მისაღებად.   

იმისათვის, რომ გავზარდოთ მოსავლიანობა და გვქონდეს ძლიერი მცენარე, ფერმერი უშუალოდ დიდ ყურადღებას უნდა აქცევდეს მცენარის არა მარტო მწვანე მასის, არამედ ფესვთა სისტემის განვითარებასაც. რადგან კვებაზე საუბრისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მცენარე ძირითადად საკვებ ელემენტებს სწორედ ფესვების საშუალებით ითვისებს. შესაბამისად ჯანსაღი ფესვთა სისტემის გარეშე მცენარე ვეღარ ითვისებს საკვებ ელემენტებს და განვითარებაში ჩამორჩება. სწორედ ამიტომაც რეკომენდებულია, ფესვთა სისტემის განვითარების სტიმულატორის- კოდამინ რადიკულარის გამოყენება.  კოდამინ რადიკულარი ხელს უწყობს ჯანსაღი, ვრცელი ფესვთა სისტემის განვითარებას დიდი მოცულობის ბუსუსებით, რაც აძლიერებს შეწოვის უნარს. ხოლო სტრესულ სიტუაციებში (გადარგვა, გაყინვა, ტოქსიკურობა, ა.შ) ასაზრდოებს და აძლევს მცენარეს დამატებით ენერგიას, ხელს უწყობს მის სწრაფ გამოჯანსაღებას და ზრდა-განვითარების გააქტიურებას.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us