ყველა ტიპის სარწყავი სისტემა!
მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი
საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.
რა თქმა უნდა დავიწყეთ ამ კულტურის ძირფესვიანი შესწავლა. ჩვენ უკვე გვქონდა ჩვენი, ადგილობრივი ცოდნაც და გამოცდილებაც, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო სიახლეებზე წვდომა და შემდეგ ჩვენს ფართობებში დანერგვა. ჩვენ პარტნიორ კომპანიებს ესპანეთში, ჰოლანდიაში და ა.შ. ვთხოვეთ დაეგეგმათ ჩვენთვის მაქსიმალურად მრავალფეროვანი ცოდნის მომცემი ვიზიტი და კომპანიის თანამშრომლები, ჩვენს რამდენიმე ფერმერთან ერთად ვესტუმრეთ სხვადასხვა მეურნეობებს ესპანეთში. ვნახეთ ლურჯი მოცვის გაშენების სხვადასხვა მიდგომები და გავეცანით უპირატესობებს ,როგორც ღია გრუნტის, ასევე სათბურების შემთხვევაში
ესპანეთში ვიზიტმა არაერთ საკითხზე დაგვაფიქრა და ახალი ხედვა მოგვცა, რომელიც გააზრების შემდეგ ქართველ ფერმერებთან დავნერგეთ.
ესპანეთმა გვასწავლა, რომ:
■ ახალი ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას მარტივად ვიმუშაოთ ნებისმიერ კულტურასთან.
■ სწორი ინფორმირება მაღალი ხარისხის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, ამისთვის გავაძლიერეთ შიდა, თანამშრომლების გადამზადების და ინფორმაციაზე წვდომის გზები
■ სწორად დაგეგმილი მეურნეობა არის მაქსიმალური შედეგის გარანტია.
■ ქართული და ევროპული გამოცდილების ტანდემის შედეგად, ჩვენ შევძელით ერთ ძირ მოცვზე მიგვეღო 6-7 კილომდე მოსავალი და თითოეული კილოგრამი ერთნაირად ხარისხიანი და მისაღები იყო, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ბაზრისთვის.
■ ბოლოს კი გავიგეთ მოცვში კალციუმის დიდი როლის შესახებ, როგორც ნაყოფის ხარისხის, ისე მცენარის განვითარების შემთხვევაში, რასაც საქართველოში ფაქტიურად არც ერთი ფერმერი არ იყენებდა.
საქართველოში დაბრუნებულებს არაერთი საკითხი გვქონდა გადასაჭრელი, მათ შორის:
ამ საკითხების მოგვარებაზე ზრუნვა ჩვენ ესპანური გამოცდილებით, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით და თანამედროვე ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით დავიწყეთ რაც ბაზარზე პრაქტიკულად უახლესი იყო და წვდომა მხოლოდ კარტლისს ჰქონდა.
2022 წლის სეზონი ვფიქრობ ყველა კულტურაში და განსაკუთრებით მოცვში საკმაოდ რთული იყო, თუ გავითვალისწინებთ მეტეოროლოგიურ პირობებს, ტენიანობას, მოგვიანებით კი მაღალ ტემპერატურას და ბევრ სხვა შემადგენელს, ზემოთჩამოთვლილმა პროცესებმა საერთო ჯამში ფერმერებს მაღალი ხარისხის და უხვი მოსავლის მიღება გაურთულა. ჩვენ აღნიშნული პირობების გათვალისწინებით მაინც მოვახერხეთ პარტნიორ მეურნეობებში მაღალი ხარისხის მოსავალი მიგვეღო, ამაში კი ჩვენი უახლესი და უმაღლესი ხარისხის რამდენიმე პრეპარატი განსაკუთრებულად დაგვეხმარა, დღეს სწორედ ჩვენთან ახლახან დანერგილ საშუალებებზე გავამახვილებ ყურადღებას და შევეცდები მათი მნიშვნელობა პრაქტიკული ცდების ანალიზის შედეგზე დაგანახოთ.
დავიწყებ „უნიბროტით“, გაგიზიარებთ შედეგებს 2021 წლის მდგომარეობით ჩატარებულ ცდებზე:
„უნიბროტი“ შეიცავს ადვილად ათვისებად კალციუმს, რომელიც აძლიერებს მერქნიან მცენარეებში ვეგეტატიური და რეპროდუქციული კვირტების განვითარებას,რის შედეგადაც ვიღებთ:
შედეგი ნამდვილად იყო და არის დაუჯერებლად მაღალი, მაგრამ ფაქტია რომ შესაძლებელი.
ორ წლიანი დაკვირვების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ ,რომ ეს პროდუქტი უკონკურენტო და მაღალი შედეგის მომცემია.
მეორე პროდუქტი ასევე კომპანია „კარტლისის“ ფართო ასორტიმენტიდან,რომელიც ჩვენმა ესპანელმა პარტნიორებმა მოგვაწოდეს არის „ფრუტმაქს 10 “:
და მაინც, რა უპირატესობები აქვს ნაკვეთის კარტლისის ტექნოლოგიით დამუშავებას?!
ეს მცირე მონახაზია რასაც ლურჯი მოცვის კულტურაში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით მინდოდა შევხებოდი, რა თქმა უნდა გრძელდება შედეგების გაზრდისთვის ცდებისა და გამოცდილებების დაგროვება, ასევე ვცდილობთ სარწყავი სისტემის და ნიადაგის ტენიანობის კონტროლის ახალი მიდგომების შემოთავაზებასა და დანერგვასაც. ახლა მიმდინარეობს ამ ცდების ჩვენს ფართობებზე მორგება, რის შედეგადაც მაქსიმალურად გამარტივდება მორწყვის ჯერადობის და ტენიანობის კონტროლი ნიადაგში.
წარმატებებს ვუსურვებთ ფერმერებს, მათი განვითარება, წარმატება და ჩვენი წინსვლა ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან და შესაბამისად ვცდილობთ ვიყოთ მათთვის ლიდერები და მივაწოდოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის რეკომენდაციები, პესტიციდები, სასუქები და ვასწავლოთ მათ გამოყენების სწორი მიდგომები.
ნაყოფის ანალიზი!
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!
,,Delphy International” -ის ექსპერტი „კარტლისის აკადემიაში“
აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.
ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“, მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
კარტლისი, სანდო პარტნიორი!
ა(ა)იპ „საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია“–სა და შპს „კარტლის აგროსისტემებ“–ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.
თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასოციაციის წევრებისათვის შეღავათიანი ფასებით მომსახურეობა, კერძოდ: პესტიციდების შეძენისას 7%-იანი ფასდაკლება, ხოლო სათესლე მასალის შეძენისას საბითუმო ფასები.
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia