მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად

2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.

PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.

PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.

 მოსავლინობა ურწყავ ნაკვეთებში მერყეობდა:

90 დღიან კადეგორიაში 10-დან 13 ტონამდე,

115-125 დღიანებში 10-დან 14 ტონამდე,

ხოლო 125 დღიან და ზევით ვეგეტაციებში 10-დან 16 ტონამდე

სიმინდის წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ჩვენი კომპანიის ინსექტიციდები „კორაგენი“ და „ავანტი“. მათი საშვალებით მრავალმა ფერმერმა თავი აარიდა მავნებლებისაგან მოსალოდნელ მნიშვნელოვან ზარალს.

მიმდინარე წელს PIONEER-ის ჰიბრიდებში გამოიკვეთა რამდენიმე ძლიერი ახალი ჰიბრიდი. ესენია: P1028 (ვეგეტაცია 130 დღე), რომელიც გამოირჩევა სტრესების, დაავადებების მიმართ მდგრადობით, მარცვლის ინტენსიური ნარინჯისფერი შეფერილობით და მაღალი ხარისხით. მისი საშუალო მოსავლიანობა იყო 13 ტონა ჰა/ზე, რიგ შემთხვევებში 16 ტონამდეც ავიდა. ასევე ძალიან კარგი შედეგები აჩვენა P1275 (ვეგეტაცია 130 დღე), რომელიც ასევე ძლიერ მდგრადია სტრესებისა და მთელი რიგი მავნებელ დაავადებების მიმართ. P1275  გამოირჩევა  მარცვლის კარგი ხარისხითა და მაღალი მოსავლიანობით - 12-15 ტონა ჰა/ზე.

მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე ის, რომ საუკეთესო  შედეგი მოგვცა ესპანური კომპანიის “CODA”-ს პროდუქტების გამოყენებამ სიმინდში, კერძოდ: „კოდამინ 150“-ი,  რომელიც ძალიან კარგად ეხმარება მცენარეს კლიმატური სტრესების დაძლევაში,  “კოდა Zn”-ი რომელიც გამოიყენება 6-7 ფოთლის ფაზაში და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტაროს ერთგვაროვნებასა და ზომას და ასევე „კოდაფოლ მაქსიმუსი“, რომელმაც კომპლექსურად, ფაქტიურად ყველა მიმართულებით განავითარა მცენარე, რაც საბოლოო ჯამში აისახა მოსავლიანობაზე, როგორც სასილოსე, ისე სამარცვლე კატეგორიაში.

                                                                                                                  

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us