კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად

     ყველა წელი თავისებურად განსხვავებულია სასოფლო სამეურნეო სექტორში, ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის ჭარბი ნალექი, საადრეო წაყინვები, გვალვები, მომძლავრებული დაავადებების თუ მავნებლების ფონი. ფერმერობა ეს არის ძალიან რთული და  საპასუხისმგებლო პროფესია, ფაქტობრივად ფერმერებს შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ, ყოველი მათი დაშვებული შეცდომა პირდაპირპროპორციულად აისახება მცენარის განვითარებაზე და მოსავალზე. ფერმერმა უნდა შეძლოს ოქროს შუალედის დაჭერა  ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოფაქტორის გათვალისწინებით. აუცილებლად შესაბამის დროს უნდა ჩატარდეს ნიადაგის აგროტექნიკური სამუშაოები, ნიადაგის განოყიერება და მცენარეთა დაცვის ღნისძიებები. ეს ყველაფერი შემდგომში უზრუნველყოფს ხარისხიანი და უხვი მოსავლის მიღებას.

  არც 2022 წლის სეზონი არ იყო გამონაკლისი, განსაკუთრებით რთული იყო კაკლის და ნუშის მწარმოებელი ფერმერებისთვის კახეთის რამდენიმე ზორნაში. ვეგეტაციის პირველ ეტაპზე, მარტის თვეში, ნუშის კულტურაში გვქქონდა საადრეო წაყინვების პრობლემა, ეს განსაკუთრებით დამაზიანებელი აღმოჩნდა ნუშის საადრეო ჯიშებისათვის, ამ პერიოდში კვირტები უკვე გასაშლელად ემზადებოდა, როდესაც უეცრად შეიცვალა კლიმატი და ღამის მანძილზე ტემპერატურა -3 დან -10 ზე ჩამოდიოდა. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის აუცილებელია წინასწარ გადავამოწმოთ ამინდის პროგნოზი და ყინვებამდე შევიტანოთ პრეპარატი, რომელიც კვირტებს დაიცას გაყინვისგან. კონკრეტულ ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ პრეპარატ „კრიოს“-ს, რომელიც მცენარის კვირტებს იცავს გაყინვისგან -10 ტემპერატურამდე, ხოლო უკვე გაშლილ ყვავილებს იცავს -3 გრადუსამდე. ეს პრეპარატი ეხმარება მცენარეს კვირტების შენარჩუნებაში და ხელს უწყობს ყვავილობის პროცესის სწორად წარმართვაში.

კაკლის მწარმოებელ ფერმერებს რამდენიმე მკვეთრად გამოხატული პრობლემები ჰქონდა. პირველი ეს იყო კაკლის ყვავილობის პერიოდში, როდესაც ვერ მოხდა კაკლის კულტურაში სრულფასოვანი გადამტვერვა, ამ ფაქტის შედეგმა თავი იჩინა ივნისის დასაწყისში, როდესაც მცენარემ არასწორად განაყოფიერებული ნაყოფი (ზომით1-1.5 სმ) მოიშორა. სხვადასხვა ბაღებში ჩამოყრილი კაკლის რაოდენობა მთლიანი მოსავლის 30% - 50 % - მდე ადიოდა. მსხგავს შემთხვევებში აუცილებელია გამოვიყენოთ სტიმულატორი „კოდაქველი“ რადგან ეს პრეპარატი ეხმარება მცენარეს ყვავილობის პროცესის შეუფერხებლად წარმართვაში. ასევე მაისის თვეში მოსულმა უხვმა ნალექებმა ხელი შეუშალა გეგმიური წამლობების ჩატარებას, რამაც თავის მხრივ უარყოფითი შედეგები გამოიწვია. ამ ფონზე მომძლავრებული იყო კაკლის ძირითადი 2 დაავადება, ანთრაქნოზი და კაკლის ბაქტერიული ლაქიანობა, ეს ისეთი აგრესიული დაავადებებია კაკლის კულტურაში, რომ გაჩენის შემთხვევაში საკმაოდ რთულია მასთან ბრძოლა. კაკლის ბაქტერული ლაქიანობა დღემდე ითვლება ყველაზე დიდ პრობლემად მსოფლიო მასშტაბით.ამ დაავადების წინააღმდეგ, ყველაზე კარგი მოქმედების ეფექტით გამოირჩევა მსოფლიოში აღიარებული,  ამერიკული წარმოების პრეპარატი „კოსაიდ 2000“ .

   მოკლედ შევეხები ახალგაზრდა ნარგავების პრობლემებსაც. ამ შემთხვევაში ერთ- ერთი ძირითადი პრობლემა არის კვების და რწყვის არასწორი მენეჯმენტი რის შედეგადაც მწავალწლიან კულტურებში, 3-4 წლის ნარგავები გამოიყურებიან როგორც 1-2 წლის მცენარეები. ამ პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ  კომპანია კარტლისის გამოცდილი გუნდი.

ნახეთ ვიდეო სიუჟეტი ჩვენს პარტნიორ ფერერზე: https://youtu.be/x3bJZIQCgy0

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us