ესპანური ლაბორატორია - AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!
დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!
ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი
ყვავილობა ყველა კულტურისთვის მნიშვნელოვანი ვეგეტაციური ფაზაა, რადგანაც მაგ დროს მიმდინარე დამტვერვის პროცესი განსაზღვრავს ნაყოფის გამონასკვას და პოტენციურ მოსავალს. კაკალისთვის დამახასიათებელია მდედრობითი და მამრობითი ყვავილების არაერთდროული გამოსვლა. მამრობითი ყვავილი უფრო ადრე გამოდის და გამოყოფს დამტვერვისთვის საჭირო მტვერს. ხოლო მდედრობითი ყვავილი მოგვიანებით ყვავილობს.იმისათვის რომ დამტვერვის პროცესი სწორად წავიდეს მამრობითი ყვავილიდან გამოყოფილი მტვერი უნდა მოხვდეს მდედრობით ყვავილზე, რის შემდეგაც მოხდება ფერტილიზაცია. იმ შემთხვევაში თუ მდედრობითი ყვავილის გამოსვლა არ დაემთხვევა მამრობითი ყვავილისმიერ მტვრის გამოყოფას დამტვერვის პროცესი არ გვექნება და ფერმერი მოსავლს ვერ მიიღებს. ამ პრობლემიდან გამომდინარე ნებისმიერი ფერმერისთვის სასურველია მამრობითი და მდედრობითი ყვავილების გამოსვლებს შორის დროის შემცირება ე.ი. უნდა მივაღწიოთ ყვავილების თანმიმდევრულ გამოსვლას რის შედეგადაც ეფექტური დამტვერვა და სრული ყვავილობა გვექნება, რაც თავის მხრივ გაგვიზრდის მოსავალს.
ამ პრობლემის გადასაჭრელად, კარტლის აგროსისტემების მიერ ჩუმლაყში, 6 წლის კაკალში გამოიცადა ესპანური წარმოების სტიმულატორი- უნიბროტი.
უნიბროტი ხელს უწყობს კვირტების ერთდროულ, თანმიმდევრულ გაშლას, რის შედეგადაც ყვავილობა მიმდინარეობს თანაბრად, ნაყოფის გამონასკვის მაღალი ხარისხით. პროდუქტის შემადგენლობაში შედის მცენარეული ამინომჟავები, კალციუმი და აზოტი რომლებიც უზრუნველყოფენ იმ კვირტების განვითარებას, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ამას ვერ შეძლებდნენ.
უნიბროტის ამგვარი მოქმედებით, კაკალში კვირტები ერთდროულად იხსენება და მამრობითი და მდედრობითი ყვავილების გამოსვლა ერთმანეთს უახლოვდება და დამტვერვაც უფრო ეფექტურად წარიმართება.
უნიბროტის ეფექტური მოქმედებისთვის იგი აუცილებლად უნდა შევიტანოთ კვირტების გახსნამდე 15-30 დღით ადრე. აგრეთვე, აუცილებელია პროდუქტით კვირტებისა და ტოტების სრული, კარგი დასველება. ჩვენს შემთხვევაში, სადემონსტრაციო ნაკვეთზე უნიბროტი შევიტანეთ კვირტების გაშლამდე 30 დღით ადრე (7 მარტს), შემდეგი ხარჯვის ნორმით: 5ლ უნიბროტი 100ლ წყალში.
დაკვირვებისათვის უნიბროტით დავამუშავეთ რამდენიმე ზოლი ხოლო დანარჩენი ფართობი საკონტროლოდ დავტოვეთ. ორივე ზოლის კვება და წამლობა ერთნაირად მიმდინარეობდა სეზონის განმავლობაში.
უნიბროტის შეტანის შემდეგ კარტლისის თანამშრომლები ნაკვეთზე ატარებდნენ ყოველკვირეულ მონიტორინგს და აკვირდებოდნენ არსებობდა თუ არა რაიმე განსხვავება დამუშავებულ და დაუმუშავებელ ზოლებს შორის. თავდაპირველად განსხვავება თვალით შესამჩნევი არ იყო. ნაყოფის ზრდის დასრულების ეტაპზე შესამჩნევი გახდა რომ უნიბროტით დამუშავებულ ხეებზე ნაყოფები ძირითადად ერთი ზომის იყო და ნაკლებად გვხვდებოდა წვრილი ზომის ნაყოფები ე.ი. მოხდა ნაყოფის ზომის კალიბრაცია.
მოსავლის აღების ეტაპზე ერთი და იგივე რაოდენობის ხეებიდან დამუშავებულ და საკონტროლო ზოლში ავიღეთ მოსავალი და ავწონეთ. რის შედეგად მივიღეთ რომ უნიბროტით დამუშავების შედეგად თითო ძირზე მოსავალი გაიზარდა 4 კგ-ით. მოსავლის ნამატი გამოწვეული უკვე გულების მაქსიმალური შევსებით.
ესპანური ლაბორატორია - AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!
დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!
კარტლისის აკადემიის რეკომენდაციები:
ცვლილებების აუცილებლობა აგრარულ სექტორში
რა სჭირდება ფერმერს ?
• მაღალი მოსავალი, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა, მოწოდება-გასაღების თანაფარდობა, პროდუქციის მაღალი ფასი
მომხმარებელს:
• საკვები, არომატი და გემო, მისაღები ფასი, პროდუქციის ხელმისაწვდომობა, აგრო-ტურიზმი
გარემოს:
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ შპს „კარტლის აგროსისტემებთან“ მემორანდუმი გააფორმა.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციისა და შპს „კარტლის აგროსისტემების“ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასოციაციის წევრი ფერმერებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ხოჭოლავამ და შპს „კარტლის აგროსისტემების“ დირექტორმა რობერტ რევიამ.
საქართველოში, მოცვის კულტურის გაშენება, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, კარტლისი გამოირჩევა მოცვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებით და გთავაზობთ, მოცვის დაცვის სქემას ,რათა თქვენი ფერმერული მეურნეობა უფრო განავითაროთ კარტლისის სქემის დახმარებით.
მოცვის დაცვის სქემა კარტლისისგან: იხ. ბმული.
კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს.ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!
გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.
დაგვეთანხმებით, რომ ვაზი და საქართველო ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ქართული ღვინო ჩვენთვის ხომ მხოლოდ სასმელი არაა და მას საქართველოში სხვა დატვირთვა აქვს. ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომლის მოვლა/მოყვანის ტექნოლოგია გადაეცემა თაობიდან თაობას.
კომპანია კარტლისი მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს, ამჯერად კი, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო უახლეს და უნიკალურ პრეპარატს „ზორვეკ ვინაბელს“.
აფეტი მთელს მსოფლიოში დღეისათვის ნამდვილად უკონკურენტო საშუალებაა ფუზარიოზის, თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის, ვაშლი ქეცის თავიდან ასაცილებლად!
აფეტის გამოყენება მნიშვნელოვნია, არა მარტო ფესვის ყელის სიდამპლესთან ბრძოლის თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა კულტურაში თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის თავიდან ასაცილებლად!
ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გააჩნია, როგორც დამცავი ასევე სამკურნალო თვისებები.
დღეს დიდი პარასკევია, წითლად შეღებილი კვერცხი კი, ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლო გახლავთ!
საქართველოში, ყველაზე მეტად გავრცელებულია შეღებვა ენდროს ფესვების გამოყენებით, რომელიც მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა და მისი სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთია, გვარში გაერთიანებულია 130-მდე სახეობა, ხოლო საქართველოში გვხდება სამი სახეობა!
ის იზრდება მთის ფერდობებზე, ის იზრდება თითქმის ყველა სახის ნიადაგზე, აქვს სუსტი, წვრილი, ბღაუჭა, მცოცავი ღეროები, რომელთა სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. მთავარი ფესვი კი, საკმაოდ ძლიერია, სიღრმეში დატოტვილი!
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia