ფარიდა

ძირითადი მახასიათებლები

  • საშუალო-საადრეო
  • მაღალმოსავლიანი
  • დიდი ზომის ტუბერები
  • კარგი საბაზრო სახე

რგვის ნორმები:

  • რგვის სიღრმე: ნორმალური
  • მანძილი მწკრივებს შორის: 75 სმ

რგვის სიხშირე:

ტუბერის  ზომა

მცენარის რაოდენობა (1 ჰა) მწკრივში დგომა
28/35 მმ 44.000 30 სმ
35/50 მმ 40.000 33 სმ
50/30 მმ 37.000 36 სმ 
ფასი

სასუქებით უზრუნველყოფა

  • გამოკვება მიუსადაგეთ ნიადაგის ანალიზს.
  • აზოტი (N): რეკომენდებულია 250 კგ/ჰა (ნიადაგში N-ის შემცველობის ჩათვლით).
  • არ შეიტანოთ აზოტი დარგვის დროს მწვანე მასის გადაზრდის თავიდან ასაცილებლად

წინასწარი დამუშავება და დარგვა

  • ღივების მოცილება ზრდის წვრილნაყოფიანობის განვითარების რისკს.
  • ჯიშს აქვს უმნიშვნელო მგრძნობელობა წვრილნაყოფიანობის მიმართ, არ დარგოთ ცივ ნიადაგში.
  • ფარიდას მოყვანა შესაძლებელია ყველა ტიპის ნიადაგში.
  • ტუბერები არ დამახინჯდება კარგი სტრუქტურის მქონე მძიმე ნიადაგში.
  • წინასწარი გაღივება საჭირო არ არის, ჯიში შეგიძლიათ დარგოთ პატარა თეთრი ღივებით.
  • ფარიდა შეიძლება დარგოთ ადრიანად, მაგრამ აირიდეთ სიცივეში დათესვა.
  • მცენარეებს შორის დიდი დაცილებისას მიიღებთ დიდი ზომის ტუბერებს.

ვეგეტაცია

  • ფარიდას აქვს კარგი ტოლერანტობა მეტრიბუზინის მიმართ.
  • ხასიათდება გვალვის მიმართ კარგი გამძლეობით.
  • საჭიროა ფიტოფტორას საწინააღმდეგო ძლიერი პროგრამა, რადგან თავიდან აიცილოთ მწვანე მასის დაზიანება.

ფოჩის ჭკნობა და მოსავლის აღება

  • ტუბერების ღია ფერისა და გლუვი კანის შესანაჩუნებლად, ღეროს ჭკნობის შემდეგ მოსავალი სწრაფად აიღეთ.
  • მოსავლის აღებამდე კანი სრულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
  • ფარიდა ზომიერად მგრძნობიარეა შინაგანი დაჟეჟილობის მიმართ. თავიდან აიცილეთ მექანიკური დაზიანებები.

შენახვა

  • 3 თვეზე მეტი დროით შენახვის შემთხვევაში, აუცილებელია მაცივრის გამოყენება.
  • მცირე დროით, მაგრამ რეგულარულად ანიავეთ, რათა თავიდან აიცილოთCO2-ის დაგროვება.

ჯიშის მახასიათებლები: 

კულინარული ტიპი B - ოდნავ ფხვიერი
ვეგეტაცია საშუალოდ საგვიანო 95-110 დღე
მოსავლიანობა ძალიან მაღალი
ტუბერის ზომა ძალიან დიდი
ტუბერის ფორმა მოგრძო-ოვალური
ტუბერების რაოდენობა 6-8
შიგთავსის ფერი მოხარშვის შემდეგ ღია ყვითელი
ხორკლიანი/გლუვი გლუვი
მოსვენების პერიოდი საშუალო
აღმოცენება სწრაფი
მეტრიბუზინის მიმართ მგრძნობიარობა საშუალოდ მგრძნობიარე
ბუჩქის განვითარება ძლიერი
შინაგანი დაჟეჟილობა ძლიერი
მშრალი ნივთიერება 20.5%
ნემატოდის მიმართ რეზისტენტობა რეზისტენტული: Ro 1
კარტოფილის კიბო რეზისტენტული: ფიზიო 1
ფიტოფტოროზი ბუჩქზე საშუალოდ მიმღებიანი
ფიტოფტოროზი ტუბერზე რეზისტენტული
ჩვეულებრივი ქეცი მიმღებიანი
ფხვიერი ქეცი სუსტად მიმღებიანი
ნაოჭა მოზაიკა (Y ვირუსი) სუსტად მიმღებიანი
ტუბერის ტოლერანტობა Y ვირუსის მიმართ

სუსტად მგრძნობიარე

 - გულდასმით შეამოწმეთ სარგავი ტუბერების ზომის, მწკრივში დაცილების მანძილის და საჰექტარო რაოდენობის შესაბამისობა!

  

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us