კაბუკი

ტოტალური მოქმედების მაღალეფექტური კონტაქტური ჰერბიციდი

კაბუკი გამოიყენება თხილის, კაკლის, ატმის, კივის, კარტოფილის, ვაზის, ვაშლისა და ქლიავის ბაღებში.

მოქმედი ნივთიერება:
26,5 გ/ლ, პირაფლუფენ-ეთილი

პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი

მწარმოებელი: Nihon Nohyaku Co, იაპონია

წარმოშობის ქვეყანა: იაპონია

შეფუთვა: 1ლ, 0.2ლ, 0.04ლ

ფასი

0,04 ლიტრი - 13 ლარი

0,2 ლიტრი - 45 ლარი

1 ლიტრი - 190 ლარი

ხარჯვის ნორმა

კულტურა დანიშნულება ხარჯვის ნორმა
თხილი, კაკალი, ატამი,
კივი, ვაშლი, ქლიავი
ამონაყარის მოშორება

0,4 ლ/ჰა

ვაზი

არასასურველი მწვანე
მასის მოშორება

0,4 ლ/ჰა

კარტოფილი დესიკანტი, მოსავლის
აღების პროცესის
დასაჩქარება

0,6 ლ/ჰა

 

მოქმედების მექანიზმი:

მწარმოადგენს რა ტოტალური მოქმედების კონტაქტურ ჰერბიციდს, კაბუკი არ აზიანებს დამუშავებული მცენარეების ფესვთა სის- ტემას და ანადგურებს მცენარის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელზედაც იყო შესხურებული. კაბუკი ანადგურებს მცენარეების მხოლოდ ნორჩ და მწვანე ნაწილებს და არ მოქმედებს მცენარის გაუხეშებულ და გახევებულ ორგანოებზე. რადგანაც კაბუკის არ გააჩნია აქტივობა ნიადაგში, ის ანადგურებს მხოლოდ იმ მცენარეებს, რომლებიც დამუშავების მომენტისათვის იყვნენ აღმოცენებულები და გააჩნიათ მწვანე სავეგეტაციო ორგანოები.

მოქმედების სისწრაფე:

კაბუკი სწრაფად აღწევს მცენარის ქსოვილში, ამიტომ, დამუშავებიდან 1 საათის შემდეგ მოსული ძლიერი წვიმაც კი არ იწვევს პრეპარატის მოქმედების ეფექტურობის შემცირებას. დამუშავებული მცენარეების ზრდა წყდება დამუშავებიდან რამოდენიმე საათში. პრეპარატის მოქმედების პირველი სიმპტომები, გაყვითლება და ჭკნობა, ვლინდება დამუშავებიდან 2-3 დღის შემდეგ, თუმცა გვალვის პირობებში ეს დრო შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

 

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us