ჰექტორ მაქსი

ერთწლიანი და მრავალწლიანი მარცვლოვანი და ფართოფოთლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად სიმინდის ნათესებში.

მოქმედი ნივთიერება:
23 გ/კგ რიმსულფურონი + 92 გ/კგ ნიკოსულლფურონი + 550 გ/კგ დიკამბა

პრეპარატული ფორმა: მშრალი დენადი სუსპენზია (მდს)

მწარმოებელი: DuPont Solutions (France) S.A.S/საფრანგეთი

წარმოშობის ქვეყანა: საფრანგეთი

შეფუთვა: 0.11 კგ.

ფასი

0,11 კგ - 30 ლარი

მოქმედების მექანიზმი:

ჰექტორ მაქსი წარმოადგენს ჰერბიციდს მარცვლოვანი და ორლებნიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათი აღმოცენების შემდგომ პერიოდში. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ძირითადად შეიწოვება ფოთლებიდან და გადაადგილდება სარეველების ზრდის წერტილისკენ. ჰერბიციდი აჩერებს უჯრედების დაყოფას ფესვებისა და ნაზარდების ზრდის წერტილებში, რის შედეგადაც მგრძნობიარე სარეველების ზრდა ჩერდება პრეპარატით დამუშავებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ; პრეპარატის მოქმედების ხილული სიმპტომების გამოვლინება ხდება რამოდენიმე დღის შემდეგ, ხოლო სარეველების სრული განადგურება ხდება 2-3 კვირის შემდეგ.

მოქმედების სპექტრი:

მრავალწლიანი მარცლოვანი სარეველები: მხოხავი ჭანგა, შალაფა ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები: ბურჩხა, ფეტვის ნაირსახეობები, ძურწას ნაირსახეობები, მწყერფეხა, ორფეხა, სორგო, შვრიუკა, იტალიური კოინდარი. ფართოფოთლიანი სარეველები: ამბროზია, ბოლოკა, მინდვრის ნარი, თეოფრატის შვია, ჯიჯლაყას ნაირსახეობები, მდოგვის ნაირსახეობები, წიწმატურა, დიდი ხვართქლა, შავთარა, ბეგიაური, ერთ- წლიანი მზესუმზირა, გვირილას ნაირსახეობა, დიიდ ხვართქლა, შავთარა, თავყვითელა, ღიჭა, ღო- რის ბირკა, ცეცხლეკალა.

ხარჯვის ნორმა:

440 გრ/ჰა ჰექტორი მაქსი + 250 მლ/ჰა ტრენდ 90

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us