ზეგრანი

სელექტიური ჰერბიციდი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად სიმინდის ნათესებში.

მოქმედი ნივთიერება:
ტერბუტილაზინი 250 გ/ლ + ბრომოქსინილი 100 გ/ლ

პრეპარატული ფორმა: სუსპენზიური ემულსია

მწარმოებელი: Nufarm GmbH & Co Kg, ავსტრია

წარმოშობის ქვეყანა: ავსტრია

შეფუთვა: 5ლ.

ფასი

5 ლიტრი - 300 ლარი

ხარჯვის ნორმა

კულტურა მავნე ობიექტი პრეპარატის ხარჯვის ნორმა ლ/ჰა გამოყენების მეთოდები
სიმინდი ერთწლიანი ორლებნიანი
სარეველები

1.5 - 2.0

ნათესების დამუშავება
3-6 ფოთლის ფაზაში

 

გამოყენების რეკომენდაციები:

ზეგრანი სიმინდის ნათესებში გამოიყენება კულტურის 3-6 ფოთლის ფაზაში. ზეგრანი სელექტიურია სიმინდის კულტურის მიმართ, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია ფიტოტოქსიკურობის გამოვლენა, რომელსაც არ გააჩნია გავლენა მოსავლიანობაზე. ფიტოტოქსიკურობის თავიდან აცილების მიზნით ზეგრანის გამოყენება არ არის რეკომენდირებული გვალვის დროს, ან ნალიქის მოსვლამდე რამოდენიმე საათით ადრე. ასევე არ არის რეკომენდირებული ჰერბიციდის გამოყენება სიცივით, ჭარბი ტენით ან სხვა ფაქტორებით დასუსტებულ კულტურაში.

დამცავი მოქმედების პერიოდი:

სარეველების ზრდა წყდება დამუშავებითანავე. სარეველა, მისი ტიპისა და კლიმატური პირობების მიხედვით, იღუპება 2-7 დღის განმავლობაში. დამცავი მოქმედება გრძელდება 40 დღემდე.

 

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us