ფიური - ციპერმენრინი 100 გ/ლ
კულტურა: ვაშლი, თეთრთავიანი კომბოსტო, კარტოფილი, ყურძენი, ხორბალი
მოქმედი ნივთიერება: ციპერმენრინი 100 გ/ლ
დაავადება: კოლორადოს ხოჭო, კარტოფილის ჭიამაია, ყურძნის ჭიამაია, ვაშლის ნაყოფჭამია, ფოთლიხვევიები, თეთრულა, ჩრჩილები, ბუგრები, მავნე კუსებურა, პურის ხოჭოები, ჭიაწურბელა, თრიფსები, კალიები
მწარმოებელი: FMC Chemical S.p.r.l., ა.შ.შ (ამერიკის შეერთებული შტატები)
მოქმედების სპექტრი და ხარჯვის ნორმა:
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა–ზე | ლოდინის პერიოდი (დღე) |
---|---|---|---|
კარტოფილი | კოლორადოს ხოჭო, კარტოფილის ჭიამაია |
0,1 - 0,15 | 20 |
ვაზი | ყურძნის ჭია | 0,2 - 0,36 | 30 |
ვაშლი | ვაშლის ნაყოფჭამია, ფოთლიხვევია |
0,2 - 0,3 | 25 |
კომბოსტო | თეთრულა, ჩრჩილები, ბუგრები |
0,1 | 25 |
ხორბალი | მავნე კუსებურა, პურის ხოჭოები, ბუგრები, ჭიაწურბელა, თრიფსები |
0,1 | 20 |
მინდვრები, საძოვრები | კალიები | 0,15 |
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების საწინააღმდეგო კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი.
გამოყენების ინსტრუქცია:
ფიური უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. დარწმუნდით, რომ შემასხურებელი მუშა მდგომარეობაშია და სუფთაა. დაარეგულირეთ მფრქვეველებიდან სამუშაო ხსნარის გამოსვლის რაოდენობა და თანაბრობა. შემასხურებლის ავზი შეავსეთ სანახევროდ, ჩართეთ ამრევი და დაამატეთ ფიურის საჭირო რაოდენობა. გააგრძელეთ ხსნარის არევა ავზის ავსებამდე და დამუშავების დროს. ფიური შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის შემასხურებელში. საავიაციო შესხურების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ დისტრიბუტორს.
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:
პრეპარატი თავსებადია მრავალ ინსექტო-აკარიციდთან, ფუნგიციდებთან და მინერალურ სასუქებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭშელში სტაბილურობაზე.
ფიტოტოქსიკურობა:
პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური რეკომენდირებულ დოზებში.
რეზისტენტობის განვითარება:
რეზისტენტობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია სეზონის განმავლობაში მოცემულ ნაკვეთზე პრეპარატის გამოყენება 2-ჯერ და ასევე მისი მონაცვლეობა სხვა ქიმიური კლასის ინსექტიციდებთან.
ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტების დაცვის რეკომენდაციები:
პრეპარატი საშუალოდ ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, დაბალტოქსიკურია ფუტკრისათვის და ტოქსიკურია თევზებისათვის. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება სანიტარულ ზონებში წყლის რეზერვუარების სიახლოვეს.
ნარჩენებისა და გამოყენებული ტარის უტილიზაციის წესი
პრეპარატის დაღვრის შემთხვევაში ჩაიცვით დამცავი ტანისამოსი და გაიკეთეთ რესპირატორი. შემოფარგლეთ პრეპარატით დაბინძურებული ადგილი. არ დაუშვათ დაბინძურებულ ტერიტორიაზე დაუცველი ხალხისა და ცხოველების მოხვედრა. არ დაუშვათ პრეპარატის მოხვედრა წყალსაცავებსა და წყალშემკრებ არხებში. პრეპარატის გართხმის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ არაწვადი აბსორბენტები, ისეთი როგორიცაა თიხა, ქვიშა ან მიწა. ნარჩენები შეაგროვეთ სპეციალურ კასრებში და გაანადგურეთ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
უსაფრთხოების წესები:
პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება. პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.
პირველადი დახმარება:
შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.
მყიდველთა საყურადღებოდ:
მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.
მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia