კულტურა: ბალი, გრეიფრუტი, ვაშლი, კარტოფილი, ლიმონი, მანდარინი, მარწყვი, მსხალი, პომიდორი, ტკბილი წიწაკა, ფორთოხალი, ყურძენი
მოქმედი ნივთიერება: ჰიბერლინის მჟავა 200 გ/კგ
მწარმოებელი: Nufarm GmbH & Co Kg, ავსტრია
შიგთავსი: 50 გრამი
ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა კულტურაში, ხელს უწყობს ნაყოფის ზომის ზრდას და მის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას. სასუფრე ყურძენში გიბგრო გამოიყენება მტევნის სიგრძის და მარცვლების ზომის გასაზრდელად. ციტრუსებში, ბალში, მსხალში იწვევს ნაყოფის ფორმის და ხარისხის გაუმჯობესებას. გიბგრო შეუცვლელია მარწყვში: გამოყენების შედეგად ვიღებთ დიდი ზომის და ლამაზი ფორმის ნაყოფს. პომიდორში გიბგროს გამოყენებისას ხდება მცენარის განვითარების სტიმულირება და მისი მედეგობის გაზრდა დაბალი ტემპერატურების მიმართ. გამოიყენება სათესლე კარტოფილის გაღივების სტიმულირებისათვის. ზრდის დაავადებებისადმი მცენარის მდგრადობას.
ფიტოტოქსიკურობა:
არ არის ფიტოტოქსიკური რეკომენდირებულ დოზებში გამოყენებისას.
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:
არ გამოიყენოთ ტუტე რეაქციის მქონე ხსნარებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე.
სამუშაო ხსნარის მომზადება:
გიბგრო გამოყენებულ უნდა იქნას შესხურების გზით, სამუშაო ხსნარი მზადდება ნაკვეთის დამუშავების დღეს. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი აბის რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით, საჭირო მოცულობამდე. რამოდენიმეჯერ გამოავლეთ წყალი პრეპარატის ცარიელ ტარას და ჩაასხით შემასხურებლის ავზში. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.
უსაფრთხოების წესები:
პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე, 00C- +320C ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.
პირველადი დახმარება:
შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.
მყიდველთა საყურადღებოდ:
მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.
მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia