მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ყოველწლიურად, სხვადასხვა დაავადებებისა და მავნებლებისაგან გამოწვეული დაზიანების შედეგად იკარგება მოსავლის 20-25%. მათ მიერ გამოწვეული დაავადება ბევრნაირია და შესაბამისად, სხვადასხვა ზიანს აყენებს მცენარეს.
ნაირჭამია - მავნებელი, რომელიც მრავალ მცენარეს აზიანებს როგორიცაა: მზესუმზირა, კარტოფილი, ბამბა და სხვა მრვალი, თუმცა ძირითად საკვებ კულტურას სიმინდი წარმოადგენს, რადგან ტენის მოყვარული მავნებელია, ამიტომაც ის უფრო მეტადაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოში.
როგორ და სად ხდება მათი გამოჩენა:
სიმინდის ფოთლის ქვედა მხარეს ან სარეველაზე შეამჩნევთ ჯგუფ-ჯგუფად დადებულს კვერცხებს, დადებული კვერცხდების დიდი რაოდენობა იღუპება არახელსაყრელი პირობების გამო: ტენიანობის სიმცირე, მზის სხივების მოქმედება, წვიმებისაგან ჩამორეცხვა, სხვადასხვა პარაზიტების ზემოქმედება და ა.შ.
ახალგამოჩეკილი მატლი, ერთი საათის განმავლობაში შედის ფირფიტაში, სადაც შეამჩნევთ ყუნწში განივმწკივებად გაწყობილ გამჭოლ, მრგვალ და წაგრძელებულ ხვრელებს, საიდანაც უკვე იწყებს კვებას, გადადის ღეროში, ტაროს ქოჩორზე და ღეროზე, რაც საბოლოოდ მიდის მარცვლების ჭამამდე და ასე ვრცელდება სხვადასხვა ტაროებზე დაჭუპრებამდე.
როგორ ვებრძოლოთ ნაირჭამიას
კარტლისი გთავაზობთ, უმაღლესი ხარისხის პრეპარატებს და ასევე სიმინდის დაცვის სქემას, რომელიც ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს!
კარტლისის სიმინდის დაცვის სქემა - იხ.ბმული
ბრძოლის ღონისძიებები:
• კულტურათა მონაცვლეობა;
• ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ;
• მცენარეული ნარჩნენების განადგურება.
რაშიც დაგვეხმარება კარტლისის უმაღლესი ხარისხის პრეპარატები:
მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი
უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.
კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად
ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად
2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას. ბლის კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.
მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად
2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.
PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.
PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.
digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის
მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი
საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო