ესთეტი

სისტემური მოქმედების სელექტიური ჰერბიციდი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად თავთავიანი კულ- ტურებისა და სიმინდის ნათესებში.

მოქმედი ნივთიერება:
905 გ/ლ 2,4 დ მჟავას 2-ეთილჰექსილის ეთერი

პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი

მწარმოებელი: ნუფარმ გმბხ & კო კგ

წარმოშობის ქვეყანა: ავსტრია

შეფუთვა: 20ლ. 1ლ.

ფასი

0,8 ლიტრი - 25 ლარი

1 ლიტრი - 30 ლარი

20 ლიტრი - 690 ლარი

ხარჯვის ნორმა

კულტურა პრეპარატის ხარჯვის ნორმა სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა
საშემოდგომო და
საგაზაფხულ ხორბალი,
ქერი, შვრია, ჭვავი
0,6 - 0,8

200 - 300

სიმინდი

0,8 - 1,0

200 - 300

 

მოქმედების მექანიზმი

ესთეტი წარმოადგენს სელექტიური მოქმედების სისტემურ ჰერბიციდს ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეიწოვება ფოთლებიდან და ვრცელდება მთელ მცენარეში მისი ფესვების ჩათვლით. პრეპარატი ახდენს ფოტოსინთეზის პროცესის ინჰიბირებას და იწვევს სარეველას დაღუპვას. პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა იზრდება თბილიდა ნესტიანი ამინდების დროს, ხოლო ცივი და მშრალი მინდის პირობებში მისი მოქმედება ნელდება. 

რადგანაც ესთეტს გააჩნია სუსტი აქტივობა ნიადაგში, ის ანადგურებს მხოლოდ იმ სარეველებს, რომელიც დამუშავების მომენტისათვის იყვნენ აღმოცენებულები და გააჩნიათ მწვანე სავეგეტაციო ორგანოები.

თავთავიან მარცვლოვან კულტურებში ესთეტის გამოყენება შეიძლება სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატებთან ნარევში, რაც აძლიერებს სარეველებზე ზემოქმედების ეფექტს. ცხადია, ასეთ ნაზავში ესთეტის დოზირება ნახევრდება. თავთავიან კულტურებში ესთეტი გამოიყენება გაზაფხულზე, არანაკლებ +12 0C - +14 0C ტემპერატურის პირობებში, ბარტყობის ფაზიდან აღებამდე. სიმინდის ნათესებში ესთეტი გამოიყენება 3-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში 

 

მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.

დაგვიკავშირდი

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო

მოგვძებნე