სისტემური მოქმედების სელექტიური ჰერბიციდი ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად თავთავიანი კულ- ტურებისა და სიმინდის ნათესებში.
მოქმედი ნივთიერება:
905 გ/ლ 2,4 დ მჟავას 2-ეთილჰექსილის ეთერი
პრეპარატული ფორმა: ემულსიის კონცენტრატი
მწარმოებელი: ნუფარმ გმბხ & კო კგ
წარმოშობის ქვეყანა: ავსტრია
შეფუთვა: 20ლ. 1ლ.
ხარჯვის ნორმა
კულტურა | პრეპარატის ხარჯვის ნორმა | სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა |
საშემოდგომო და საგაზაფხულ ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი |
0,6 - 0,8 |
200 - 300 |
სიმინდი |
0,8 - 1,0 |
200 - 300 |
მოქმედების მექანიზმი
ესთეტი წარმოადგენს სელექტიური მოქმედების სისტემურ ჰერბიციდს ორლებნიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება შეიწოვება ფოთლებიდან და ვრცელდება მთელ მცენარეში მისი ფესვების ჩათვლით. პრეპარატი ახდენს ფოტოსინთეზის პროცესის ინჰიბირებას და იწვევს სარეველას დაღუპვას. პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა იზრდება თბილიდა ნესტიანი ამინდების დროს, ხოლო ცივი და მშრალი მინდის პირობებში მისი მოქმედება ნელდება.
რადგანაც ესთეტს გააჩნია სუსტი აქტივობა ნიადაგში, ის ანადგურებს მხოლოდ იმ სარეველებს, რომელიც დამუშავების მომენტისათვის იყვნენ აღმოცენებულები და გააჩნიათ მწვანე სავეგეტაციო ორგანოები.
თავთავიან მარცვლოვან კულტურებში ესთეტის გამოყენება შეიძლება სულფონილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატებთან ნარევში, რაც აძლიერებს სარეველებზე ზემოქმედების ეფექტს. ცხადია, ასეთ ნაზავში ესთეტის დოზირება ნახევრდება. თავთავიან კულტურებში ესთეტი გამოიყენება გაზაფხულზე, არანაკლებ +12 0C - +14 0C ტემპერატურის პირობებში, ბარტყობის ფაზიდან აღებამდე. სიმინდის ნათესებში ესთეტი გამოიყენება 3-5 ნამდვილი ფოთლის ფაზაში
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia