მოქმედი ნივთიერება: იმიბენკონაზოლი 150 გ/კგ
პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი
საშიშროების კლასი: III
მწარმოებელი: ჰოკო ქემიკალ ინდასტრი კო., ლთდ იაპონია
წარმოშობის ქვეყანა: იაპონია
მოქმედების მექანიზმი და სპექტრი:
მენეჯი 15 ს.ფ. წარმოადგენს სისტემურ ფუნგიციდს და გააჩნია დამცავი და სამკურნალო თვისებები. პრეპარატი შესხურებიდან რამოდენიმე წუთში აღწევს მცენარის ქსოვილში, ხოლო დამუშავებიდან 2 საათში ის უკვე არ ირეცხება მოულოდნელი ნალექით. პრეპარატს ახასიათებს ვაშლის ქეცის გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ უაღრესად მაღალი ეფექტურობა.
რეზისტენტობის განვითარება:
რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია მენეჯი 15 ს.ფ. მონაცვლეობა სხვა მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდებთან. არ გამოიყენოთ მენეჯი 15 ს.ფ. ზედიზედ 2-ზე მეტ ჯერ და სეზონის განმავლობაში 4-ზე მეტ ჯერ.
უსაფრთხოების ზომები:
პესტიციდთან მუშაობისას აუცილებელია დავიცვათ საქართველოს კანონმდებლობის მიერ გათვალისწინებული''პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპო რტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლისა და სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატო რის გამოყენება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.
გამოყენების რეკომენდაციები:
მენეჯი 15 ს.ფ. უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო