მენეჯი

მოქმედი ნივთიერება: იმიბენკონაზოლი 150 გ/კგ

პრეპარატული ფორმა: სველებადი ფხვნილი

საშიშროების კლასი: III

მწარმოებელი: ჰოკო ქემიკალ ინდასტრი კო., ლთდ იაპონია

წარმოშობის ქვეყანა: იაპონია

ფასი

0,09 კგ - 40ლარი

0,35 კგ - 150 ლარი

მაღალეფექტური სისტემური ფუნგიციდი ვაშლის და მსხლის ქეცის წინააღმდეგ საბრძოლველად

მოქმედების მექანიზმი და სპექტრი:

მენეჯი 15 ს.ფ. წარმოადგენს სისტემურ ფუნგიციდს და გააჩნია დამცავი და სამკურნალო თვისებები. პრეპარატი შესხურებიდან რამოდენიმე წუთში აღწევს მცენარის ქსოვილში, ხოლო დამუშავებიდან 2  საათში ის უკვე არ ირეცხება მოულოდნელი ნალექით. პრეპარატს ახასიათებს ვაშლის ქეცის გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ უაღრესად მაღალი ეფექტურობა.

რეზისტენტობის განვითარება:

რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია მენეჯი 15 ს.ფ. მონაცვლეობა სხვა მოქმედების მექანიზმის მქონე ფუნგიციდებთან. არ გამოიყენოთ მენეჯი 15 ს.ფ. ზედიზედ 2-ზე მეტ ჯერ და სეზონის განმავლობაში 4-ზე მეტ ჯერ.

უსაფრთხოების ზომები:

პესტიციდთან მუშაობისას აუცილებელია დავიცვათ საქართველოს კანონმდებლობის მიერ გათვალისწინებული''პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპო რტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლისა და სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატო რის გამოყენება. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.  

გამოყენების რეკომენდაციები:

მენეჯი 15 ს.ფ. უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას  იმავე დღეს. 

 

 

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us