მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
,,Delphy International” -ის ექსპერტი „კარტლისის აკადემიაში“
აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.
ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის შესაძლებელი.
სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“, მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
რამდენიმე დღიანი ვიზიტით საქართველოში სტუმრად ეწვია ორგანიზაცია ,,Delphy International” -ის ექსპერტი -Adrianus Streef.
აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს ორგანიზაცია აერთიანებს 200-მდე მსოფლიო დონის ექსპერტს, სხვადასხვა მიმართულებით,
იგი უწევს სამეცნიერო კონსულტაციას, ევროპისა და აზიის მოწინავე ფერმერულ მეურნეობებს.
ტრენინგები ეხება, მოცვის კულტურის მოვლა-მოყვანას, მოგეხსენებათ, რომ მოცვის კულტურა დღითი-დღე აქტუალური ხდება საქართველოში და მოთხოვნა ამ კულტურაზე იზრდება მთელს მსოფლიოში. კურსი მოიცავს , მოცვის მოვლა-მოყვანის, როგორც თეორიულ (მცენარეთა დაცვის სქემა, მცენარის ძირითადი ელემენტების კვების ასპექტები, ბიოტური და აბიოტური ფაქტორები, მორწყვის რეჟიმი, ახალი ჯიშები და მათი უპირატესობანი) , ასევე პრაქტიკულ მასტერ-კლასებს. (გასხვლა, ფორმირება)
პროექტი გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კარტლისის სპეციალისტებს ექნებათ საშუალება ,მსოფლიო დონის ექსპერტთან ერთად გაიარონ მოცვის კულტურის აგროტექნიკური ღონისძიებები მტელი სეზონის განმავლობაში.
აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს კარტლისის მხრიდან ცოდნით, ახალი ტექნოლოგიებით, ინოვაციური მიდგომებით ქართველი ფერმერების თანადგომის პროგრამას, რათა მათი ფერმერული მეურნეობები იყოს უფრო მეტად წარმატებული ვიდრე დღეს არის.
მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი
უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.
კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად
ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად
2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას. ბლის კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.
მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად
2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.
PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.
PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.
digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის
მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი
საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო