მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.
2022 წელს სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ვაზის კულტურაში გამოიცადა სტიმულატორი უნიბროტი. უნიბროტი ხელს უწყობს კვირტების ერთდროულ, თანმიმდევრულ გაშლას, რის შედეგადაც ყვავილობა მიმდინარეობს თანაბრად, ნაყოფის გამონასკვის მაღალი ხარისხით. პროდუქტის შემადგენლობაში შედის მცენარეული ამინომჟავები, კალციუმი და აზოტი რომლებიც უზრუნველყოფენ იმ კვირტების განვითარებას, რომლებიც ბუნებრივ პირობებში ამას ვერ შეძლებდნენ.
რატომ გამოიცადა ვაზის კულტურაში ?
ცნობილია რომ ვაზს კვირტების გახსნისა და ყვავილობის შემდგომ ახასიათებს ეგერთწოდებული მეორეული ყვავილობა, რომლის სწორად წარმართვაზეც მცენარეს ენერგია არ ყოფნის და მეორეული ყვავილები ცვივა მცენარეს. რადგანაც ყვავილი გვაძლევს ჩვენ პოტენციურ მოსავალს, მისი დაცვენით ფერმერი განიცდის მოსავლის დანაკარგს. უნიბროტი კი შექმნილია იმისთვის რომ ყვავილობის პროცესი წარიმართოს ერთდროულად, რის შედეგადაც საერთო მოსავალი იზრდება. ამ მიზეზის გამო გადაწყდა უნიბროტის ვაზში გამოცდა.
ცდის ჩასატარებლად შეირჩა ნაკვეთი- ერთი და იმავე ასაკის, ერთი და იგივე განვითარების მქონე მცენარეებით. ნაკვეთი გავყავით ორ ნაწილად. ჩვენს შემთხვევაში დამუშავდა რქაწითელის ჯიშის ყურძენი. ნაკვეთის 1 ნაწილი დავამუშავეთ უნიბროტით, ხოლო მეორე დავტოვეთ საკონტროლოდ რომელშიც არცერთი სტიმულატორი არ შეტანილა.
საცდელად შეირჩა ზრდასრული ვენახი, რომელშიც კვების მხრივ არცერთი სასუქი არ შეგვიტანია. შესაბამისად ცდით მიღებული შედეგი უშუალოდ და ნათლად ასახავდა უნობროტის მოქმედებას.
გამოყენების დრო: უნიბროტზე საუბრისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ უნდა შევიტანოთ სწორ დროს: იგი გამოიყენება კვირტების გახნსამდე 15-30 დღით ადრე, დამუშავებისას აუცილებელია კვირტების სრული დასვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში მცირდება პროდუქტის ეფექტურობა.
სადემონსტრაციო ნაკვეთზე, საგარეჯოს რაიონში, უნიბროტი შევიტანეთ კვირტების გახსნამდე 15 დღით ადრე, რაც შეესაბამებოდა 22 აპრილს. კვირტის მდგომარეობა დამუშავების დროს შეესაბამება შემდეგ სურათს:
ხარჯვის ნორმა: უნიბროტის ეტიკეტზე მითითებულია რომ გამოიყენება მისი 5-8 %-იანი ხსნარი. ჩვენს შემთხვევაში გამოვიყენეთ 5ლ უნიბროტი 100 ლ წყალში.
უნიბროტი თვითონვე შეიცავს მიმწებებლს, შესაბამისად კვირტების და მერქნის კარგად დასველების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში რჩება ზედაპირზე და ეფექტურად შეიწოვება მცენარის მიერ.
უნიბროტის შეტანის შემდეგ კარტლისის თანამშრომლები ნაკვეთზე ატარებდნენ ყოველკვირეულ მონიტორინგს და აკვირდებოდნენ არსებობდა თუ არა რაიმე განსხვავება დამუშავებულ და დაუმუშავებელ ზოლებს შორის. თავდაპირველად განსხვავება თვალით შესამჩნევი არ იყო, ხოლო მაშინ როდესას მცენარემ წამოიღო ახალი ნაზარდი უნიბროტით დამუშავებულ ზოლში შეიმჩნეოდა უფრო ინტენსიური და ძლიერი ყლორტები.
ერთ-ერთი მონიტორინგის დროს მტევნის განვითარება უნიბროტით დამუშავებულ ზოლში:
დაუმუშავებელი საკონტროლო ზოლი:
მოსავლის აღების დროს ცალ-ცალკე ავიღეთ უნიბროტით დამუშავებული ნაწილი და ავწონეთ, ცალკე ავიღეთ დაუმუშავებელი - საკონტროლო ნაწილი და ავწონეთ. წონათა სხვაობით უნობროტით დამუშავებულ ზოლში მივიღეთ მოსავლის ნამატი 30 %-ით.
როგორც დაკვირვებამ აჩვენა:
უნიბროტი მაღალი ეფექტურობით გამოიყენება მოცვში, სადაც პირველი კრეფა გაიზარდა 30%-ით, ხოლო კრეფების რაოდენობა 5-დან სამამდე შემცირდა. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია მოცვის ჩაბარების ფასის განსაზღვრისათვის. ანალოგიური ეფექტურობით გამოიყენება უნიბროტი კაკალსა და სხვა ხეხილოვან კულტურებში.
მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი
კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად
ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად
2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას. ბლის კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.
მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად
2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.
PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.
PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.
digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის
მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი
საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.
როგორ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა სწორად - რა უნდა ვიცოდეთ?
დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია მრავალწლიანი ან თუნდაც
ერთწლიანი კულტურების გაშენება სარწყავი წყლის სისტემის გარეშე. მოსავლის
რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია როგორც სწორ კვებასა და წამლობაზე, ასევე
სწორად მიწოდებულ წყლის რაოდენობაზე. იმისთვის რომ მცენარემ არ მიიღოს სტრესი
და წყალი თანაბარად მიეწოდოს ყველა ნარგავს, საჭიროა სარწყავი სისტემის სწორი
პროექტირება და მონტაჟი.
სწორი პროექტირება იყოფა რამოდენიმე ეტაპად:
მაღალი ეთიკური და პროფესიული სტანდარტებით ბიზნესის წარმოებისათვის 2011 წ 14 ივლისს ქ.ვაშინგტონში აშშ-ს კონგრესის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის შენობაში “კარტლის აგროსისტემებს” გადაეცა სპეციალური ჯილდო, როგორც პესტიციდების დისტრიბუტორ საუკეთესო კომპანიას აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75გ, კოსტავას ქ.,I სართ. თბილისი 0160, საქართველო