კომპანია კარტლისი, მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

23 წლის განმავლობაში ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა და კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა!

ეს საოცრად მსხმოიარე ვაშლი უნიკალური პრეპარატის აფეტის დამსახურება გახლავთ, ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად.

გააჩნია, როგორც დამცავი ასევე სამკურნალო თვისებები. პრეპარატი შესხურებიდან რამოდენიმე წუთში აღწევს მცენარის ქსოვილში, ხოლო დამუშავებიდან 1 საათში ის უკვე აღარ ირეცხება მოულოდნელად მოსული ნალექით. პრეპარატს ახასიათებს უაღრესად მაღალი ეფექტურობა ვაშლის ქეცის გამომწვევი სოკოს წინააღმდეგ და მრავალი კულტურის სიდამპლეების გამომწვევი სოკოების სპორების წინააღმდეგ.

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან: აფეტი თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. თუმცა, უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. არ არის მიზანშეწონილი აფეტის შერევა ძლიერი ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატებთან. არ შეიძლება აფეტის გამოყენება ბორდოს ნარევთან ერთად.

სამუშაო ხსნარის მომზადება: აფეტი უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი აფეტის რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით მცირე მოცულობის ჭურჭელში და ჩაასხით შემასხურებლის წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით საჭირო მოცულობამდე. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.

შენახვის პირობები: შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე -50C - +300C ტემპერატურის პირობებში. გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი მშრალ, ბნელ ადგილას არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

იხ.ბმული - ვაშლის დაცვის სქემა კარტლისისგან.

სხვა სიახლეები

2018 წლის 14 ნოემბერს, კომპანია „კარტლისის“ ორგანიზებით ქ. ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა „მევენახეთა ფორუმი, დარგში არსებულ სიახლეებზე“.

ფორუმში ასევე მონაწილეობას იღებდა კომპანია „კარტლისის“ პარტნიორი ბანკი ბაზისბანკი. აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა ახალი პროდუქტის შეთავაზებას, რომელიც შეიქმნა ერთობლივად კომპანია კარტლისთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს, რათა განავითარონ სოფლის მეურნეობა.

მორიგი შეხვედრა კომპანია კარტლისის მიერ შედგა გარდაბანში მესიმინდე ფერმერებთან ერთად, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პროფესიულ დუალურ პროგრამაში ჩართული სტუდენტები და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული სტუმრები!

საუბარი და თემის გაცნობა მოიცავდა სიმინდის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დამუშავებულია კომპანია კარტლისის სპეციალისტების მიერ!

კარტლისთან თანამშრომლობით ფერმერები კმაყოფილები არიან,რადგანაც მათი მოსავალი გაიზარდა 50%-ით.

2018 წლის 10 ოქტომბერს, ანაკლიაში საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა,რომლის ორგანიზატორი გახლდათ კომპანია კარტლისი, არსებულ ღონისძეიბაზე განიხილეს ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებული პრობლემები და გამოწვევები. ღონისძიების მიზანი გახლდათ, ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოში მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემებს და განეხილათ მათი გადაჭრის გზები,ასევე ფერმერებმა გაუზიარეს ერთმანეთს კომპანია კარტლისის დახმარებით მიღებული შედეგები და მიღწევები.

სათესლე მასალის წარმოებაში მსოფლიო ლიდერები, ჰოლანდიური კომპანიები Enza Zaden და Bejo Zaden ყოველწლიურად მართავენ ღია კარის დღეებს, სადაც მრავალი ქვეყნიდან ჩასული ფერმერები და აგრონომები ეცნობიან  ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ყოველ წელს, კარტლისი პარტნიორ ქართველ ფერმერებს საშუალებას აძლევს გაემგზავრნონ ჰოლანდიაში, მოინახულონ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები და დაესწრნონ ტრენინგებს. 

კარტლისის გორისა და ქუთაისის ფერმერთა მომსახურების ცენტრში, იაპონური კომპანია “ნიჰონის” თანამშრომელმა, ბიოქიმიკოსმა კურიამა კენიმ ტრენინგები ჩაატარა. იაპონელი მეცნიერი კურამა კედი პრეპარატ “ორტუსის” მოქმედი ნივთიერების გამომგონებელი გახლავთ.ქართველ ფერმერებს ქონდათ უნიკალური შესაძლებლობა უშუალოდ გასაუბრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული პრეპარატის შემქმნელს. ტრენინგის მიმდინარეობისას ფერმერება პრეპარატების “ორტუსის” და “აპლაუდის” შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა

ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში, 10 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ თხილის პლანტაციაში დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა.სისტემა მოწყობილია კორპორაცია «Jain Irrigation Systems Ltd.»-ის ისრაელი, ინდოეთი, აშშ) მიერ წარმოებული ხარისხიანი, თანამედროვე, გამძლე მასალებითა და მექანიზმებით. სისტემა მუშაობს გერმანული წარმოების ტუმბოზე, «Wilo» რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და გამძლეობით.

საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრისთვის, სათესლე კარტოფილის გამოცდა აქამდე რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობდა. 2016 წლის აპრილიდან, დმანისში, კომპანია კარტლისის კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ამიერკავკასიის რეგიონისათვის განკუთვნილი კარტოფილის 30 ახალი ჯიში დაითესა. მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის მანძილზე, კარტლისის სპეციალისტები აკვირდებოდნენ და უვლიდნენ საცდელ ნაკვეთს.

კომპანია “კარტლისმა”  გურჯაანში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა.  ცენტრში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, ევროპული და ამერკული წარმოების პესტიციდები, სასუქები და სათესლე მასალა. ადგილზე ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

გურჯაანის ფერმერთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს სოფელ გურჯაანში, ყველაწმინდას ეკლესიის ასახვევთან.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us