მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრისთვის, სათესლე კარტოფილის გამოცდა აქამდე რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობდა. 2016 წლის აპრილიდან, დმანისში, კომპანია კარტლისის კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ამიერკავკასიის რეგიონისათვის განკუთვნილი კარტოფილის 30 ახალი ჯიში დაითესა. მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის მანძილზე, კარტლისის სპეციალისტები აკვირდებოდნენ და უვლიდნენ საცდელ ნაკვეთს.
22 აგვისტოს, ახალი ჯიშების მოსავლის აღებას და შეფასებას დაესწრნენ ჰოლანდიური კომპანიის HZPC-ის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები და დაინტერესებული ქართველი ფერმერები, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.
HZPC წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს კარტოფილის მოყვანის და სათესლე კარტოფილის წარმოების სფეროში. კომპანია 80-ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს უმაღლესი ხარისხის კარტოფილის სათესლე მასალით.
რუსეთიდან სამეცნიერო კვლევების საქართველოში გადმოტანას საფუძვლად დაედო HZPC-ის და კარტლისის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყნისათვის, სოფლის მეურნეობის სფეროში ასეთი ტიპის კვლევების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია.
ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა: რაიან სტეკლენბერგმა, პიტ ბოსმამ, სტივენ კუპერმა და კომპანია კარტლისის თანამშრომლებმა, ერთად შეაფასეს საცდელი ჯიშების მოსავალი. კარტოფილის 30 ახალი ჯიში სათითაოდ შემოწმდა დაავადებების მიმართ გამძლეობაზე. შეფასდა ტუბერების ფორმა, ფერი და ზომა. სპეციალისტებმა ერთობლივად განსაზღვრეს ახალი ჯიშების სავარაუდო პოტენციალი.
ცდების შედეგად გამოვლინდა ამიერკავკასიის რეგიონისთვის პერსპექტიული, რამოდენიმე ახალი ჯიში. ამ ჯიშებით დაინტერესება გამოთქვეს დამსწრე ფერმერებმა.
კარტლისის ხელმძღვანელების ინიციატივით და ჰოლანდიელი სპეციალისტების მხარდაჭერით, აღნიშნული კვლევები შემდეგ წლებშიც საქართველოში ჩატარდება.
მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში
ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი
უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად
თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.
კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად
ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად
2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას. ბლის კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.
მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად
2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.
PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.
PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.
digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის
მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი
საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia