საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრისთვის, სათესლე კარტოფილის გამოცდა აქამდე რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობდა. 2016 წლის აპრილიდან, დმანისში, კომპანია კარტლისის კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ამიერკავკასიის რეგიონისათვის განკუთვნილი კარტოფილის 30 ახალი ჯიში დაითესა. მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის მანძილზე, კარტლისის სპეციალისტები აკვირდებოდნენ და უვლიდნენ საცდელ ნაკვეთს.

22 აგვისტოს, ახალი ჯიშების მოსავლის აღებას და შეფასებას დაესწრნენ ჰოლანდიური კომპანიის HZPC-ის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები და დაინტერესებული ქართველი ფერმერები, სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.

HZPC წარმოადგენს მსოფლიო ლიდერს კარტოფილის მოყვანის და სათესლე კარტოფილის წარმოების სფეროში. კომპანია 80-ზე მეტ ქვეყანას ამარაგებს უმაღლესი ხარისხის კარტოფილის სათესლე მასალით.

რუსეთიდან სამეცნიერო კვლევების საქართველოში გადმოტანას საფუძვლად დაედო HZPC-ის და კარტლისის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყნისათვის, სოფლის მეურნეობის სფეროში ასეთი ტიპის კვლევების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჰოლანდიელმა სპეციალისტებმა: რაიან სტეკლენბერგმა, პიტ ბოსმამ, სტივენ კუპერმა და კომპანია კარტლისის თანამშრომლებმა, ერთად შეაფასეს საცდელი ჯიშების მოსავალი. კარტოფილის 30 ახალი ჯიში სათითაოდ შემოწმდა დაავადებების მიმართ გამძლეობაზე. შეფასდა ტუბერების ფორმა, ფერი და ზომა. სპეციალისტებმა ერთობლივად განსაზღვრეს ახალი ჯიშების სავარაუდო პოტენციალი.

ცდების შედეგად გამოვლინდა ამიერკავკასიის რეგიონისთვის  პერსპექტიული, რამოდენიმე ახალი ჯიში. ამ ჯიშებით დაინტერესება გამოთქვეს დამსწრე ფერმერებმა.

კარტლისის ხელმძღვანელების ინიციატივით და ჰოლანდიელი სპეციალისტების მხარდაჭერით, აღნიშნული კვლევები შემდეგ წლებშიც საქართველოში ჩატარდება.

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us