digital.cartlis.ge - ახალი პლატფორმა გამარტივებული სოფლის მეურნეობისთვის

 

კომპანია კარტლისი ფერმერთა მხარდასაჭერად გთავაზობთ სიახლეს თანამედროვე
ციფრული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ონლაინ პლატფორმა
digital.cartlis.ge ფერმერებს საშუალებას მისცემს შექმნას თავის კულტურაზე, კლიმატზე,
რეგიონზე და ნაკვეთზე მორგებული კვებისა და დაცვის სქემების. დღევანდელ
რეალობაში ძალიან რთულია მიიღო რჩევა პროფესიონალი აგრონომისგან და ბევრ
წვრილ ფერმერს უშუალოდ ხელი არ მიუწვდებათ ინფორმაციაზე და თავიანთ
მეურნეობაში უშვებენ შეცდომებს. digital.cartlis.ge - ესაა ფერმერის პერსონალური
აგრონომი, რომელიც სთავაზობს მას აგრონომიულ მხარდაჭერას, პროფესიონალი
აგრონომების მიერ წინასწარ მომზადებული სქემების გამოყენებით. ამ პროგრამის
ზურგს უკან დგანან კარტლისის თანამშრომლები, რომლებიც მუდმივ მონიტორინგს
უწევენ ნაკვეთებს, შესაბამისად პროგრამაში არსებული ინფორმაცია მუდმივად
ახლდება და შეესაბამება რეალურ სიტუაციას.
მარტივი სარეგისტრაციო ველის გავლის შემდეგ ფერმერს საშუალება აქვს
დაარეგისტრიროს სისტემაში თავისი ნაკვეთები (შეავსოს მათზე დეტალური
ინფორმაცია), ატვირთოს ანალიზის შედეგები და შექმნას კვებისა და დაცვის სქემები.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ნაკვეთის ადგილმდებარეობის მითითება ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან რეგიონები ერთმანეთისგან კლიმატის მიხედვით
განსხვავდებიან, შესაბამისად მცენარის განვითარებაც განსხვავებულად მიმდინარეობს.
კარტლისის სპეციალისტებს წინასწარ აქვთ გათვალისწინებული თითოეული რეგიონის
კლიმატური მახასიათებელი და ნაკვეთის ადგილმდებარეობის შევსებისას სისტემა ამ
მონაცემებს ავტომატურად ითვალისწინებს.
მცენარეთა დაცვის მოდული- მცენარეთა წამლობის სქემის შედგენისას კულტურისა და
რეგიონის შესახებ ინფორმაციის შევსების შემდეგ ფერმერმა უნდა აირჩიოს
დაანგარიშების მეთოდი: 100ლიტრ წყალზე, 1000ლიტრ წყალზე თუ 1 ჰა-ზე სურს
საჭირო რაოდენობების დაანგარიშება. ამ მონაცემების მითითების შემდეგ სისტემა
ავტომატურად აჩვენებს კულტურის ყველა განვითარების ფაზას და თითოეული
ფაზისთვის დამახასიათებელ მავნე ობიექტებს. თითოეულ მავნე ობიექტზე სისტემა
გვიჩვენებს პროდუქციის ჩამონათვალს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს მასზე.
პროდუქტს გასწვრივ მითითებული აქვს ხარჯვის ნორმა და ღირებულება.
პროდუქტის დასახელებაზე კურსორის მიტანით ჩნდება პროდუქტის შესახებ
ინფორმაცია: მწარმოებელი, წარმოების ქვეყანა. ფერმერს უკვე შესაძლებლობა აქვს
ღირებულების და მახასიათებლის მიხედვით აირჩიოს მისთვის სასურველი პროდუქტი.
მსგავსი მეთოდით ფერმერი ირჩევს მისთვის სასურველ პროდუქციას და სისტემა
ავტომატურად უანგარიშებს როგორც თითოეული ფაზისთვის წამლობის ჯამურ
ღირებულებას, აგრეთვე მთლიანი სეზონისთვის საჭირო პროდუქციის ღირებულებასაც.
გარდა ამისა, ნებისმიერ დროს შესაძლებელია შექმნილ პროგრამაში ცვლილების შეტანა-
რომელიმე პროდუქტის დამატება ან წაშლა. პროგრამის ბოლოს სისტემა აჩვენებს

პესტიციდებისა და სტიმულატორების შემაჯამებელ ცხრილს სადაც მითითებული
სეზონის განმავლობაში რომელი პროდუქტის რა რაოდენობა უნდა შეიძინოს ფერმერმა.

მცენარეთა კვების მოდული- მცენარეთა კვების სქემის შესაქმნელად ფერმერი ავსებს
ნაკვეთის ადგილმდებარეობას და კულტურის შესახებ ინფორმაციას: კულტურა,
გაშენების თარიღი, მცენარეთა რაოდენობა 1-ჰა-ზე. ნიადაგის ანალიზის არსებობის
შემთხვევაში შეუძლია შეიყვანოს მონაცემები ან შეუკვეთოს ახალი ანალიზი. სისტემა
ავტომატურად ითვალისწინებს ნიადაგის ანალიზის შედეგებს და გვიანგარიშებს სუფთა
ელემენტების რა რაოდენობა ესაჭიროება მოცემული ასაკის მცენარეს სრულყოფილი
კვებისთვის.

ცხრილში ელემენტების ფაქტობრივი რაოდენობა გვიჩვენებს სუფთა ელემენტების
რაოდენობას, რომელსაც ჩვენ სასუქების გამოყენებით ვაძლევთ მცენარეს. ფერმერიც
კვების სქემის შედგენისას ცდილობს ისე აირჩიოს სასუქები რომ ელემენტების
ფაქტობრივი რაოდენობა გაუტოლოს მცენარის მოთხოვნას. ამ გზით შედგენილი კვების
სქემით ფერმერი სწორად უზრუნველყოფს მცენარის გამოკვებას.

DIGITAL.CARTLIS.GE - ის ექსტენციის პროგრამა ფერმერს საშუალებას აძლევს სწრაფად და
მარტივად შეიდგინოს მასზე მორგებული კვებისა და დაცვის სქემები.

სხვა სიახლეები

მოცვის კულტურა - აქტუალობა და სწავლება კარტლისის აკადემიაში

 

ძირზე 4 კილოგრამით გაზრდილი მოსავლიანობა კაკალში- უნიბროტის გამოყენების შედეგი

 

უნიბროტი - საუკეთესო სტიმულატორი უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად

 

თანამედროვე სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ სტიმულატორები. სტიმულატორია პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს მცენარის განვითარებას, მოქმედებს მის კონკრეტულ ფუნქციაზე. მსოფლიო ბაზარზე შემოთავაზებულ სტიმულატორთა ასორტიმენტი საკმაოდ ფართეა და რა თქმა უნდა გამოყენებისას საჭიროებს სწორ შერჩევას.

კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი ფერემრების 2022 წელი კარტლისთან ერთად

ვაშლის მწარმოებელი ფერმერების 2022 წელი კარტლისთან ერთად

  2022 წლის გაზაფხული უხვი ნალექით გამორჩეული, ზაფხულის მეორე ნახევარი კი  გვალვიანი იყო. აღნიშნულმა კლიმატურმა პირობებმა ხელი შეუწყო ქეცის, კალიფორნიის ფარიანისა და ტკიპების ძლიერ გავრცელებას.   ბლის  კულტურაში პროგრესირება განიცადა დაავადებებმა - კოკომიკოზმა, კლასტეროსპოროზმა, სიდამპლეებმა, რიგ ადგილებში კი გავრცელდა ალუბლის ლორწოიანი ხერხია, აღინიშნა მცენარეთა ხმობის შემთხვევები.

მესიმინდე ფერმერების 2022 წელი PIONEER-თან ერთად

2022 წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა მესიმინდე ფერმერებისთვის.

PIONEER-ის ჰიბრიდებმა ტრადიციულად საგრძნობი უპირატესობა აჩვენა სხვა კონკურენტ კომპანიების ჰიბრიდებთან, როგორც მოსავლის რაოდენობის, ასევე მარცვლის ხარისხთან მიმართებაში.

PIONEER-ის სათესლე მასალისათვის სტრესული მდგომარეობის, მავნებელ-დავადებების მიმართ დამახასიათებელი მაღალი მდგრადობის და შემოსული სიმინდის მარცვლის სწრაფი შრობის შედეგად, წლის ბოლოს ფერმერებმა მაღალი მოსავალი მიიღეს.

მოცვი - სიახლეები და გამოწვევები, სალომე დოღონაძის ბლოგი

საქართველოში 2016 წლიდან ფართოდ დაიწყო ლურჯი მოცვის გაშენება,იმ დროისათვის ფერმერებს კულტურასთან დაკავშირებით ძალიან მწირი ინფორმაცია ჰქონდათ. ჩვენი როლი, ანუ კომპანია „კარტლისის“ გამოწვევა იყო მაქსიმალურად  კომპეტენტური რჩევები მიგვეცა ფერმერებისთვის, რათა მიეღოთ მაქსიმალურად უხვი და ხარისხიანი მოსავალი,რაც დააკმაყოფილებდა, როგორც ქართული ისე უცხოური ბაზრის მოთხოვნებს.

როგორ მოვაწყოთ სარწყავი სისტემა სწორად - რა უნდა ვიცოდეთ?

დღევანდელ სოფლის მეურნეობაში წარმოუდგენელია მრავალწლიანი ან თუნდაც
ერთწლიანი კულტურების გაშენება სარწყავი წყლის სისტემის გარეშე. მოსავლის
რაოდენობა და ხარისხი დამოკიდებულია როგორც სწორ კვებასა და წამლობაზე, ასევე
სწორად მიწოდებულ წყლის რაოდენობაზე. იმისთვის რომ მცენარემ არ მიიღოს სტრესი
და წყალი თანაბარად მიეწოდოს ყველა ნარგავს, საჭიროა სარწყავი სისტემის სწორი
პროექტირება და მონტაჟი.

სწორი პროექტირება იყოფა რამოდენიმე ეტაპად:

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us