ალბათ გაინტერესებთ, თუ საიდან ემართება მცენარეს ქეცი, რომელიც საშიში დაავადებაა. დაავადების გამომწვევი იზამთრებს დაავადებულ ფოთლებში  და ტოტებში. იგი ვრცელდება ძირითადად ქარის, წყლის წვეთების და სხვადასხვა სახეობის მწერების საშუალებით.

ფოთლებზე დაავადება ძირითადად მოყვითალოა, შემდეგ კი მუქდება და წენგოსფერი ხავერდოვანი ფიფქით, სოკოს ნაყოფიანობით იფარება.

დააკვირდით: დაზიანებულ ადგილას ფოთლის ფირფიტა ხმება. ქეცით ავადდება როგორც გამონასკვული ასევე სიმწიფეში შესული ნაყოფი. ნასკვის პერიოდში ნაყოფი დაავადებულ მხარეს არ იზრდება, რის გამოც ასიმეტრიული ანუ ცალგვერდა რჩება, ნაყოფის ზედაპირი სკდება. დაავადების სიმპტომები თავდაპირველად ფოთლებზე ჩნდება, შემდეგ კი ნაყოფებზე.

დაავადების დროს ფოთოლი საასიმილაციო ფართის 70-90%-ს კარგავს. ქეცი მოქმედებს როგორც ვაშლის ხარისხზე ისე მის წონაზე, დაავადებული ნაყოფის წონა 40-45%-ით დაბალია საღთან შედარებვით.

დაავადების გამომწვევი სოკოს მოზამთრეობა, ნაყოფიანობა, ინფექციები

სოკო იზამთრებს ჩამოცვენილ ფოთლებზე, სადაც განსაკუთრებით სინათლისკენ მოქცეულ მხარესმრავალი შავი წერტილი ვითარდება, რომელიც სოკოს ნაყოფის სხეულს- პერიტეციუმს წარმოადგენს. მასში მოთავსებული გრძელი ცილინდრული ფორმის ჩანთები. სადაც ზამთრის განმავლობაში ის ცარიელია, გაზაფხულზე ჩანთებში იწყება სპორების ჩასახვა.

ამ პერიოდში საჭიროა მათ მომწიფებაზე ყოველდღიური დაკვირვება. ამ გზით დადგინდება, სპორების ფანტვის პერიოდი. ერთ ფოთოლზე ვითარდება ზოგჯერ 2000 სანაყოფე სხეული (პერიტეციუმი), თითოეულ პერიტეციუმში 120-200 ჩანთაა, ჩანთაში რვა ორუჯრედიანი სპორა.

როდის არის კრიტიკული პერიოდი

განვითარების კრიტიკული პერიოდი იწყება კვირტის გახსნიდან, კულმინაციას აღწევს გვირგვინის ფურცლების ცვენის და შემდგომ ოთხი კვირის განმავლობაში. ამ პერიოდში უნდა მოექცეს ყოველი მთავარი შესხურება. ასკოსპორების განვითარების ოპტიმალური ტემპერატურაა 11-220C  თუმცა შეიძლება განვითარდეს 1-320C -ის ფარგლებში.

როგორ ჩავატაროთ მონიტორინგი

მოსავლის აღების შემდეგ საჭიროა ჩატარდეს ბაღის ფიტოსანიტარული მონიტორინგი, თუ დაინფიცირებულია ფოთლების 40%-ზე მეტი, ეს მნიშვნელოვანი რისკია მომდევნო სეზონზე ქეცის ადრეულ ეტაპზე განვითარებისთვის. ვეგეტაციის პერიოდში კვირაში ერთხელ აუცილებელია დაკვირვების წარმოება. ერთ ხეზე ერთზე მეტი დაინფიცირებული ფოთლის არსებობა ვაშლის ქეცის პოტენციურად საზიანო დონეა.

როდის არის მკურნალობა და კონტროლი ეფექტური

კონტროლი ქეცზე ეფექტურია სეზონის ადრეულ ეტაპზე, კვირტის გაშლიდან ყვავილობის დაწყებამდე. თუ მოხდება ქეცის ინფექციის პრევენცია ამ ეტაპზე, დაავადების ციკლი გაწყდება და ინფექციის წყარო აღარ შენარჩუნდება სეზონის ბოლომდე, მაგრამ თუ განვითარდება ფოთლისა და ნაყოფის ინფექცია, მაშინ ამ დაზიანებულ ადგილებზე წარმოიქმნება სპორები, რომლების გამოიწვევენ ახალ ინფექციებს.

ვაშლის ქეცის კონტროლის ყველაზე ეფექტური გზაა მცენარეების ფუნგიციდებით დამუშავება, რომელთაც აქვთ დამცავი და სამკურნალო მოქმედება.

დამცავი ფუნგიციდები იცავენ ქსოვილს სპორების გაზრდის ან შეღწევისაგან. დამცავ ფუნგიციდებს ვიყენებთ სპილენძის ჰიდროჟანგებს- ჩემპიონს, კოსაიდს და ა.შ კონტაქტური მოქმედების – ნანდოს, სპრინტერს, კაპტანს და სხვა.

თუ სპორამ უკვე შეაღწია ფოთოლში ან ნაყოფში დამცავი ფუნგიციდები ვეღარ შეაჩერებენ ინფექციას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება სისტემური ფუნგიციდები, რომელთაც აქვთ დამცავი ფუნქციაც.

სისტემური ფუნგიციდებიდან განსაკუთრებით ეფექტურია იაპონური წარმოშობის პრეპარატები აფეტი და მენეჯი. მათი სწორად გამოყენება სხვა ფუნგიციდებთან ერთად საუკეთესო შედეგის მომტანია.

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us