კომპანია ,,კარტლისი’’ 23 წელზე საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, მისი მოღვაწეობის სფერო სოფლის მეურნეობა გახლავთ. კომპანიის სახელი ფერმერებში ასოცირდება ნდობასთან და ხარისხიან პროდუქციასთან, მისი პარტნიორები არიან მსოფლიოში წამყვანი ევროპული და ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლები.
,,კარტლისი“ მუდმივად ნერგავს ახალ ტექნოლოგიებს და სთავაზობს ფერმერებს მცენარის მოვლის უტყუარ სქემებს, რათა ფერმერული მეურნეობა საქართველოში იყოს უფრო რენტაბელური და წარმატებული.
ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების საუძველზე 2017 წელს შეიქმნა ,,კარტლის აკადემია“, ეს გახლავთ პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ემსახურება ფერმერთა ცნობიერების ამღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, კარტლისის აკადემიაში სრულიად უანგაროდ გადამზადებულია 4000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით:
- ბოსტნეული კულტურები
-
- თხილი
- ციტრუსი
- კენკროვანი კულტურები
- ხეხილი
- ვენახი
თითოეულ ჯგუფში ტარდება ოთხი ლექცია და ერთი პრაქტიკული მეცადინეობა. ლექციები მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1.მცენარის გამოკვება
2.მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლა
3.სარწყავი სისტემის ტიპები და მათი მნიშვნელობა
4.მცენარეთა მოვლის სქემების განხილვა, ხარჯთაღრიცხვა, კულტურათა დივერსიფიცირების პრობლემები.
5. პრაქტიკული მეცადინეობა, სადაც ფერმერებს საშუალება აქვთ ადგილზე მოახდინონ პრობლემების იდენტიფიცირება. (მავნებელ-დაავადების სიმპტომებისა და საკვები ელემენტების დეფიციტით გამოწვეული ნიშნების გარჩევა)
აქვე გვინდა დავაანონსოთ, რომ წელს 8 ივნისიდან პირველად ჩატარდება აკადემიის ლექციები აჭარის რეგიონში, ბოსტნეული კულტურების მომყვანი ფერმერებისათვის, ვისაც გაქვთ სურვილი, რომ გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა, დაეუფლოთ ახალ ტექნოლოგიებს და გახადოთ თქვენი მეურნეობა უფრო წარმატებული.
ჯგუფებში ჩასაწერად დაგვიკავშირდით :
სალომე დოღონაძე 598808708
ლელა გვასალია, კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი: 599037703