კომპანია „კარტლისმა“ COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა!
კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 23 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს!
კომპანია მიზანმიმართულია სოფლის მეურნეობის სფეროში შედეგების გრძელვადიანი პერსპექტივების შექმნაზე. შესაბამისად, COVID-19 ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, პირველივე ეტაპიდან ყველა საჭირო ზომა მიიღო, რათა შეუფერხებლად გაეგრძელებინა ოპერირება და არსებულ სიტუაციაში, რომ არ შეიქმნას სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე დეფიციტი,სპეციალისტები მაქსიმალურად ზრუნავენ,დაეხმარონ ფერმერებს ხარიახიანი პროდუქციის მიღებაში!
თითოეული ჩვენგანის ვალია, გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გავითვალისწინოთ!
კარტლისის ყველა რეგიონალურ ფილიალში, კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ყოველდღიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები,ხოლო აკადემიის წევრ ფერმერებთან დაგეგმილი ვიზიტების ნაცვლად,შეიქმნა გრაფიკები რეგიონების მიხედვით და ტარდება ონლაინ კონსულტაციები, მათ დასახმარებლად!
კომპანია კარტლისმა, საქართველოში COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანა „StopCov ფონდი“-ს ანგარიშზე და ყველა რესურსებით ახდენს ქვეყანაში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი მხრიდან წვლილის შეტანას.
კარტლისი ყველას მოუწოდებს, დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთს, რითაც შეგვიძლია!