T.ABSOLUTA მავნებელი, რომელიც აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახს და განსაკუთრებით კი, პომიდორს, ის მნიშვნელოვან ეკონომიურ ზარალს აყენებს ფერმერულ მეურნეობებს უამრავ ქვეყანაში. მისი წარმოშობის ქვეყნად ითვლება ლათინო ამერიკა, იქიდან გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში და ევროპაში. პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე 2011–2016 წლებიდან მოდის.
T.ABSOLUTA მავნებელი გამოირჩევა მაღალი რეპროდუქტიული უნარითა და მოკლე განვითარების ციკლით. ამიტომ ინსექტიციდების გამოყენებისას ადვილად იწვევს რეზისტენტობას. იგი 300-მდე კვერცხს დებს და 10-12 თაობას გვაძლევს წელიწადში. პომიდვრის დაზიანება ხდება განვითარების ყველა სტადიაში. მავნებლის გამოვლენა ადვილია, რადგანაც აზიანებს აპიკალურ კვირტებს, ყვავილებსა და ნაყოფებზე შესამჩნევია შავი ფერის ნაღრღნი.
მატლი იკვებება ფოთლის პარენქიმით და არ აზიანებს ზედა და ქვედა ეპიდერმისს, რის გამოც იქმნება სხვადასხვა ფორმის იზოლირებული გარემო, რომელსაც ,,ნაღმი“ ეწოდება. ფოთლის შემდეგ ლარვა აზიანებს ნაყოფს, დაზიანებული ნაყოფი ხდება მეორადი პათოგენის ინვაზიის წყარო, რომელიც იწვევს ნაყოფის სიდამპლეს. მოსავლის დაკარგვის პოტენციალი არის თითქმის 100%.
კვერცხი მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის, სიგრძით 0,36 მმ, კრემისფერი-თეთრიდან ყვითლამდე. კვერცხს დებს ფოთლის ქვედა მხარეს. გამოჩეკა ხდება 4-5 დღეში. ხოლო ზრდასრული – 7,5-9 მმ. მოვერცხლისფრო-ყავისფერი ფერით. განვითარების ციკლი არის 24-40 დღე, ზამთრის პერიოდში შეიძლება 60 დღემდეც გაიზარდოს. ბიოლოგიური აქტივობისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 9 გრადუსი.
იმაგო ეწევა ღამის ცხოვრებას, დღისით იმალებიან ფოთლებს შორის, ამიტომ წამლობის ჩატარება ღამით უფრო ეფექტურია.
გავრცელების გზები: ძირითადად ვრცელდება სარგავი მასალით და პომიდვრის ნაყოფით.
ბრძოლის სისტემა:
- გამოკვლევა ხორციელდება ფერომონების საშუალებით
- აგროტექნიკური ღონისძიებები; მცენარეთა როტაცია.
- სარეველებთან ბრძოლა და მცენარეული ნარჩენების გატანა და განადგურება.
- სათბურის მთლიანი დეზინფექცია
- ნიადაგის მექანიკური დამუშავება, კულტურათა მონაცვლეობის შემდეგ.
- გამოკვების სწორი სქემის შემუშავება
- სათბურის იატაკის დაფარვა, მავნებლის განვითარების ხელის შეშლის მიზნით.
- ქიმიური ღონისძიებები.
ფერომონების შედეგების დაკვირვების საფუძველზე, დგინდება მავნეობის ეკონომიური ზღვარი და აუცილებლობის შემთხვევაში მივმართავთ ქიმიური დამუსავების წესს. აუცილებელია პრეპარატების მონაცვლეობა რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით.
საკმაოდ ეფექტურია პრეპარატების: კორაგენის, ლანატის, ავანტის გამოყენება.
იხილეთ კარტლისის პომიდვრის მოვლის სქემა ბმულზე
ლელა გვასალია - სოფლის მურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი, ბოსტნეული კულტურების პროდუქტ მენეჯერი.
ტელ:+995 599 03 77 03
ელ-ფოსტა: [email protected]