T.ABSOLUTA მავნებელი, რომელიც აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახს და განსაკუთრებით კი, პომიდორს, ის მნიშვნელოვან ეკონომიურ ზარალს აყენებს ფერმერულ მეურნეობებს უამრავ ქვეყანაში. მისი წარმოშობის ქვეყნად ითვლება ლათინო ამერიკა, იქიდან გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში და ევროპაში. პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე 2011–2016 წლებიდან მოდის.

T.ABSOLUTA მავნებელი გამოირჩევა მაღალი რეპროდუქტიული უნარითა და მოკლე განვითარების ციკლით. ამიტომ ინსექტიციდების გამოყენებისას ადვილად იწვევს რეზისტენტობას. იგი 300-მდე კვერცხს დებს და 10-12 თაობას გვაძლევს წელიწადში. პომიდვრის დაზიანება ხდება განვითარების ყველა სტადიაში. მავნებლის გამოვლენა ადვილია, რადგანაც აზიანებს აპიკალურ კვირტებს, ყვავილებსა და ნაყოფებზე შესამჩნევია შავი ფერის ნაღრღნი.

მატლი იკვებება ფოთლის პარენქიმით და არ აზიანებს ზედა და ქვედა ეპიდერმისს, რის გამოც იქმნება სხვადასხვა ფორმის იზოლირებული გარემო, რომელსაც ,,ნაღმი“ ეწოდება. ფოთლის შემდეგ ლარვა აზიანებს ნაყოფს, დაზიანებული ნაყოფი ხდება მეორადი პათოგენის ინვაზიის წყარო, რომელიც იწვევს ნაყოფის სიდამპლეს. მოსავლის დაკარგვის პოტენციალი არის თითქმის 100%.

კვერცხი მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის, სიგრძით 0,36 მმ, კრემისფერი-თეთრიდან ყვითლამდე. კვერცხს დებს ფოთლის ქვედა მხარეს. გამოჩეკა ხდება 4-5 დღეში. ხოლო ზრდასრული – 7,5-9 მმ. მოვერცხლისფრო-ყავისფერი ფერით. განვითარების ციკლი არის 24-40 დღე, ზამთრის პერიოდში შეიძლება 60 დღემდეც გაიზარდოს. ბიოლოგიური აქტივობისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 9 გრადუსი.

image

იმაგო ეწევა ღამის ცხოვრებას, დღისით იმალებიან ფოთლებს შორის, ამიტომ წამლობის ჩატარება ღამით უფრო ეფექტურია.

გავრცელების გზები: ძირითადად ვრცელდება სარგავი მასალით და პომიდვრის ნაყოფით.

ბრძოლის სისტემა:

  • გამოკვლევა ხორციელდება ფერომონების საშუალებით
  • აგროტექნიკური ღონისძიებები; მცენარეთა როტაცია.
  • სარეველებთან ბრძოლა და მცენარეული ნარჩენების გატანა და განადგურება.
  • სათბურის მთლიანი დეზინფექცია
  • ნიადაგის მექანიკური დამუშავება, კულტურათა მონაცვლეობის შემდეგ.
  • გამოკვების სწორი სქემის შემუშავება
  • სათბურის იატაკის დაფარვა,  მავნებლის განვითარების ხელის შეშლის მიზნით.
  • ქიმიური ღონისძიებები.

ფერომონების შედეგების დაკვირვების საფუძველზე, დგინდება მავნეობის ეკონომიური ზღვარი და აუცილებლობის შემთხვევაში მივმართავთ ქიმიური დამუსავების წესს. აუცილებელია პრეპარატების მონაცვლეობა რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით.

საკმაოდ ეფექტურია პრეპარატების: კორაგენის, ლანატის, ავანტის გამოყენება.

იხილეთ კარტლისის პომიდვრის მოვლის სქემა ბმულზე

ლელა გვასალია - სოფლის მურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი, ბოსტნეული კულტურების პროდუქტ მენეჯერი.

ტელ:+995 599 03 77 03

ელ-ფოსტა: [email protected]

სხვა სიახლეები

კომპანია “კარტლისმა”, დმანისის რაიონ სოფელ შინდლარში, იტალიური წარმოების  “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავალი რეკორდული რაოდენობით აიღო.დმანისის რაიონში 25 ჰექტარზე დათესილი PR22R58 ჯიშის ხორბალის მოსავალი რეკორდულია და ერთ ჰექტარზე 9,4 ტონას შეადგენს. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ ეს შედეგი მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში აღებულ რეკორდულ მოსავალს აჭარბებს.

2013 წლის ივლისის თვეში კომპანია “კარტლისმა” მარნეულის რაიონის სოფელ ბაიდარში იტალიური წარმოების “პიონერი”-ს სათესლე ხორბლის ახალი ჯიშის მოსავლის აღების პრეზენტაცია გამართა. ამასთან დაკავშირებით, დაწესებულ “მინდვრის დღეზე”, ხორბლის აღების პროცესს ქართველებთან ერთად უცხოელი ფერმერები და ინვესტორები სამხრეთ აფრიკიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან, ისრაელიდან და ინდოეთიდან დაესწრნენ. ასევე ჩამოვიდნენ სტუმრები სომხეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან. მოსავლის აღების პროცესს მედიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ძვირფასო ფერმერებო, “დუპონ პიონერი“ მსოფლიოში წამყვან მცენარეთა საუკეთესო სათესლე მასალის მწარმოებელს და მომწოდებელს წარმოადგენს და უმაღლესი ხარისხის თესლს აწვდის ფერმერებს 90-ზე მეტ ქვეყანაში. ფერმერული მეურნეობის პროდუქტიულობისა და მათი შემოსავლიანობის გაზრდის მიზნით “პიონერი” უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს აგრონომიული ცოდნით და სხვადასხვა სახის მომსახურებით, იღწვის მდგრადი სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და გლობალურ გამოწვევებთან მიმართებაში ისეთი გადაწყვეტილებების მოძიებისათვის, როგორიცაა მსოფლიო მასშტაბით მოსახლეობისთვის საკმარისი ჯანსაღი საკვების წარმოება.

კომპანია “კარტლის”–ი საქართველოში ჰოლანდიური კომპანია HZPC-ის ოფიციალური წარმომადგენელია და უკვე 7 წელია სათესლე მასალის საცდელ მოყვანას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აწარმოებს.

“კარტლისი” –ს მენეჯმენტის განცხადებით, ფართო კომერციულ გაყიდვებამდე სათესლე კარტოფილი 2 წლიან გამოცდას გადის. წელს სატესტო რეჟიმში თხუთმეტამდე ჯიშის ჰოლანდიური სათესლე კარტოფილი დაითესა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us