T.ABSOLUTA მავნებელი, რომელიც აზიანებს ძაღლყურძენასებრთა ოჯახს და განსაკუთრებით კი, პომიდორს, ის მნიშვნელოვან ეკონომიურ ზარალს აყენებს ფერმერულ მეურნეობებს უამრავ ქვეყანაში. მისი წარმოშობის ქვეყნად ითვლება ლათინო ამერიკა, იქიდან გავრცელდა ჩრდილოეთ აფრიკაში და ევროპაში. პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის გავრცელება საქართველოს ტერიტორიაზე 2011–2016 წლებიდან მოდის.

T.ABSOLUTA მავნებელი გამოირჩევა მაღალი რეპროდუქტიული უნარითა და მოკლე განვითარების ციკლით. ამიტომ ინსექტიციდების გამოყენებისას ადვილად იწვევს რეზისტენტობას. იგი 300-მდე კვერცხს დებს და 10-12 თაობას გვაძლევს წელიწადში. პომიდვრის დაზიანება ხდება განვითარების ყველა სტადიაში. მავნებლის გამოვლენა ადვილია, რადგანაც აზიანებს აპიკალურ კვირტებს, ყვავილებსა და ნაყოფებზე შესამჩნევია შავი ფერის ნაღრღნი.

მატლი იკვებება ფოთლის პარენქიმით და არ აზიანებს ზედა და ქვედა ეპიდერმისს, რის გამოც იქმნება სხვადასხვა ფორმის იზოლირებული გარემო, რომელსაც ,,ნაღმი“ ეწოდება. ფოთლის შემდეგ ლარვა აზიანებს ნაყოფს, დაზიანებული ნაყოფი ხდება მეორადი პათოგენის ინვაზიის წყარო, რომელიც იწვევს ნაყოფის სიდამპლეს. მოსავლის დაკარგვის პოტენციალი არის თითქმის 100%.

კვერცხი მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის, სიგრძით 0,36 მმ, კრემისფერი-თეთრიდან ყვითლამდე. კვერცხს დებს ფოთლის ქვედა მხარეს. გამოჩეკა ხდება 4-5 დღეში. ხოლო ზრდასრული – 7,5-9 მმ. მოვერცხლისფრო-ყავისფერი ფერით. განვითარების ციკლი არის 24-40 დღე, ზამთრის პერიოდში შეიძლება 60 დღემდეც გაიზარდოს. ბიოლოგიური აქტივობისათვის ოპტიმალური ტემპერატურა არის 9 გრადუსი.

image

იმაგო ეწევა ღამის ცხოვრებას, დღისით იმალებიან ფოთლებს შორის, ამიტომ წამლობის ჩატარება ღამით უფრო ეფექტურია.

გავრცელების გზები: ძირითადად ვრცელდება სარგავი მასალით და პომიდვრის ნაყოფით.

ბრძოლის სისტემა:

  • გამოკვლევა ხორციელდება ფერომონების საშუალებით
  • აგროტექნიკური ღონისძიებები; მცენარეთა როტაცია.
  • სარეველებთან ბრძოლა და მცენარეული ნარჩენების გატანა და განადგურება.
  • სათბურის მთლიანი დეზინფექცია
  • ნიადაგის მექანიკური დამუშავება, კულტურათა მონაცვლეობის შემდეგ.
  • გამოკვების სწორი სქემის შემუშავება
  • სათბურის იატაკის დაფარვა,  მავნებლის განვითარების ხელის შეშლის მიზნით.
  • ქიმიური ღონისძიებები.

ფერომონების შედეგების დაკვირვების საფუძველზე, დგინდება მავნეობის ეკონომიური ზღვარი და აუცილებლობის შემთხვევაში მივმართავთ ქიმიური დამუსავების წესს. აუცილებელია პრეპარატების მონაცვლეობა რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით.

საკმაოდ ეფექტურია პრეპარატების: კორაგენის, ლანატის, ავანტის გამოყენება.

იხილეთ კარტლისის პომიდვრის მოვლის სქემა ბმულზე

ლელა გვასალია - სოფლის მურნეობის მეცნიერებათა დოქტორი. კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი, ბოსტნეული კულტურების პროდუქტ მენეჯერი.

ტელ:+995 599 03 77 03

ელ-ფოსტა: [email protected]

სხვა სიახლეები

კარტლისი, სანდო პარტნიორი!

 

ა(ა)იპ „საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია“–სა და შპს „კარტლის აგროსისტემებ“–ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.

 

თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასოციაციის წევრებისათვის შეღავათიანი ფასებით მომსახურეობა, კერძოდ: პესტიციდების შეძენისას 7%-იანი ფასდაკლება, ხოლო სათესლე მასალის შეძენისას საბითუმო ფასები.

 

მსოფლიო ლაბორატორიის თანამშრომლობა, კარტლისთან!

ესპანური ლაბორატორია – AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!

დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!

კარტლისი გთავაზობთ, მომხმარებლის სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებულ მეცნიერულად მხარდაჭერილ გადაწყვეტილებებს!

USAID -ის გრანტი „კარტლის აგროსისტემებს“

USAID- ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ გამოყო გრანტი “Cartlis Agrosystems”-თვის, ექსტენციის სერვისების ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერისთვის საქართველოში, რადგან შემუშავდეს ვებ–პროგრამა, რომელიც ონლაინ მომსახურებას უზრუნველყოფს.

სისტემას ექნება ინდივიდუალური ელექტრონული სივრცეები, ე.წ. კლიენტთა კაბინეტები, თითოეული მომხმარებლისათვის, რომელიც მათზე მორგებული მცენარეთა დაცვის და კვების სქემების მიწოდებას უზრუნველყოფს.

უნიკალური ორგანული მეურნეობის პროდუქცია!

 

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ გააცნო ქართველ ფერმერებს უმაღლესი ხარისხის ესპანური კომპანია CODA-ს მიერ წარმოებული სტიმულატორები.

როგორც ხარისხიანი პროდუქციის მომწოდებელმა ამ შემთხვევაშიც ნდობა გაამართლა და ფერმერებმა გამოსცადეს ახალი პროდუქცია, შედეგმაც არ დააყოვნა და ყოველ სეზონზე უფრო აქტიურად იყენებენ კოდას მიერ წარმოებული სტიმულატორებს, სხვადასხვა კულტურაში.

ამჯერად წარმოგიდგენთ, ორგანულ მეურნეობაში გამოყენებისთვის განკუთვნილ პროდუქციას!

რუკოლა, მოვლა-მოყვანა!

ალბათ, რამოდენიმე წლის წინ, რომ მოგეკითხათ რუკოლა ვერ ნახავდით ფერმერს, ვინც მის მოყვანაზე დაითანხმებდით, დღეს კი უკვე თავად გვაძლევენ შემართებას და სტიმულს, რომ რაც შეიძლება მეტი სიახლე შევთავაზოთ მათ ფართობებს!

საქართველოში, უმეტეს რეგიონში, რუკოლას მოყვანის კარგი სეზონია გაზაფხული და შემოდგომა, ხოლო სათბურში მისი წარმოება ზამთარშიც შეიძლება მინიმალური გათბობით.

უნიკალური ესპანური ბიო (ორგანული) სტიმულატორები!

მოცვის კულტურაში და არა მარტო მოცვში, განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა შემდეგი  პროდუქტების გამოყენება.

ფრუტმაქს 10 - ბიოსტიმულატური სპეციალურად შექმნილი ნაყოფის ჩამოყალიბების ეტაპზე. მისი გამოყენებით უმჯობესდება ნაყოფის ფორმა და ზომა, იზრდება ნაყოფის კალიბრი, რაც თავის მხრივ ზრდის საერთო მოსავლიანობას.

ბოსტნეული კულტურები, ხარისხიანი სათესლე მასალა!

 

 

არასეზონური ბოსტნეულის მოყვანა შეუძლებელია სათბურების გარეშე, რაც საშუალებას გვაძლევს ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და ჩვენით ვარეგულიროთ მცენარის ზრდა-განვითარება და დავიცვათ მცენარეები. ხოლო ხარისხიანი სათესლე მასალა, არის მნიშნველოვანი უხვი მოსავლის მისაღებად,რომელსაც გვთავაზობს „ენზა ზადენის“ ჰოლანდიური სათესლე მასალა.

კარტლისის აკადემიის საერთაშორისო სტატუსი

კარტლისის   აკადემიის ტრენინგებს დიდი  გამოხმაურება აქვს, იგი პირველი უპრეცედენტო  პროექტი გახლავთ და მიზნად  ისახავს ფერმერების ცნობიერების ამაღლებას  სოფლის მეურნეობის სფეროში. ფერმერები კარტლისის აკადემიაში სრულიად  უანგაროდ იღებენ ცოდნას,  ეუფლებიან  თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებებს.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us