არივო

კულტურა:

ყურძენი, პომიდორი, კარტოფილი, ხორბალი, თეთრთავიანი კომბოსტო, კიტრი, საზამთრო, ნესვი, სოკო, ვაშლი

დაავადება, მავნებელი:

კოლორადოს ხოჭო, კარტოფილის ჭიამაია, კარტოფილის ჩრჩილი, ბუგრები, თეთრულა, ჩრჩილები, ხვატარები, ფოთლიხვევიები, ვაშლის ნაყოფჭამია, ფრთათეთრა, მომღრღნელი ხვატარები, მავნე კუსებურა, რწყილები, ჭიაწურბელა, თრიფსები, სოკოს კოღოები და ბუზები, ბეღლის მავნებლები

მოქმედი ნივთიერება:

ციპერმეტრინი 250გ/ლ

მწარმოებელი:

FMC Chemical S.p.r.l., ა.შ.შ (ამერიკის შეერთებული შტატები)

ფასი

0,006 ლიტრი - 0.35 ლარი

0,02 ლიტრი - 1.16 ლარი

0,1 ლიტრი - 5.74 ლარი

0,25 ლიტრი - 14.37 ლარი

1 ლიტრი - 57.51 ლარი

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნე მწერების საწინააღმდეგო კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების ინსექტიციდი.

გამოყენების ნორმები:

კულტურა მავნებელი ხარჯვის ნორმა ლ/ჰა ჯერადობა
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო, კარტოფილის ჭიამაია, კარტოფილის ჩრჩილი,ბუგრები 0,1-0,2 20
კომბოსტო თეთულა, ჩრჩილები, ხვატრები 0,16 25
ვაზი ფოთლიხვევიები 0,26-0,4 25
ვაშლი ვაშლის ნაყოფჭამია, ფოთლიხვევიები 0,16-0,35 25
კიტრი, პომიდორი ბუგრები, თრიფსები, ხვატრები 1,2-1,6 3
ნესვი, საზამთრო მომღრღნელი ხვატრები 0,24-0,32 20
ხორბალი მავნე კუსებურა, რწყილები, ბუგრები, ჭიაწურბელა, თრიფსები 0,2 20
შამპინიონი სოკოს კოღოები და ბუზები 0,5 მლ/მ2 20
ჩაუტვირთავი სასაწყობო შენობა-ნაგებობა ბეღელის მავნებლები 0,8 გ/მ2 1

გამოყენების ინსტრუქცია:

არივო უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. დარწმუნდით, რომ შემასხურებელი მუშა მდგომარეობაშია და სუფთაა. დაარეგულირეთ მფრქვეველიდან სამუშაო ხსნარის გამოსვლის რაოდენობა და თანაბრობა. შემასხურებლის ავზი შეავსეთ სანახევროდ, ჩართეთ ამრევი და დაამატეთ არივოს საჭირო რაოდენობა. გააგრძელეთ ხსნარის არევა ავზის ავსებამდე და დამუშავების დროს. არივო შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა ტიპის შემასხურებელში. საავიაციო შესხურების შემთხვევაში კონსულტაციისთის მიმართეთ დისტრიბუტორს. 

თავსებადობა სხვა პრეპარატთან:

თავსებადია მრავალ ინსექტო-აკარიციდთან, ფუნგიციდებთან და მინერალურ სასუქებთან. უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე. 

ფიტოტოქსიკურობა:

პრეპარატი არ არის ფიტოტოქსიკური რეკომენდირებულ დოზებში.

რეზისტენტობის განვითარება:

რეზისტენტობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია არივო სეზონის განმავლობაში მოცემულ ნაკვეთზე გამოყენებულ იქნას სხვა ქიმიური კლასის ინსექტიციდებთან (მაგ. ფოსფორორგანულ და სხვ.) მონაცვლეობაში. 

ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტების დაცვის რეკომენდაციები:

პრეპარატი საშუალოდ ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, დაბალტოქსიკურია ფუტკრებისათვის და ტოქსიკურია თევზებისათვის. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება სანიტარულ ზონებში წყლის რეზერვუარების სიახლოვეს.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”. პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.

თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში. მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

  

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us