იკანოსი

ერთწლიანი და მრავალწლიანი მარც- ვლოვანი და ფართოფოთლიანი სარე- ველების წინააღმდეგ საბრძოლველად სიმინდის ნათესებში.

მოქმედი ნივთიერება: 40 გ/ლ ნიკოსულფურონი

პრეპარატული ფორმა: ზეთოვანი დისპერსია

მწარმოებელი: Nufram GmbH & Co Kg/ავსტრია

წარმოშობის ქვეყანა: საფრანგეთი

შეფუთვა: 1ლ. 0.15ლ.

ფასი

0,15 ლიტრი - 12 ლარი

1 ლიტრი - 55 ლარი

ხარჯვის ნორმა:

კულტურა სარეველები ხარჯვის ნორმა კულტურის განვითარების ფაზა სარეველების განვითარების ფაზა
სიმინდი ერთწლიანი და
მრავალწლიანი
მარცვლოვანები
და მგრძნობიარე
ორლებნიანები

1 - 1,5 ლ/ჰა

2 - 6 ფოთოლი

ბურჩხა, ძურწას
ნაირსახეობები და სხვა
ერთწლიანი
მარცვლოვანები - 2
ფოთლიდან ბარტყობამდე,
მწყერფეხა და ფეტვი -
3 ფოთლამდე.
ორლებნიანები:
2 - 4 ფოთოლი.
მხოხავი ჭანგა, შალაფა:
10 - 15 სმ სიმაღლის
ფაზაში. ორლებნიანები:
2 - 4 ფოთოლი.
ღიჭა: როზეტის სტადია

 

იკანოსი წარმოადგენს ჰერბიციდს მარცვლოვანი და მრავალი ორლებნიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათი აღმოცენების შემდგომ პერიოდში. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ძირითადად შეიწოვება ფოთლებიდან და გადაადგილდება სარეველების ზრდის წერტილებისაკენ. ჰერბიციდი აჩერებს უჯრედების დაყოფას (გამრავლებას) ფესვებისა და ნაზარდების ზრდის წერტილში, რის შედეგადაც მგრძნობიარე სარეველების ზრდა ჩერდება პრეპარატით დამუშავებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ; პრეპარატის მოქმედების ხილული სიმპტომების გამოვლინება ხდება რამოდენიმე დღის შემდეგ, ხოლო სარეველების სრული განადგურება ხდება 2-3 კვირის შემდეგ. პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა იზრდება თბილი და ნესტიანი ამინდების დროს, ხოლო ცივი და მშრალი ამინდების პირობებში მისი მოქმედება ნელდება.

 

უპირატესობები:

  • შესანიშნავი შერჩევითი მოქმედების სისტემური ჰერბიციდი სამარცვლე და სასილოსე სიმინდის ნათესებში გამოსაყენებლად;
  • შესანიშნავად მოქმედებს, როგორც თესლიდან წამოსულ, ასევე ფესვებიდან წამოსულ შალაფასა და ჭანგაზე;
  • სწრაფად იშლება ნიადაგში, ამიტომ ხელს არ უშლის შემდგომი კულტურების მოყვანის პროცესს;
  • ახასიათებს დაბალი ფიტოტოქსიკურობა სიმინდის მიმართ.

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us