ლანატი

კულტურა:
ყურძენი, პომიდორი, სალათა, ისპანახი, კიტრი, ბადრიჯანი, საზამთრო, ნესვი, ყაბაყი, ატამი, ლობიო

მოქმედი ნივთიერება:
200გ/ლ მეტომილი

დაავადება, მავნებელი:
ყურძნის ჭია, ჩრჩილი, მღრღნელი ხვატრები, ფრთათეთრა, მღრღნელი და მწუწნი მწერები, თრიფსები, ბუგრები

მწარმოებელი:
DuPont Solutions S.A.S., შვეიცარია

ფასი

0,04 ლიტრი - 5 ლარი

0,125 ლიტრი - 10 ლარი

1 ლიტრი - 65 ლარი

ძლიერი მოქმედების სისტემური ინსექტიციდია. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება მეტომილი წარმოადგენს ქოლინესტერაზას ინჰიბიტორს და მიეკუთვნება კარბამატების კლასს. მას გააჩნია ოვიციდური მოქმედება, რას იძლევა შესაძლებლობას ვებრძოლოთ, როგორც მატლებს და ზრდასრულ მწერებს, ასევე გავანადგუროთ მავნე მწერების კვერცხები. გარდა სისტემური მოქმედებისა ლანატი 20ს გააჩნია სწრაფი კონტაქტური მოქმედება და ამიტომ პრეპარატი იძლევა ეფექტს დამუშავებისთანავე.

სამუშაოს ჩატარების ვადები პრეპარატით დამუშავებულ ნაკვეთებში: მექანიკური სამუშაოებისათვის- 24 საათი. ხელით სამუშაოებისათვის - 48 საათი.

გამოყენების ნორმა: 

კულტურა მავნებელი ხარჯვის ნორმა ლ/ჰა ჯერადობა
საზამთრო, ნესვი ბუგრები, თრიფსები 1.25 14
ისპანახი, სალათი მღრღნელი და მწუწნი მწერები 1.25 21
პომიდორი, კიტრი ფრთათეთრა, ბუგრები, თრიფსები, მღრღნელი ხვატრები 1.25 7
ბადრიჯანი ბუგრები, ჩრჩილი, თრიფსები 1.25 7
ყაბაყი ბუგრები, ჩრჩილი, თრიფსები 1.25 7
მწვანე ლობიო, ბარდა მღრღნელი და მწუწნი მწერები 1.25 10

სამუშაო ხსნარის მომზადება და გამოყენება:

ლანატი 20ს გამოყენებული უნდა იქნას შეხსურები გზით. სამუშაოს დაწყების წინ დარწმუნდით შემასხურებლის ავზის, შლანგებისა და მფრქვევანების სისუფთავეში, აგრეთვე სამუშაო ხსნარის ხარისხში. დაადგინეთ მფრქვევანებში წყლის მიწოდების ხარისხი და რაოდენობა და შეადარეთ ის ერთ ჰექტარზე სამუშაო ხსნარის ხარჯვის რეკომენდირებულ ნორმას. სამუშაო ხსნარი მზადდება ნაკვეთის დამუშავების დღეს სპეციალურად მოწყობილ მოედნებზე. შემასხურებლის ავზი სანახევროდ აავსეთ წყლით, გახსენით პრეპარატი და ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით. სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა დამოკიდებულია დასამუშავებელ კულტურაზე და შემასხურებლის ტიპზე. სამუშაო ხსნარის შესხურებისას ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5მ/სმ-ს. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. სამუშაო ხსნარი მომზადებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული. არ დაამზადოთ საჭიროზე მეტი ნაზავი. არაა აუცილებელი დამუშავების ხელმეორედ ჩატარება თუ წვიმა მოვიდა სამუშაო ხსნარის გაშრობის მერე (როგორც წესი, 2 საათის შემდეგ დამუშავების დამთავრებიდან). შესხურებისას გამოიყენეთ ბუნიკები, რომლებიც სამუშაო ხსნარის გაფრქვევისას უზრუნველყოფენ ნაწილაკების უფრო მსხვილ ზომებს, რათა მაქსიმალურად შეამციროთ წვეთების აორთქლება და მათი გადატანა ნიავით. 

თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:

ლანატი 20ს შეიძლება გამოყენებულიქნას ნაზავებში მრავალ პესტიციდთან ერთად, მაგალითად ინდოქსიკარბთან, ბენომილთან, ციმოქსანილთა, ფოლპეტთან, მანკოცებთან, სველებად გოგირდთან, დიმეტოატან, ფლუზილაზოლთან, და სხვა. ლანატი 20ს არაა თავსებადი ვორდოს სითხესთან, კირ-გოგირდოვან ნარევებთან, რკინასთან და ძლიერ ტუტე ნაზავებთან. სუსტი ტუტე ნაზავები სასწრაფოდ უნდა იქნას გამოყენებული, რომ არ დაეკარგოს ინსექტიციდური მოქმედების თვისებები. 

რეზისტენტობის განვითარება:

რეზისტენტობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებული არ არის სეზონის განმავლობაში ერთიდაიმავე ნაკვეთზე ლანატი 20ს-ის გამოყენება 4-ზე მეტჯერ. სასურველია მისი მონაცვლეობა სხვა ქიმიური კლასის ინსექტიციდებთან, მაგალითად, პირეტროიდებთან ან ფოსფორ-ორგანულ პრეპარატებთან. 

ფიტოტოქსიკურობა:

ლანატი 20ს ინტენსიურად იცდებოდა მრავალ კულტურაზე. ფიტოტოქსიკურობა არ დაფიქსირებულა. მიუხედავად იმისა, იღებს რა მხედველობაში რაიონირებული ჯიშების დიდ რაოდენობას, მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას განსაკუთრებული ჯიშების კულტურების შესაძლო დაზიანებაზე. 

ფლორისა და ფაუნის სასარგებლო ობიექტების დაცვის რეკომენდაციები:

პრეპარატი ტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, საშიშია ფუტკრებისათვის, ტოქსიკურია თევზებისათბის.. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება თევზსაშენის სანიტარულ ზონებში, წყალდიდოდების შესაძლო საზღვრებიდან არაუახლოეს 500 მეტრისა. დამუშავებისას ქარის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 5-6 მ/სმ.

შემასხურებლის გაწმენდა:

დამუშავების დამთავრებისთანავე გარეცხეთ შემასხურებელი. გარეცხვისას დაიცავით უსაფრთხოების წესები: არ გარეცხოთ შემასხურებელი მდინარეების, ტბების, წყალსაცავებისა და და სხვა წყალსატეევების სიახლოვეს. გააუვნებელყავით ნარეცხი წყალი ისე, რომ არ მოხდეს გარემოს დაბინძურება. 

ტარის განადგურება:

არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი საჭიროებისათვის. 

თუ კონტეინერის დაწვა ნაებადართულია ადგილობრივი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ დაწვით და იმავდროულად მოერიდეთ ბოლის ჩასუნთქვას. პრეპარატის გამოყენების წინ ყურადღებით წაიკითხეთ ტარაზე განთავსებული ეტიკეტი, მითითებით პრეპარატის გამოყენების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესის შესახებ. 

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.

პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.

პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე -50C - +400C ტემპერატურის პირობებში. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.

კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.

თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.

გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.

მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us