პანამერა

ძირითადი მახასიათებლები

  • დიდი ზომის ტუბერები
  • კარგი მოსავლიანობა
  • მშრალი ნივთიერების კარგი შემცველობა
  • რეზისტენტობა ქეცის მიმართ

რგვის ნორმები:

  • რგვის სიღრმე: ნორმალურზე 3 სმ-ით ღრმად
  • მანძილი მწკრივებს შორის: 75 სმ

რგვის სიხშირე:

ტუბერის  ზომა

მცენარის რაოდენობა (1 ჰა) მწკრივში დგომა
28/35 მმ 55.000 24 სმ
35/50 მმ 46.000 29 სმ
50/30 მმ 42.000 32 სმ 
ფასი

სასუქებით უზრუნველყოფა

  • განოყიერება აწარმოეთ ნიადაგის ანალიზზე დაყრდნობით.
  • აზოტი (N): რეკომენდებულია 180 კგ/ჰა, (ნიადაგში N-ის შემცველობის ჩათვლით).
  • ფოსფორის შეტანისას გაითვალისწინეთ ნიადაგის ანალიზის შედეგები.
  • რეკომენდებულია დამატებითი კალიუმი, თუმცა მისი გამოყენება სეზონის ბოლოს არ არის მიზანშეწონილი, რადგან მას შეუძლია გამოიწვიოს მშრალი ნივთიერების შემცველობის შემცირება.

წინასწარი დამუშავება და დარგვა

  • მიუხედავად მოსვენების გრძელი პერიოდისა, სათესლე მასალა დროულად გამოიტანეთ საცავიდან.
  • რეკომენდებულია წინასწარი გაღივება, სწრაფი აღმონაცენის მისაღებად და ვეგეტაციის პერიოდის შესამცირებლად.
  • დარგეთ შედარებით ღრმად.
  • ნიადაგის ზედაპირთან ახლოს დარგვისას, ტუბერების დიდი ზომის გამო, არსებობს ტუბერების გამწვანების რისკი

ვეგეტაცია

  • ვარგისია ყველა ტიპის ნიადაგისათვის.
  • ნაკლებად მგრძნობიარეა მეტრიბუზინის მიმართ.
  • რეკომენდირებულია რიზოქტონიოზის წინააღმდეგ დამუშავება.
  • ხასიათდება ნელი აღმოცენებით, იყალიბებს ძლიერ ბუჩქს.
  • ახასიათებს კარგი გამძლეობა ფიტოფტოროზის მიმართ, თუმცა პროფილაქტიკური წამლობები შესაბამისი პრეპარატებით დროულად უნდა ჩატარდეს.
  • ხასიათდება კარგი რეზისტენტობით ჩვეულებრივი ქეცის მიმართ.

ფოჩის ჭკნობა და მოსავლის აღება

  • მოსავლის აღებამდე მიაქციეთ ყურადღება კანის ჩამოყალიბების პერიოდს.
  • იძლევა დიდი ზომის ტუბერებს. მოსავალი აიღეთ ფრთხილად, რათა თავიდან ავირიდოთ ტუბერების დაჟეჟილობა და მექანიკური დაზიანება.

შენახვა

  • სასურველია მისი შენახვა დაბალ და თანაბარ ტემპერატურაზე.
  • შენახვა არ წარმოადგენს პრობლემას თუ კარტოფილი ჯანსაღია.

ჯიშის მახასიათებლები: 

კულინარული ტიპი B - ოდნავ მკვრივი
ვეგეტაცია  საგვიანო 110-125 დღე
მოსავლიანობა ძალიან მაღალი
ტუბერის ზომა  დიდი
ტუბერის ფორმა ოვალური
ტუბერების რაოდენობა 9-11
შიგთავსის ფერი მოხარშვის შემდეგ  ყვითელი
კანის ფერი ყვითელი
ხორკლიანი/გლუვი გლუვი
აღმოცენება გვიანი
მოსვენების პერიოდი გრძელი
მეტრიბუზინის მიმართ მგრძნობიარობა სუსტად მგრძნობიარე
ბუჩქის განვითარება ძლიერი
შინაგანი დაჟეჟილობა მგრძნობიარე
წვრილნაყოფიანობა რეზისტენტული
მშრალი ნივთიერება 20,5%
თითისტარისებურობა რეზისტენტული
ნემატოდის მიმართ რეზისტენტობა სუსტად მიმღებიანი: Ro 1; Ro 4
კარტოფილის კიბო რეზისტენტული: ფიზიო 1
ფიტოფტოროზი ბუჩქზე სუსტად მგრძნობიარე
ფიტოფტოროზი ტუბერზე რეზისტენტული
ჩვეულებრივი ქეცი რეზისტენტული
ფხვიერი ქეცი მიმღებიანი
ნაოჭა მოზაიკა (Y ვირუსი) სუსტად მგრძნობიარე
ტუბერის ტოლერანტობა Y ვირუსის მიმართ ტოლერანტული

 - გულდასმით შეამოწმეთ სარგავი ტუბერების ზომის, მწკრივში დაცილების მანძილის და საჰექტარო რაოდენობის შესაბამისობა!

  

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us