სილვანა

ძირითადი მახასიათებლები

  • მაღალი ადაპტაციის უნარი
  • საიმედო
  • მაღალმოსავლიანი
  • ფართო საბაზრო დანიშნულების
  • მსხვილი და ერთგვაროვანი ტუბერები

რგვის ნორმები:

  • რგვის სიღრმე: ნორმალური
  • მანძილი მწკრივებს შორის: 75 სმ

რგვის სიხშირე:

ტუბერის  ზომა

მცენარის რაოდენობა (1 ჰა) მწკრივში დგომა
28/35 მმ 44.500 30 სმ
35/50 მმ 38.000 35 სმ
50/30 მმ 35.000 38 სმ 
ფასი

სასუქებით უზრუნველყოფა
გამოკვება მიუსადაგეთ ნიადაგის ანალიზს. აზოტი - 240 კგ/ჰა ნიადაგში N-ის შემცველობის ჩათვლით. უმჯობესია 2 ეტაპად შეტანა. კალიუმი - საჭიროებს სრულად გამოკვებას, რადგან მგრძნობიარეა მექანიკური დაზიანებების მიმართ. ყვავილობის წინ დამატებითი გამოკვება ამცირებს მშრალი ნივთიერების შემცველობას და ხელს უწყობს მექანიკური დაზიანებებისადმი მცენარის გამძლეობის გაზრდას.
წინასწარი დამუშავება და დარგვა
მიუხედავად მოსვენების გრძელი პერიოდისა, წინასწარი გაღივება არ არის აუცილებელი. გრილი საცავიდან კარტოფილი გამოიტანეთ დარგვამდე სამი კვირით ადრე. არ ახასიათებს აპიკალური (კენწრული) ღივების გადაზრდა. არ დარგოთ ცივ ნიადაგში ახლადფორმირებული ტუბერების დაზიანების თავიდან ასაცილებლად.  
ვეგეტაცია
ვარგისია ყველა ტიპის ნიადაგისათვის. თანაბარი აღმოცენება უზრუნველყოფს ნერგის ძლიერ განვითარებას. რეკომენდებულია ფიტოფტორას საწინააღმდეგო პროფილაქტიკური შესხურების დროული ჩატარება. გასათვალისწინებელია სილვანას მგრძნობიარობა თამბაქოს ნეკროზის ვირუსის მიმართ.
ფოჩის ჭკნობა და მოსავლის აღება
ღეროს ჩახმობის შემდეგ ტუბერები სრულად მომწიფებულია და ადვილად სცილდება მცენარეს. მწვანე მასის თანაბარი ჩაცვენა ხელს უწყობს მოსავლის აღებას ტუბერების დაჟეჟილობის და მექანიკური დაზიანების გარეშე.
შენახვა
ახასიათებს შენახვის კარგი უნარი არ შეინახოთ 5 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე. სწრაფი გაციება და ტემპერატურის ცვალებადობა ხელს უწყობს Phoma-ს სახეობის სოკოვანი ინფექციის განვითარებას. დაიცავით შენახვის ფრთხილი რეჟიმი. ჯიშს აქვს მცირე მიდრეკილება ტუბერებზე განივი ნაპრალების წარმოქმნის (დასკდომის) მიმართ. სილვანა მგრძნობიარეა ვერცხლისფერი ქეცის მიმართ. იზრუნეთ შენახული პროდუქტის სიმშრალეზე, უფრთხილდით კონდენსირებას.

კარტლის აგროსისტემები

გულდასმით შეამოწმეთ სარგავი ტუბერების ზომის, მწკრივში დაცილების მანძილის და საჰექტარო რაოდენობის შესაბამისობა!

  

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us