დინოტეფურანი 200გრ/კგ
კულტურა: ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, პომიდორი, კიტრი, საზამთრო, სიმინდი, ვაზი
მოქმედი ნივთიერება: დინოტეფურანი 200გრ/კგ
დაავადება: ნაყოფჭამიები, ბუგრები, ჩრჩილები, აზიური ფაროსანა, ცრუფარიანები, ფრთათეთრა, ხვატარი, ყურძნის ჭია
მწარმოებელი: მიცუი, იაპონია
მოქმედების სპექტრი და ხარჯვის ნორმა:
კულტურა | დაავადება | ხარჯვის ნორმა | ჯერადობა |
ლოდინის პერიოდი (დღე) |
---|---|---|---|---|
ვაშლი, ატამი | ნაყოფჭამიები, ბუგრები, ჩრჩილები |
0,5-0,7 კგ/ჰა | 2–3 | 14 |
ციტრუსი, კივი | აზიური ფაროსანა, ცრუფარიანები |
0,7-1 კგ/ჰა | 2–3 | 7 |
თხილი | აზიური ფაროსანა | 0,7-1 კგ/ჰა | 2–3 | 7 |
პომიდორი | ფრთათეთრა, ჩრჩილი | 0,35-0,5 კგ/ჰა | 2 | 3 |
კიტრი, საზამთრო | ფრთათეთრა, ბუგრები | 0,5 კგ/ჰა | 2 | 3 |
სიმინდი | აზიური ფაროსანა, ხვატარი |
0,7 კგ/ჰა | 1 | 7 |
ვაზი | ყურძნის ჭია, ცრუფარიანა | 0,5-0,7 კგ/ჰა | 1–2 | 14 |
მოქმედების მექანიზმი:
სტარკლი მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდური ჯგუფის ინსექტიციდების მესამე თაობას და წარმოადგენს უაღრესად მაღალეფექტურ სისტემურ ინსექტიციდს მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად. ახასიათებს ტრანსლამინარული მოქმედება და ძლიერი მედეგობა წვიმით ჩამორეცხვისადმი. დამუშავებიდან 3 საათის შემდეგ მოსული წვიმა არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. ხასიათდება ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით. სტარკლი ავლენს მაღალ ეფექტურობას აზიური ფაროსანას, ფრთათეთრას, ცრუფარიანების, ბუგრების, ჩრჩილების, ნაყოფჭამიების, თრიფსების, კოლორდოს ხოჭოს და მრავალი სხვა მავნებლების წინააღმდეგ.
ფიტოტოქსიკურობა:
რეკომენდირებული დოზებისა და წესების დაცვით გამოყენებისას სტარკლი არ არის ფიტოტოქსიკური.
რეზისტენტობის განვითარება:
რეზისტენტობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია სტარკლის მონაცვლეობა პირეტროიდული და ფოსფორორგანული ჯგუფის ინსექტიციდებთან.
სამუშაო ხსნარის მომზადება:
სტარკლი უნდა გაიხსნას წყალში უშუალოდ მოხმარების წინ და გამოყენებულ იქნას შესხურებით. გადაზომეთ შემასხურებლის ავზის მოცულობის შესაბამისი სტარკლის რაოდენობა. განაზავეთ იგი წყლით მცირე მოცულობის ჭურჭელში და ჩაასხით შემასხურებლის წყლით სანახევროდ ავსებულ ავზში. ჩართული ამრევის პირობებში შეავსეთ ავზი წყლით საჭირო მოცულობამდე. შემასხურებლის ამრევი ჩართული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების პერიოდის განმავლობაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. მომზადებული სამუშაო ხსნარი გამოყენებული უნდა იქნას იმავე დღეს.
სამუშაო ხსნარის ხარჯვის ნორმა: 200-300 ლ/ჰა-ზე ბოსტნეული და სხვა მინდვრის კულტურების შემთხვევაში. 800-1200 ლ/ჰა-ზე მრავალწლიანი ნარგავების (ვაზი, ხეხილი, ციტრუსი) შემთხვევაში. დამუშავება უნდა ჩატარდეს მშრალ ამინდში. დამუშავების დროს მცენარეების ფოთლები უნდა იყვნენ მშრალი.
უსაფთხოების ზომები:
პესტიციდთან მუშაობისას აუცილებელია დავიცვათ საქართველოს კანონმდებლობის მიერ გათვალისწინებული''პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლისა და სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისათვის.
სიფრთხილის ზომები:
სტარკლი დაბალტოქსიკურია თბილსისხლიანებისათვის, ფრინველებისათვის, ჭიაყელებისათვისა და ნიადაგის მიკროორგანიზმებისათვის. ხასიათდება დაბალი ტოქსიკურობით წყლის ორგანიზმების მიმართ. ტოქსიკურია ფუტკრისათვის.
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან:
სტარკლი თავსებადია მრავალ ფუნგიციდთან და ინსექტიციდთან. თუმცა, უცნობი პრეპარატის შემთხვევაში რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის შემოწმება შუშის ჭურჭელში სტაბილურობაზე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ, მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს.
შეინახეთ პრეპარატი მშრალ, ბნელ ადგილას -100C - +400C ტემპერატურის პირობებში.
პირველადი დახმარება:
შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისათვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გრძელდება, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: არ გამოიწვიოთ პირღებინება ექიმის კონსულტაციის გარეშე. არ დაალევინოთ დაზარალებულს სითხეები ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ მას ეტიკეტი.
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia