ტიტუსი

კულტურა: კარტოფილი, პომიდორი, სიმინდი

მოქმედი ნივთიერება: 250 გ/კგ რიმსულფურონი

მოქმედების ტიპი:  სელექციური

მწარმოებელი: DuPont Solutions S.A.S., საფრანგეთი

შიგთავსი: 0.05 კილოგრამი

ფასი

0,01 კგ - 20 ლარი

0,05 კგ - 95 ლარი

სისტემური ჰერბიციდი მარცვლოვანი და მრავალი ორნებლიანი ერთწლიანი და მრავალწლიანი სარეველების წინააღმდეგ საბრძოლველად, მათი აღმოცენების შემდგომ პერიოდში. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება ძირითადად შეიწოვება ფოთლებიდან და გადაადგილდება სარეველების ზრდის წერტილებისაკენ. ჰერბიციდი აჩერებს უჯრედების დაყოფას (გამრავლებას) ფესვებისა და ნაზარდების ზრდის წერტილებში, რის შემდეგად მგრძნობიარე სარეველების ზრდა ჩერდება პრეპარატით დამუშავებიდან რამოდენიმე საათის შემდეგ.

პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა იზრდება თბილი და ნესტიანი ამინდების დროს, ხოლო ცივი და მშრალი ამინდის პირობებში მისი მოქმედება ნელდება. ტიტუსი დაუშლელად რჩება ნიადაგში მცირე ხნით.

მგრძნობიარე სარეველები:

მრავალწლიანი მარცვლოვანი სარეველები: მხოხავი ჭანგა, შალაფა.
ერთწლიანი მარცვლოვანი სარეველები: ბურჩხა, ფეტვის, ნაირსახეობები, ძურწას ნაირსახეობები, მწყერფეხა, ორფეხა, სორგო, შვრიუკა, იტალიური კოინდარი. 
ფართოფოთლიანი სარეველები: თეოფტარის შვრია, ჯიჯლაყას ნაირსახეობები, მდოგვის ნაერსახეობები, წიწმატურა, მინდვრის ნარი, დიდი ხვართქლა, შავთარა, ბეგიაური, ერთწლიანი მზესუმზირა, გვირილას ნაირსახეობები, ბოლოკა, მინდვრის მდოგვი, თავყვითელა, ღიჭა, ღორის ბირკა, ცეცხლეკალა.

საშუალოდ მგრძობიარე სარეველები:

ამბროზიის ნაირსახეობები, ნაცარქათამა, მატიტელა, საათია.

არამგრძნობიარე სარეველები:

ლემა, წყლის დვაღურა, ძაღლყურძენა.

მოქმედების სისწრაფე:

პრეპარატის მოქმედების ხილული სიმპტომების გამოვლინება ხდება რამოდენიმე დღის შემდეგ, ხოლო სარეველების სრული განადგურება ხდება 2-3 კვირის შემდეგ.

უსაფრთხოების წესები:

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია დაიცვათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული “პესტიციდების შენახვასთან, ტრანსპორტირებასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები სოფლის მეურნეობაში”.
პრეპარატთან მუშაობისას არ შეიძლება ჭამა, სმა, მოწევა და საღეჭი რეზინის ღეჭვა. აუცილებელია დამცავი ტანსაცმლის, სათვალის, ხელთათმანებისა და რესპირატორის გამოყენება.
პრეპარატის ტრანსპორტირებისას იხელმძღვანელეთ პესტიციდების ტრანსპორტირების ჩვეულებრივი წესით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, გრილ მშრალ, კარგად განიავებად ადგილზე, საცხოვრებელი გარემოსაგან, ფურაჟისა და კვების პროდუქტებისაგან შორს, მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ პრეპარატი, მშრალ, ბნელ ადგილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ პრეპარატის ცარიელი ტარა ნებისმიერი სხვა საჭიროებისთვის.

პირველადი დახმარება:

შესუნთქვისას: დაზარალებული გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. დახმარებისთვის მიმართეთ ექიმს.
კანზე მოხვედრისას: დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ სუფთა წყლის დიდი რაოდენობით.
თვალში მოხვედრისას: დაუყოვნებლივ გამოიბანეთ თვალები და ქუთუთოები სუფთა წყლის დიდი რაოდენობით. თუ გაღიზიანება გაგრძელდა, მიმართეთ ექიმს.
გადაყლაპვისას: თუ ადამიანი უგონო მდგომარეობაშია არ გადააყლაპოთ არაფერი. მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ ეტიკეტი.

მყიდველთა საყურადღებოდ:

მწარმოებელი იძლევა გარანტიას, რომ პრეპარატი შეესაბამება იმ ქიმიურ შემადგენლობას, რომელიც მითითებულია პრეპარატის ტარაზე, თუ იგი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ქარხნულ შეფუთვაში.
მწარმოებელი არ იღებს პასუხიმგებლობას პრეპარატის არასწორი გამოყენებითა თუ შენახვით გამოწვეულ პირდაპირ და არაპირდაპირ ზარალზე. მწარმოებელი არ იღებს ვალდებულებას პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენების შედეგებზე და მყიდველის მიერ სხვა გამოხატულ ან ნაგულისხმევ ვალდებულებებზე გარდა ზემოთ აღნიშნულისა.

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us