ფაბულა

ძირითადი მახასიათებლები

  • მაღალმოსავლიანი
  • მსხვილი ტუბერები
  • თანაბარი ტუბერები
  • ქეცის მიმართ რეზისტენტობა
  • კარგი სასუფრე თვისებები

რგვის ნორმები:

  • რგვის სიღრმე: ნორმალურზე ცოტა ღრმა
  • მანძილი მწკრივებს შორის: 75 სმ

რგვის სიხშირე:

ტუბერის  ზომა

მცენარის რაოდენობა (1 ჰა) მწკრივში დგომა
28/35 მმ 51.000 26 სმ
35/50 მმ 47.500 28 სმ
50/30 მმ 44.500 30 სმ 
ფასი

სასუქებით უზრუნველყოფა

  • გამოკვება მიუსადაგეთ ნიადაგის ანალიზს.
  • აზოტი (N): რეკომენდებულია 250 კგ/ჰა (ნიადაგში N-ის შემცველობის ჩათვლით).
  • შეიტანეთ 2/3 დარგვამდე და 1/3 მეორადი გამოკვების დროს. ორგანული სასუქი არ არის რეკომენდებული.
  • საადრეო მოსავლის მიღებისათვის ორგანული სასუქის (ნაკელის) გამოყენება სასურველი არ არის.

წინასწარი დამუშავება და დარგვა

  • ფაბულას აქვს მოსვენების გრძელი პერიოდი და ძლიერი აპიკალური (კენწრული) ღივი.
  • სარგავი მასალა ადვილად გადის აკლიმატიზაციას ლოკალურ გარემოში დარგვის წინ.
  • გაღივების პროცესის დასაჩქარებლად რეკომენდებულია სითბური დამუშავება
  • ღივების მოცილება ზრდის წვრილნაყოფიანობის რისკს.
  • საუკეთესო შედეგები მიიღწევა მსუბუქ ნიადაგებში
  • დათესეთ გამთბარ ნიადაგში, არ დარგოთ ძალიან ადრე
  • ჯიშს ახასიათებს სუსტი მიდრეკილება წვრილი ტუბერების წარმოქმნის მიმართ. თავიდან აიცილეთ ცივ მიწაში დარგვა. ცივ ნიადაგში თესვა გამოიწვევს არათანაბარ აღმოცენებას.
  • ფაბულა იძლევა უკეთეს შედეგს კარგი სტრუქტურის მქონე მსუბუქ ნიადაგებზე.

ვეგეტაცია

  • მწვანე მასა ნელა იზრდება, მაგრამ საბოლოოდ კარგად ვითარდება.
  • ახასიათებს ღიამწვანე შეფერილობის ფოთლები.
  • ტუბერების რაოდენობა შედარებით მცირეა, ამიტომ ადვილად და კარგად მსხვილდება.
  • აუცილებელია ფიტოფტორასგან დაცვის პროგრამა, რადგან არსებობს მის მიმართ მიდრეკილება.
  • ფოჩის ჭკნობა და მოსავლის აღება

შენახვა

  • კარგი კონდიციის მოსავალი პირველი შრობის შემდეგ სწრაფად უნდა დაასაწყობოთ.
  • შენახული პროდუქტის მიკრო დაზიანებები იწვევს დეჰიდრატაციას და ნაადრევ გაღივებას.
  • მოსავლის აღების შემდეგ კარტოფილი სწრაფად გააშრეთ და ისე შეინახეთ, რათა თავიდან აიცილოთ ვერცხლისფერი ქეცი. თავიდან აიცილეთ დეჰიდრატაცია.
  • შეამცირეთ ტემპერატურული რეჟიმი 0,5 – 0,7 ერთეულით დღეში სტაბილური ტემპერატურის მისაღწევად. შეინახეთ 50C ტემპერატურაზე. რეკომენდებულია მოსავლის ტემპერატურასა და საწყობის ჰაერის ტემპერატურას შორის მცირედი სხვაობა.
  • ცივი და მშრალი ტუბერების შენახვა, ასევე, სტაბილური ტემპერატურა საწყობში თავიდან აგაცილებთ ვერცხლისფერი ქეცის განვითარებას.

ჯიშის მახასიათებლები: 

კულინარული ტიპი AB - ოდნავ მკვრივი
ვეგეტაცია საშუალო საგვიანო 110 დღე
მოსავლიანობა ძალიან მაღალი
ტუბერის ზომა ძალიან დიდი
ტუბერის ფორმა ოვალური
ტუბერების რაოდენობა 6-8
შიგთავსის ფერი მოხარშვის შემდეგ ღია ყვითელი
კანის ფერი ყვითელი
ხორკლიანი/გლუვი გლუვი
აღმოცენება ნორმალური
მოსვენების პერიოდი ძალიან გრძელი
მეტრიბუზინის მიმართ მგრძნობიარობა საშუალოდ მგრძნობიარე
ბუჩქის განვითარება ძლიერი
შინაგანი დაჟეჟილობა საშუალოდ მგრძნობიარე
მშრალი ნივთიერება 17,6%
თითისტარისებურობა სუსტად მიმღებიანი
ნემატოდის მიმართ რეზისტენტობა სუსტად მიმღებიანი: Ro 5
კარტოფილის კიბო რეზისტენტული: ფიზიო 1
ფიტოფტოროზი ბუჩქზე მიმღებიანი
ფიტოფტოროზი ტუბერზე სუსტად მიმღებიანი
ჩვეულებრივი ქეცი სუსტად მიმღებიანი
ფხვიერი ქეცი მიმღებიანი
ნაოჭა მოზაიკა (Y ვირუსი) სუსტად მიმღებიანი
ტუბერის ტოლერანტობა Y ვირუსის მიმართ მიმღებიანი

 - გულდასმით შეამოწმეთ სარგავი ტუბერების ზომის, მწკრივში დაცილების მანძილის და საჰექტარო რაოდენობის შესაბამისობა!

 

  

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us