ფერმერი ავთანდილ სონღულაშვილი

ავთანდილ სონღულაშვილი, გურჯაანის რაიონი, სოფ ძირკოკი. მევენახეობის და მეხილეობის ჯგუფის მონაწილე კარტლისის აკადემიაში. ავთანდილ სონღულაშვილს აქვს 30 ჰექტარი მიწის ნაკვეთი (ვენახი, ატამი, ხურმა) და კარტლისთან თანამშრომლობს უკვე 2 წელია.

კარტლისთან თანამშრომლობა ნაწილობრივ დავიწყე, შემდეგ რომ ვადარებდი მოსავალს აღმოვაჩინე, რომ კარტლისის სქემით და პრეპარატებით ბევრად ხარისხიან მოსავალს ვღებულობდი და შესაბამისად რეალიზაციაც უკეთესი ქონდა ჩემს პროდუქტს.
წელს სრულად ვისარგებლე კარტლისის მომსახურებით, ასევე პრეპარატებით და სოფელში თითქმის ყველაზე საუკეთესო მოსავალი მივიღე, როგორც ხარისხით ასევე რაოდენობით. ჩავერთე კარტლისის აკედემიის მევენახეობის და მეხილეობის ჯგუფში და აქ მიღებულმა ცოდნამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა რომ გურჯაანის ფერმერთა მომსახურების ცენტრის თანამშრომლებს სრულიად ვენდობოდი და ზედმიწევნით ვითვალისწინებდი მათ რჩევებს, მაინც იყო საკითხები რაშიც უფრო დეტალურად გავერკვიე და ბევრი რამ გავაცნობიერე.

მე ვამაყობ, რომ ჩემს გვერდით არის ასეთი კარგი კომპანია როგორიც არის "კარტლისი" და მე იმედიანად ვუყურებ მომდევნო წელს და ზუსტად ვიცი რომ მათი დახმარებით მე და ჩემს მოსავალს არაფერი გაგვიჭირდება. რატომ კარტლისი? იმიტომ რომ აქ არის მაღალი ხარისხის პრეპარატები, სასიამოვნო გარემო, კვალიფიციური სპეციალისტები და აქ თავს დაფასებულად ვგრძნობ. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ჩვენთვის ფერმერებისთვის ეს ნამდვილად დიდი მხარდაჭერაა. ყველა ფერმერს ვურჩევ ისარგებლოს კარტლისის მომსახურებითა და პროდუქციით, გაიაროს კარტლისის აკადემია და მათი ფერმერული საქმიანობა ნამდვილად ბევრად გაუმჯობესდება." 

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us