კარტლისის უნიკალური სასუქი, რომელიც განკუთვნილია ყველა ნიადაგისთვის, უკვე ბევრმა ფერმერმა გამოსცადა, ის მრავალი ათეული წელია მსოფლიო ბაზარზეა და წარმოგვიდგენს უნიკალურ შესაძლებლობების მქონე სასუქს, ევროტიმს და ევროპაკს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო ბაზარზე, ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ მისი გამოყენება ერთნაირად ეფექტურია ყველა ტიპის ნიადაგისთვის.

ევროტიმი და ევროპაკი, გამორჩეულია მიკროელემენტების მაღალი შემცველობით, რომლის რაოდენობაც სხვა სასუქებთან შედარებით ბევრად მეტია( მინიმუმ 10 ჯერ).

• 0.3% თუთია, 0.3 % ბორი, 18 % გოგირდი – ევროპაკი;

• 0.2 % ბორი, 20% გოგირდი – ევროტიმი.

ევროტიმსა და ევროპაკში არსებული ფოსფორი და სხვა ელემენტები 100 %ით ხელმისაწვდომია მცენარისათვის. შედეგად ვღებულობთ მცენარეების ჯანსაღ და სრულფასოვან ზრდას.

კომპანია ”კარტლისი“ გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

ვაზი – ევროტიმი ან ევროპაკი 1 ჰა-ზე 300 -350 კგ ნიადაგის ანალიზის მიხედვითფოტო

  • გვიან შემოდგომაზე ნოემბრის თვეში 200 კგ;
  • 100 -150 კგ გაზაფხულზე, მარტის თვეში.

ხეხილი – ევროტიმი ან ევროპაკი 1 ჰა-ზე 400-450 კგ ნიადაგის ანალიზის მიხედვით

  • გვიან შემოდგომაზე ნოემბერში 200-250 კგ
  • აპრილის თვეში 200-250 კგ-ჰაზე.

თხილი – 350-400 კგ 1 ჰა-ზე

  • 200 ნოემბერში კგ;
  • 150 -200 კგ აპრილის დასაწყისში.

იხ.ბროშურა ბმულზე

 

სხვა სიახლეები

2018 წლის 14 ნოემბერს, კომპანია „კარტლისის“ ორგანიზებით ქ. ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა „მევენახეთა ფორუმი, დარგში არსებულ სიახლეებზე“.

ფორუმში ასევე მონაწილეობას იღებდა კომპანია „კარტლისის“ პარტნიორი ბანკი ბაზისბანკი. აღნიშნული ღონისძიება ემსახურებოდა ახალი პროდუქტის შეთავაზებას, რომელიც შეიქმნა ერთობლივად კომპანია კარტლისთან ერთად, რაც ხელს შეუწყობს ფერმერებს, რათა განავითარონ სოფლის მეურნეობა.

მორიგი შეხვედრა კომპანია კარტლისის მიერ შედგა გარდაბანში მესიმინდე ფერმერებთან ერთად, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პროფესიულ დუალურ პროგრამაში ჩართული სტუდენტები და სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული სტუმრები!

საუბარი და თემის გაცნობა მოიცავდა სიმინდის მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დამუშავებულია კომპანია კარტლისის სპეციალისტების მიერ!

კარტლისთან თანამშრომლობით ფერმერები კმაყოფილები არიან,რადგანაც მათი მოსავალი გაიზარდა 50%-ით.

2018 წლის 10 ოქტომბერს, ანაკლიაში საქართველოს მეთხილეობის დარგის განვითარების ფორუმი გაიმართა,რომლის ორგანიზატორი გახლდათ კომპანია კარტლისი, არსებულ ღონისძეიბაზე განიხილეს ფერმერებთან და სპეციალისტებთან ერთად თხილის კულტურაში არსებული პრობლემები და გამოწვევები. ღონისძიების მიზანი გახლდათ, ფართო საზოგადოება გაცნობოდა საქართველოში მეთხილეობის დარგში არსებული პრობლემებს და განეხილათ მათი გადაჭრის გზები,ასევე ფერმერებმა გაუზიარეს ერთმანეთს კომპანია კარტლისის დახმარებით მიღებული შედეგები და მიღწევები.

სათესლე მასალის წარმოებაში მსოფლიო ლიდერები, ჰოლანდიური კომპანიები Enza Zaden და Bejo Zaden ყოველწლიურად მართავენ ღია კარის დღეებს, სადაც მრავალი ქვეყნიდან ჩასული ფერმერები და აგრონომები ეცნობიან  ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

ყოველ წელს, კარტლისი პარტნიორ ქართველ ფერმერებს საშუალებას აძლევს გაემგზავრნონ ჰოლანდიაში, მოინახულონ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები და დაესწრნონ ტრენინგებს. 

კარტლისის გორისა და ქუთაისის ფერმერთა მომსახურების ცენტრში, იაპონური კომპანია “ნიჰონის” თანამშრომელმა, ბიოქიმიკოსმა კურიამა კენიმ ტრენინგები ჩაატარა. იაპონელი მეცნიერი კურამა კედი პრეპარატ “ორტუსის” მოქმედი ნივთიერების გამომგონებელი გახლავთ.ქართველ ფერმერებს ქონდათ უნიკალური შესაძლებლობა უშუალოდ გასაუბრებოდნენ მსოფლიოში აღიარებული პრეპარატის შემქმნელს. ტრენინგის მიმდინარეობისას ფერმერება პრეპარატების “ორტუსის” და “აპლაუდის” შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა

ლაგოდეხში, სოფელ ჭიაურში, 10 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ თხილის პლანტაციაში დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა.სისტემა მოწყობილია კორპორაცია «Jain Irrigation Systems Ltd.»-ის ისრაელი, ინდოეთი, აშშ) მიერ წარმოებული ხარისხიანი, თანამედროვე, გამძლე მასალებითა და მექანიზმებით. სისტემა მუშაობს გერმანული წარმოების ტუმბოზე, «Wilo» რომელიც გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და გამძლეობით.

საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზრისთვის, სათესლე კარტოფილის გამოცდა აქამდე რუსეთში, კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობდა. 2016 წლის აპრილიდან, დმანისში, კომპანია კარტლისის კუთვნილ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ამიერკავკასიის რეგიონისათვის განკუთვნილი კარტოფილის 30 ახალი ჯიში დაითესა. მცენარის ვეგეტაციის მთელი პერიოდის მანძილზე, კარტლისის სპეციალისტები აკვირდებოდნენ და უვლიდნენ საცდელ ნაკვეთს.

კომპანია “კარტლისმა”  გურჯაანში ფერმერთა მომსახურების ახალი ცენტრი გახსნა.  ცენტრში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, ევროპული და ამერკული წარმოების პესტიციდები, სასუქები და სათესლე მასალა. ადგილზე ფერმერებს შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური კონსულტაცია სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

გურჯაანის ფერმერთა მომსახურების ცენტრი მდებარეობს სოფელ გურჯაანში, ყველაწმინდას ეკლესიის ასახვევთან.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us