საქართველოში სასათბურე მეურნეობა საკმაოდ განვითარებულია, იგი საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და მოვიყვანოთ არასეზონური პროდუქტი.

საქართველოში სათბურის გადახურვისას ძირითადად ვიყენებთ სასათბურე ფირს ე.წ. ცელოფანს, მისი დაბალი ფასის, სითბოს დაბალი გამტარობის, მონტაჟის სიმარტივის, სინათლის გაბნევის მაღალი კოეფიციენტის  და სხვა მიზეზების გამო…

კომპანია კარტლისი თანამშრომლობს ევროპულ ბრენდ PLASTIKA KRITIS-თან, რომელიც არის ლიდერი კომპანია ევროპაში სოფლის მეორნეობის დარგში გამოყენებადი ფირების წარმოებით, ძირითადად სათბურის, მულჩის, მოსავლის შესანახი და აუზის გადახურვის სფეროში.

PLASTIKA KRITIS ფირის სისქე არის150-180 მკრ (7ფენა) ექსპლუატაციის სავარაუდო პერიოდი 3-5 წელი(სახეობის მიხედვით). დამცავი საშუალებები: UV, IR , AF , AP.

კომპანიამ რამდენიმე წლის წინ ნანო ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა სრულიად ახალი და ინოვაციური 8 ფენიანი სათბურის ფირი EVO AC, რომლის სისქეა 180 მიკრონი, ექსპლუატაციის სავარაუდო პერიოდი 6-8 წელი. ზემოთაღნიშნულ ფირში შესაძლებელია ჰაერის შეტუმბვა, რაც აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს სითბო სათბურში უფრო დიდი ხანს და აკონტროლის იგი დღის და ღამის განმავლობაში, არის შუქის უფრო მეტი გამტარი და სხვა ტრადიციული ფირებისგან განსხვავებით საერთოდ არ წარმოქმნის ნისლს სათბურში.

EVO AC არის ძალიან ეფექტური დაბალ ტემპერატურის, სეტყვის, სიცხის, მზის გამოსხივების, ძლიერი ქარის პირობებში  და არ მოითხოვს სრულყოფილი მუშაობისთვის სახურავის 30გრადუსიან დახრას.

PLASTIKA KRITIS ფირებს აქვთ შემდეგი დადებითი თვისებები:

1. თერმული ეფექტი

ფირი შეიცავს UV და EVA -ს სპეციალურ კომბინაციას, რომელიც ოსტატურადაა სტრუქტურირებული მასში, რაც შთანთქავს ინფრაწითელ გამოსხივებას და ამცირებს სითბოს დაკარგვას ღამის განმავლობაში. მისი უპირატესობებია:

  • დაცვა დაბალი ტემპერატურისგან და ყინვისგან;image
  • ტემპერატურის ბალანსი დღის და ღამის განმავლობაში;
  • სათბურის გათბობისთვის შემცირებული დანახარჯი;
  • ადრეული მოსავალი;
  • გაზრდილი მოსავლის რაოდენობა და მისი ხარისხი.

2. ანტიწვეთოვანი ეფექტი

ცვარი სათბურში ფერმერისთვის დიდი პრობლემაა. სათბურის შიგნით წარმოქმნილ წვეთებს წყლის კონდენსაციის გამო აქვს ნეგატიური გავლენა მცენარის ხარისხზე და მის ზრდაზე, რადგან ის ამცირებსსათბურში სინათლის შეტანას 15-30% და ზრდის დაავადებების გაჩენის საფრთხეს.

ფირი არის ანტიწვეთოვანი, წარმოქმნილი წვეთები ჩაედინება ფირის გვერდებზე და არასოდეს ეცემა მცენარეს ან ნიადაგს და არ აზიანებს მათ. შედეგად სათბურში შედის მეტი სინათლე და კლებულობს დაავადებების წარმოქმნის საფრთხე.

3. ნისლის საწინააღმდეგო ეფექტი

ფირს ანტიწვეთოვან ეფექტთან ერთად აქვს ნისლის წარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტიც, რომელშიც ნისლის წარმოქმნა, განსაკუთრებით მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს არის მკვეთრად შემცირებული.

4. გაგრილების ეფექტი

გაგრილების ეფექტი მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში სადაც მაღალი ტემპერატურა ან ძლიერი მზის სხივებია.

ფირი ისხლიტავს ინფრაწითელ რადიაციას, თავიდან იცილებს ზედმეტ სიცხეს სათბურში.

5. დაავადების კონტროლის ეფექტი

ფირი ამცირებს სათბურში მწერის გაჩენა-გამრავლებას, რაც შესაბამისად ხელს უშლის დაავადებების წარმოქმნას. შედეგად მკვეთრად მცირდება პესტიციდების გამოყენების აუცილებლობა.

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us