ჩაატარეთ ფოთლის ანალიზი კარტლისის დახმარებით საერთაშორისო ესპანურ AGQ ლაბორატორიაში და მონიტორინგი გაუწიეთ თქვენი კვების სქემის სისწორეს და ეფექტურობას.
საქართველოში სასათბურე მეურნეობა საკმაოდ განვითარებულია, იგი საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ დამოკიდებული გარემო პირობებზე და მოვიყვანოთ არასეზონური პროდუქტი.
საქართველოში სათბურის გადახურვისას ძირითადად ვიყენებთ სასათბურე ფირს ე.წ. ცელოფანს, მისი დაბალი ფასის, სითბოს დაბალი გამტარობის, მონტაჟის სიმარტივის, სინათლის გაბნევის მაღალი კოეფიციენტის და სხვა მიზეზების გამო…
კომპანია კარტლისი თანამშრომლობს ევროპულ ბრენდ PLASTIKA KRITIS-თან, რომელიც არის ლიდერი კომპანია ევროპაში სოფლის მეორნეობის დარგში გამოყენებადი ფირების წარმოებით, ძირითადად სათბურის, მულჩის, მოსავლის შესანახი და აუზის გადახურვის სფეროში.
PLASTIKA KRITIS ფირის სისქე არის150-180 მკრ (7ფენა) ექსპლუატაციის სავარაუდო პერიოდი 3-5 წელი(სახეობის მიხედვით). დამცავი საშუალებები: UV, IR , AF , AP.
კომპანიამ რამდენიმე წლის წინ ნანო ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნა სრულიად ახალი და ინოვაციური 8 ფენიანი სათბურის ფირი EVO AC, რომლის სისქეა 180 მიკრონი, ექსპლუატაციის სავარაუდო პერიოდი 6-8 წელი. ზემოთაღნიშნულ ფირში შესაძლებელია ჰაერის შეტუმბვა, რაც აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს სითბო სათბურში უფრო დიდი ხანს და აკონტროლის იგი დღის და ღამის განმავლობაში, არის შუქის უფრო მეტი გამტარი და სხვა ტრადიციული ფირებისგან განსხვავებით საერთოდ არ წარმოქმნის ნისლს სათბურში.
EVO AC არის ძალიან ეფექტური დაბალ ტემპერატურის, სეტყვის, სიცხის, მზის გამოსხივების, ძლიერი ქარის პირობებში და არ მოითხოვს სრულყოფილი მუშაობისთვის სახურავის 30გრადუსიან დახრას.
PLASTIKA KRITIS ფირებს აქვთ შემდეგი დადებითი თვისებები:
1. თერმული ეფექტი
ფირი შეიცავს UV და EVA -ს სპეციალურ კომბინაციას, რომელიც ოსტატურადაა სტრუქტურირებული მასში, რაც შთანთქავს ინფრაწითელ გამოსხივებას და ამცირებს სითბოს დაკარგვას ღამის განმავლობაში. მისი უპირატესობებია:
2. ანტიწვეთოვანი ეფექტი
ცვარი სათბურში ფერმერისთვის დიდი პრობლემაა. სათბურის შიგნით წარმოქმნილ წვეთებს წყლის კონდენსაციის გამო აქვს ნეგატიური გავლენა მცენარის ხარისხზე და მის ზრდაზე, რადგან ის ამცირებსსათბურში სინათლის შეტანას 15-30% და ზრდის დაავადებების გაჩენის საფრთხეს.
ფირი არის ანტიწვეთოვანი, წარმოქმნილი წვეთები ჩაედინება ფირის გვერდებზე და არასოდეს ეცემა მცენარეს ან ნიადაგს და არ აზიანებს მათ. შედეგად სათბურში შედის მეტი სინათლე და კლებულობს დაავადებების წარმოქმნის საფრთხე.
3. ნისლის საწინააღმდეგო ეფექტი
ფირს ანტიწვეთოვან ეფექტთან ერთად აქვს ნისლის წარმოქმნის საწინააღმდეგო ეფექტიც, რომელშიც ნისლის წარმოქმნა, განსაკუთრებით მზის ამოსვლის და ჩასვლის დროს არის მკვეთრად შემცირებული.
4. გაგრილების ეფექტი
გაგრილების ეფექტი მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში სადაც მაღალი ტემპერატურა ან ძლიერი მზის სხივებია.
ფირი ისხლიტავს ინფრაწითელ რადიაციას, თავიდან იცილებს ზედმეტ სიცხეს სათბურში.
5. დაავადების კონტროლის ეფექტი
ფირი ამცირებს სათბურში მწერის გაჩენა-გამრავლებას, რაც შესაბამისად ხელს უშლის დაავადებების წარმოქმნას. შედეგად მკვეთრად მცირდება პესტიციდების გამოყენების აუცილებლობა.
ჩაატარეთ ფოთლის ანალიზი კარტლისის დახმარებით საერთაშორისო ესპანურ AGQ ლაბორატორიაში და მონიტორინგი გაუწიეთ თქვენი კვების სქემის სისწორეს და ეფექტურობას.
ესპანური ლაბორატორია - AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!
დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!
კარტლისის აკადემიის რეკომენდაციები:
ცვლილებების აუცილებლობა აგრარულ სექტორში
რა სჭირდება ფერმერს ?
• მაღალი მოსავალი, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა, მოწოდება-გასაღების თანაფარდობა, პროდუქციის მაღალი ფასი
მომხმარებელს:
• საკვები, არომატი და გემო, მისაღები ფასი, პროდუქციის ხელმისაწვდომობა, აგრო-ტურიზმი
გარემოს:
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ შპს „კარტლის აგროსისტემებთან“ მემორანდუმი გააფორმა.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციისა და შპს „კარტლის აგროსისტემების“ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასოციაციის წევრი ფერმერებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ხოჭოლავამ და შპს „კარტლის აგროსისტემების“ დირექტორმა რობერტ რევიამ.
საქართველოში, მოცვის კულტურის გაშენება, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, კარტლისი გამოირჩევა მოცვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებით და გთავაზობთ, მოცვის დაცვის სქემას ,რათა თქვენი ფერმერული მეურნეობა უფრო განავითაროთ კარტლისის სქემის დახმარებით.
მოცვის დაცვის სქემა კარტლისისგან: იხ. ბმული.
კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს.ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!
გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.
დაგვეთანხმებით, რომ ვაზი და საქართველო ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ქართული ღვინო ჩვენთვის ხომ მხოლოდ სასმელი არაა და მას საქართველოში სხვა დატვირთვა აქვს. ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომლის მოვლა/მოყვანის ტექნოლოგია გადაეცემა თაობიდან თაობას.
კომპანია კარტლისი მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს, ამჯერად კი, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო უახლეს და უნიკალურ პრეპარატს „ზორვეკ ვინაბელს“.
აფეტი მთელს მსოფლიოში დღეისათვის ნამდვილად უკონკურენტო საშუალებაა ფუზარიოზის, თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის, ვაშლი ქეცის თავიდან ასაცილებლად!
აფეტის გამოყენება მნიშვნელოვნია, არა მარტო ფესვის ყელის სიდამპლესთან ბრძოლის თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა კულტურაში თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის თავიდან ასაცილებლად!
ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გააჩნია, როგორც დამცავი ასევე სამკურნალო თვისებები.
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia