ჩაატარეთ ფოთლის ანალიზი კარტლისის დახმარებით საერთაშორისო ესპანურ AGQ ლაბორატორიაში და მონიტორინგი გაუწიეთ თქვენი კვების სქემის სისწორეს და ეფექტურობას.
ნემატოდების უმეტესობა უპირატესად აზიანებს მცენარის მთავარ ფესვებს, რაც ხელს უწყობს მათში პათოგენური ორგანიზმების შეღწევას, ისინი მცენარეში გამოყოფენ სპეციფიკურ ფერმენტებს, რისი ზემოქმედებით ფესვები დიდდება, დეფორმირდება და წარმოიქმნება გალები, რასაც შემდგომ ფესვთა სისტემის დაშლა და მცენარის დაღუპვა მოსდევს.
ნემატოდები მრავლდებიან კვერცხით, რომელსაც მდედრი დებს სუბსტრატზე ან გალში კვერცხის დების პროცესი მიმდინარეობს 14-15 გრადუსი ტემპერატურის პირობებში. ნემატოდას შეიძლება ჰქონდეს 1-5 თაობამდე.
მცენარეში იჭრებიან ფესვის ბუსუსებიდან, ბაგეებიდან, ჭრილობებიდან. ნემატოდები ერთი მცენარიდან მეორეზე ვრცელდებიან ნიადაგით, მწვანე ოპერაციებით, ნაკელით და სხვ.
ბრძოლის აგროტექნიკური მეთოდი:
ბრძოლი ქიმიური მეთოდი
ნიადაგის ფუმიგაცია
მაღალეფექტური ინსექტიციდი - ნემატოციდი. მოქმედი ნივთიერება: ოქსამილი 100 გ/ლ
მწარმოებელი: DuPont Solutions (France) S.A.S/საფრანგეთი .
ვიდატი - 10ლ წარმოადგენს კარბამატულ ინსექტიციდსა და ნემატოციდს, რომელიც უმთავრესად მოქმედებს მავნებლის ნერვულ სისტემაზე ნეიროტრანსმიტერული ფერმენტის აცეტილქოლინესტერაზას ინჰიბირების გზით. ვიდატი 10ლ გამოიყენება ნიადაგში დაფიქსირებული ზოგიერთი სახეობის ნემატოდების, მათ შორის ცისტიანი ნემატოდების, თავისუფლად მცხოვრები ნემატოდებისა და ზოგიერთი მწოველი მავნებელი მწერის კონტროლის მიზნით. ვიდატი 10 ლ ძალიან სელექტიურია მცენარეების მიმართ. კულტურისა და მოყვანის პირობებიდან გამომდინარე უზრუნველოყოფს არა უმცირეს 30 დღიან კონტროლს.
ასევე საკმაოდ ეფექტური ნემატოდებთან ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდი. საკმაოდ ეფექტურია, სადაც ნემატოდებია გავრცელებილი იმ ადგილას ფრანგული მარიგოლდის დათესვა, მისი ფესვებიდან გამოყოფილი ბიოლოგიურად აქტიური ქიმიური ნივთიერება ეფექტურად აკონტროლებს ნემატოდების პოპულაციებს, მისი გამოყენება ეკოლოგიური თვალსაზრისითაც სრულიად უსაფრთხოა.
ლელა გვასალია
კარტლისის აკადემიის ხელმძღვანელი / ბოსტნეული კულტურების პროდუქტ მენეჯერი
ტელ: 599-03-77-03
ელ-ფოსტა: [email protected]
ჩაატარეთ ფოთლის ანალიზი კარტლისის დახმარებით საერთაშორისო ესპანურ AGQ ლაბორატორიაში და მონიტორინგი გაუწიეთ თქვენი კვების სქემის სისწორეს და ეფექტურობას.
ესპანური ლაბორატორია - AGQ Lab წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიულ და ტექნოლოგიურ ცენტრს!
დღეს იგი ოპერირებს მსოფლიოს ოთხ კონტინენტზე, 25 ქვეყანში და მათ შორის უკვე საქართველოშიც, კომპანია კარტლისთან!
კარტლისის აკადემიის რეკომენდაციები:
ცვლილებების აუცილებლობა აგრარულ სექტორში
რა სჭირდება ფერმერს ?
• მაღალი მოსავალი, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა, მოწოდება-გასაღების თანაფარდობა, პროდუქციის მაღალი ფასი
მომხმარებელს:
• საკვები, არომატი და გემო, მისაღები ფასი, პროდუქციის ხელმისაწვდომობა, აგრო-ტურიზმი
გარემოს:
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ შპს „კარტლის აგროსისტემებთან“ მემორანდუმი გააფორმა.
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციისა და შპს „კარტლის აგროსისტემების“ მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ასოციაციის წევრი ფერმერებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.
შეთანხმებას ხელი მოაწერეს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ხოჭოლავამ და შპს „კარტლის აგროსისტემების“ დირექტორმა რობერტ რევიამ.
საქართველოში, მოცვის კულტურის გაშენება, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება, კარტლისი გამოირჩევა მოცვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიებით და გთავაზობთ, მოცვის დაცვის სქემას ,რათა თქვენი ფერმერული მეურნეობა უფრო განავითაროთ კარტლისის სქემის დახმარებით.
მოცვის დაცვის სქემა კარტლისისგან: იხ. ბმული.
კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ბელგიური წარმოების სასუქს Gro Green-ების სერიის უმაღლესი ხარისხის თხევად გელს ,,ბლექ მეჯიკი“-ს.ამ უნიკალური კომპონენტების წყალობით შეგვიძლია ვაკონტროლოთ ნიადაგის დამლაშება, გავაუმჯობესოთ აერაცია და დრენაჟირება!
გელი ბლექ მეჯიკის გამოყენება შეგვიძლია შემდეგ კულტურებში: პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხახვი, კარტოფილი, ნესვი, საზამთრო, სიმინდი, ხორბალი.
დაგვეთანხმებით, რომ ვაზი და საქართველო ესაა კავშირი, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს. ქართული ღვინო ჩვენთვის ხომ მხოლოდ სასმელი არაა და მას საქართველოში სხვა დატვირთვა აქვს. ეს ჭეშმარიტი ხელოვნებაა, რომლის მოვლა/მოყვანის ტექნოლოგია გადაეცემა თაობიდან თაობას.
კომპანია კარტლისი მუდმივ სიახლეებს და ინოვაციებს სთავაზობს თავის მომხმარებელეს, ამჯერად კი, ვაზის ჭრაქის საწინააღმდეგო უახლეს და უნიკალურ პრეპარატს „ზორვეკ ვინაბელს“.
აფეტი მთელს მსოფლიოში დღეისათვის ნამდვილად უკონკურენტო საშუალებაა ფუზარიოზის, თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის, ვაშლი ქეცის თავიდან ასაცილებლად!
აფეტის გამოყენება მნიშვნელოვნია, არა მარტო ფესვის ყელის სიდამპლესთან ბრძოლის თვალსაზრისით, არამედ სხვადასხვა კულტურაში თეთრი და ნაცრისფერი სიდამპლის თავიდან ასაცილებლად!
ახალი თაობის ლოკალურ-სისტემური ფუნგიციდი ხეხილის, ვაზის და ბოსტნეული კულტურების სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გააჩნია, როგორც დამცავი ასევე სამკურნალო თვისებები.
On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building, “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.
[email protected]
+995 32 244 55 42
+995 32 244 55 43
75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia