დღეს დიდი პარასკევია, წითლად შეღებილი კვერცხი კი, ქრისტეს აღდგომის მთავარი სიმბოლო გახლავთ!
საქართველოში, ყველაზე მეტად გავრცელებულია შეღებვა ენდროს ფესვების გამოყენებით, რომელიც მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა და მისი სამშობლო ხმელთაშუაზღვისპირეთია, გვარში გაერთიანებულია 130-მდე სახეობა, ხოლო საქართველოში გვხდება სამი სახეობა!
ის იზრდება მთის ფერდობებზე, ის იზრდება თითქმის ყველა სახის ნიადაგზე, აქვს სუსტი, წვრილი, ბღაუჭა, მცოცავი ღეროები, რომელთა სიგრძე რამდენიმე მეტრს აღწევს. მთავარი ფესვი კი, საკმაოდ ძლიერია, სიღრმეში დატოტვილი!
ფესვის ზედა ნაწილიდან იზრდება მხოხავი, მერქნისებრი მრავალთავა ფესურა, რომელზეც კვირტებია განლაგებული!
ფოთლები ვიწროკვერცხისებრი, წაწვეტებული ფორმისაა, ხრტილისებრი ბღაუჭა კბილებით. ღეროები და ფოთლები შებუსულია.
ყვავილები წვრილია და ყვითელი გვირგვინი აქვს. მწიფე ნაყოფი შავი ფერისაა, წვნიანი და კენკროვანი. ენდრო ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე. ნაყოფი მწიფდება ოქტომბერ–ნოემბერში.