მანგანუმის სულფატი

მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატი

MnSO4 * H2O

32% Mn

 

დანიშნულება: წყალში ხსნადი სასუქი მცენარეების გამოსაკვებად ფოთოლზე შესხურებით და ფერტიგაციის (წვეთოვანი მორწყვის) გზით.

ფასი

1 კგ - 8ლარი

ყურადღება! მანგანუმის სულფატი შედის რეაქციაში ძლიერ დამჟანგველ ნივთიერებებთან, ლითონის ფხვნილებთან, წყალბადის ზეჟანგთან. მოარიდეთ დამჟანგველ აგენტებს, მჟავებს, წყალს.

 

უპირატესობები:

  • მანგანუმის სულფატი არის წყალში სწრაფად ხსნადი კრისტალური ნივთიერება, რომელიც შეიცავს 32% მანგანუმს. ის გამოიყენება მცენარეებში მანგანუმის დეფიციტის კორექციისათვის.
  • მანგანუმის გავლენა მცენარის სრულყოფილ ზრდა-განვითარებაზე და მსხმოიარობაზე საკმაოდ მაღალია. ის მცენარეში მონაწილეობს ფოტოსინთეზში, თუმცა მცენარის უქლოროფილო ნაწილებშიც მშნიშვნელოვანი რაოდენობითაა წარმოდგენილი. მანგანუმის დეფიციტის დროს მცენარეში ირღვევა წყლის ბალანსი, რაც ამცირებს მცენარის მედეგობას სხვდასხვა სტრესის მიმართ. მგრძნობიარე კულტურებში მანგანუმის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს უნაყოფობა. განსაკუთრებით მაღალი მგრძნობიარობით მანგანუმის დეფიციტის მიმართ გამოირჩევიან პარკოსნები, ჭარხალი, ვაშლი, ატამი, ქერი, ვარდი და სხვა.

 

კულტურები:

გამოყენების ნორმა ფესვიდან კვების დროს:

(ფერტიგაცია / წვეთოვანი მორწყვა)

ორჯერადი შეტანა 14 დღიანი შუალედით.

ბოსტნეული, კარტოფილი, მარწყვი 4 - 5 კგ/ჰა
ხეხილი, კაკალი, ნუში 5 - 6 კგ/ჰა
ზეთისხილი, ციტრუსი 6 - 8 კგ/ჰა
მარცვლეული, ყვავილები 6 - 8 კგ/ჰა

 

გამოყენების ნორმა ფოთლიდან კვების დროს:

ბოსტნეული, კარტოფილი 0.2-0.4 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 50 - 150 ლ/ჰა

 

მარწყვი, ყვავილები 0.2-0.4 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 50 - 150 ლ/ჰა

 

ხეხილი 0.1-0.4 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 500 - 1000 ლ/ჰა

 

ციტრუსები 0.6-0.8 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 500 - 1000 ლ/ჰა

 

მარცვლეული 0.8-1.0 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 150 - 200 ლ/ჰა

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us