ნატრიუმის მოლიბდატი

ნატრიუმის მოლიბდატის დიჰიდრატი

Na2MoO4 * 2H2O

39.5% Mo

 

დანიშნულება:  წყალში ხსნადი სასუქი მცენარეების ფოთლიდან გამოსაკვებად.

ფასი

1 კგ - 100ლარი

უპირატესობები:

  • ნატრიუმის მოლიბდატი წარმოადგენს სასუქს, რომელიც შეიცავს 39.5% წყალში ხსნად მოლიბდენს. მცენარეს მოლიბდენი, სხვა მიკროელემენტებთან შედარებით, ნაკლები რაოდენობით ესაჭიროება, თუმცა მოლიბდენის დეფიციტი მცენარეში იწვევს მნიშვნელოვან ზიანს. ზოგიერთი კულტურა განსაკუთრებით მომთხოვნია მოლიბდენის მიმართ, მაგ.: ყვავილოვანი კომბოსტო მოლიდბენის დეფიციტის დროს ნორმალურად არ ვითარდება, ციტრუსების ფოთლებზე ყვითელი ლაქები ჩნდება, ხეხილოვან კულტურებში ვითარდება ქლოროზი. მოლიბდენი მცენარეში თავს იყრის ახალგაზრდა, მზარდ ნაწილებში. იგი ფოთლებში უფრო მეტად არის წარმოდგენილი ვიდრე ღეროსა და ფესვებში.
  • მოლიბდენის ნაკლებობისას მცენარეში ირღვევა აზოტოვან ნივთიერებათა ცვლა და ქსოვილებში გროვდება დიდი რაოდენობით ნიტრატები. მოლიბდენი ასევე დიდ გავლენას ახდენს მცენარეში არსებულ მთელ რიგ ფიზიოლოგიურ პროცესებზე, მაგალითად: ნუკლეინის მჟავების ბიოსინთეზზე, სუნთქვით პროცესებზე, ვიტამინების სინთეზზე და სხვა.
  • მოლიბდენის გავლენით უმჯობესდება მცენარის აზოტით კვება და მასთან ერთად სხვა საკვები ელემენტების გამოყენება.

 

კულტურები:

გამოყენების ნორმა ფოთლიდან კვების დროს:

კომბოსტო, სალათი, კიტრი, ხახვი 0.15-0.35 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 200 - 300 ლ/ჰა

 

პომიდორი, გოგრა, კარტოფილი 0.15-0.35 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 200 - 300 ლ/ჰა

 

ციტრუსი, ხილი, ზეთისხილი 0.15 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 500 - 1000 ლ/ჰა

 

ვაზი 0.35 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 200 - 600 ლ/ჰა

 

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us