თუთიის სულფატი

თუთიის სულფატის მონოჰიდრატი

ZnSO4*H2O

35.5 % Zn

EC (1გ/ლ 250C): 0,79 mS/cm

წყალში ხსნადობა:

(250C): 125 კგ/100 ლ

დანიშნულება: წყალში ხსნადი სასუქი მცენარეების გამოსაკვებად ფოთოლზე შესხურებით და ფერტიგაციის (წვეთოვანი მორწყვით) გზით.

ფასი

1 კგ - 23ლარი

25 კგ - 500ლარი

ყურადღება! თავსებადია პესტიციდების უმრავლესობასთან. ნარევის გამოყენებამდე ჩაატარეთ ტესტი თავსებადობაზე. დაიცავით ტენისგან.

უპირატესობები:

  • თუთიის სულფატი წარმოადგენს წყალში კარგად ხსნად კრისტალურ სასუქს. შეიცავს 35.5% თუთიას. თუთია (Zn) არის რვა ძირითადი მიკროელემენტიდან ერთ-ერთი. ის მცენარეებს დიდი რაოდენობით არ სჭირდებათ, მაგრამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მცენარის განვითარების პროცესში. ის გადამწყვეტ როლს ასრულებს ყვავილობის პროცესის კარგად წარმართვაზე. მცენარეებში თუთია არის მრავალი ფერმენტების და ცილის მთავარი შემადგენელი ნაწილი. თუთიის დეფიციტი იწვევს მოსავლის ხარისხისა და რაოდენობის შემცირებას 20%-მდე.
  • თუთიის სულფატი ასევე გამოიყენება შემოდგომაზე ფოთლების დასაყრელად, როდესაც მცენარეებს უგრძელდებათ ვეგეტაციის პერიოდი. ეს ქმნის საშიშროებას მცენარეები ზამთარის პერიოდს შეხვდნენ მიუძინებელ მდგომარეობაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის წაყინვის რისკს. თუთიის სულფატი მცენარეს ეხმარება ფოთლების ჩამოყრაში და ახალი ნაზარდების გახევებაში, რაც მცენარეს ანიჭებს მეტ გამძლეობას ნაადრევი ზამთრის წაყინვებისადმი.
  • თუთიის სულფატი ფართოდ გამოიყენება სიმინდის კულტურაში. ის მონაწილეობს სიმინდის ტაროს ჩასახვის პროცესში, რაც საბოლოოდ გავლენას ახდენს სიმინდის ტაროს მარცვლებით ბოლომდე შესებაში. მთლიანობაში ეს იწვევს სიმინდის მოსავლის 10 %-მდე ზრდას.

 

კულტურები:

გამოყენების ნორმა ფესვიდან კვების დროს:

(ფერტიგაცია / წვეთოვანი მორწყვა)

ხორბალი, ქერი, სოიო, მზესუმზირა 1.0 - 1.5 კგ/ჰა დარგვამდე
ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა 1.0 - 1.5 კგ/ჰა დარგვამდე
ხეხილი, კაკალი, ნუში, კივი, ზეთისხილი, ციტრუსი, ვაზი 1.0 - 1.5 კგ/ჰა

 

გამოყენების ნორმა ფოთლიდან კვების დროს:

ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურები, კარტოფილი 0.35-0.5 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 50 - 200 ლ/ჰა
ხეხილი, ციტრუსი, ზეთისხილი, კივი, ნუში, კაკალი 1 - 2 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 500 - 1000 ლ/ჰა
ვაზი 0.35 - 0.4 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 200 - 600 ლ/ჰა
სიმინდი, ხორბალი, ქერი 0.45 კგ/ჰა
სამუშაო ხსნარის მოცულობა 100 - 200 ლ/ჰა

 

გამოყენების ნორმა ვეგეტაციის დასამთავრებლად და ფოთლების დასაყრელად:

კაკალი, ნუში და სხვა 3-4%-იანი ხსნარი (3-4 კგ 1000 ლიტრ წყალში)

 

 

 

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us