კარტლისის აკადემია – ცვლილებების აუცილებლობა აგრარულ სექტორში!
,,კარტლის აკადემია“ პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ემსახურება ფერმერთა ცნობიერების ამღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში.
საქართველოს მასშტაბით, ჩვენ უკე გადავამზადეთ სრულიად უანგაროდ გადამზადებულია 7000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით!
რა სჭირდება ფერმერს?
მაღალი მოსავალი, დაავადებებისა და მავნებლებისგან დაცვა, მოწოდება-გასაღების თანაფარდობა, პროდუქციის მაღალი ფასი.
მომხმარებელს
საკვები, არომატი და გემო, მისაღები ფასი, პროდუქციის ხელმისაწვდომობა, აგრო-ტურიზმი.
გარემოს
კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაცია, უსაფრთხო საკვები, გარემოსდაცვითი განვითარება.
სათბურების ეფექტურად მართვისათვის, პირველი საფეხური რასაც ვახორციელებთ არის მონიტორინგი.
რა არის მონიტორინგი ?
არსებული მავნებლის აღმოჩენა:
• პირდაპირი დაკვირვება მავნებელზე;
• არაპირდაპირი დაკვირვება: ზიანი, სიმპტომი;
• მავნებლის განვითარების დინამიკის შეფასება.
რატომ ვიყენებთ მონიტორინგს?
• პრობლემის ადრე გამოვლენა;
• მავნებლის იდენტიფიკაცია;
• მავნებლის გამრავლებაზე დაკვირვება;
• IPM პროგრამის დასაწყებად იდეალური მომენტის შერჩევა;
• რეზისტენტობის თავიდან აცილება
IPM სტრატეგია სათბურში მოიცავს სამ მიმართულებას:
კულტურული: დეზინფექცია, ჰიგიენა (სარეველები, მუშა-ხელი, ხელსაწყოები);
ბიოლოგიური: პრედატორები, პარაზიტი, ბაქტერია, ფერომინი;
ქიმიური წამლობა: ნაშთებზე კონტროლი, თავსებადობა, გვერდითი მოვლენების შეფასება.
მცენარის ინტეგრირებული დაცვის მიზანია:
• სწორი და დროული წამლობა;
• გარემოზე ზემოქმედების შეფასება;
• ქიმიური წამლობის დროს ლოდინის პერიოდების დაცვა;
• უსაფრთხო პროდუქციის წარმოება/ნაშთების კონტროლი.
კულტურული მეთოდი-კულტურული მენეჯმენტი
ფაქტორები:
• მყნობა;
• კლიმატი, ირიგაცია, ნიადაგის განოყიერება;
• რეზისტენტული ჯიშებისა და ჰიბრიდების შერჩევა;
• კვების არე/მცენარეთა დარგვის სიხშირე;
ჰიგიენა:
ინფრასტრუქტურის გაწმენდა:
დეზინფექცია: ხელსაწყოები, ნიადაგის სუბსტრატი, სარწყავი მილები. სარეველების, დაზიანებული და დაავადებული მცენარეების გატანა მავნებლის წყაროების პრევენცია და აღმოფხვრა (სათბურში ვიზიტორის შესვლაზე კონტროლი, სამუშაო ფორმის მოხმარება);
ინფიცირებული ადგილის დეზინფექცია, ჯანსაღი-სარგავი მასალა, უნდა იყოს თავისუფალი: მავნებლის/დაავადების/ნაშთებისაგან.
ფიზიკური ბარიერების შექმნა:
• მწერებისგან დამცავი ბადე;
• ორმაგი კარი;
• წებოვანი ხაფანგები.