სატაცური,

კარტლისის მოვლა-მოყვანის რეკომენდაცია!

 

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.

ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად კარტლისში უკვე გექნებათ საშუალება შეიძინოთ სატაცურის თესლი, სადაც სპეციალისტებისა და კარტლისის აკადემიის დახმარებით შეძლებთ, სატაცურის მოვლა-მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ!

ალბათ იკთხავთ რა განსხვავებაა სატაცურის ფერებს შორის-განსხვავება თეთრ და მწვანე სატაცურს შორის არის ის, რომ თეთრი სატაცური იზრდება მიწის ქვეშ, სინათლის, ფოტოსინთეზის გარეშე, იგივე ჯიში ამავდროულად სინათლის პირობებში შეიძლება იყოს მწვანე.

მისაღები ნიადაგის pH 5,8-6,5.

ნიადაგის ტიპი არსებითად  მნიშვნელოვანია კარგი შედეგისათვის,  სატაცურის მცენარე 10-12 წელი ხარობს დარგვის შემდეგ, საუკეთესო შედეგი მიიღწევა ჯანსაღი, ქვიშნარი ნიადაგითა და კარგი კულტივაციით. რაც უფრო მძიმეა ნიადაგი მით უფრო დიდია რისკი, რომ მცენარე არ განვითარდეს.

ასევე მნიშნელოვანია გრუნტის წყლების დონე, ის არ უნდა იყოს 1 მეტრზე მაღლა, ფუზარიოზის პრობლემა ჩნდება სწორედ მაშინ, როცა გრუნტის წყლები ახლოსაა.

ნერგების დარგვა

ნერგების რგვა მიმდინარეობს სარგავი მანქანის საშუალებით.  მანქანა ჭრის ღარს, ნერგები ლაგდება გათხრილ ღარში და ეფარება მიწა, ყოველივე ეს ხდება ერთი ოპერაციით.

ნერგი თავსდება  20 სმ.  სიღრმეზე,  უფრო ღრმა დარგვის   შემთხვევაში ღერო მსხვილდება, მაგრამ ამავდროულად მცირდება მოსავლიანობა და ხდება მოსავლის აღების დაგვიანება. გარდა იმისა, რომ სატაცური სითბოს მოყვარული მცენარეა, იგი ამავდროულად ტენის მოყვარული მცენარეა.

იმის გამო რომ მწვანე და თეთრი სატაცურის მოყვანის ასპექტები თითქმის იდენტურია,  სხვაობა ამ კულტურების მოყვანაში არის ის რომ, მწვანე სატაცურის შემთხვევაში რიგებს შორის მანძილი არის უფრო მცირე და მიწის ზედაპირი სწორი.

დარგვის დრო: მარტი-აპრილი

დარგვის სიხშირე: 165 x 33 სმ; 150 x 33 სმ.

15 000-18 000 მცენარე/ჰექტარზე

 

სარეველებზე კონტროლი

სარეველებზე კონტროლი მექანიზირებულია, განსაკუთრებით პირველ  წელს, მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგი შეიძლება მექანიზაციით დავამუშავოთ,  თვითონ ბაძო ჰერბიციდით მუშავდება .

დაავადებებზე კონტროლი

პირველ ეტაპზე საზიანოა ხახვის ბუზი. ხშირი წვიმების შემთხვევაში ვითარდება ფუზარიოზი, ეს ძალიან საშიშია მცენარისათვის.

სასოფლო-სამეურნეო პლასტიკური საფარი

სატაცურის მოსაყვანად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის პლასტიკური ფირი. ცნობილია, რომ კონდესანტის არ წარმომქმნელი პლასტიკური ფირი აჩქარებს მოსავლის შემოსვლას 17 დღით. ზრდის მოსავლიანობას 15% -ით ასვეე ზრდის მოსავლის აღების ხანგრძლივობას 5%-ით.

უარყოფითი მხარე ამ ფირის გამოყენებისა არის ის, რომ თბილი ამინდების შემთხვევაში მოსავალი უნდა აიღოთ ორჯერ დღეში  ერთის მაგივრად, რომ თავიდან აცილებულ იქნას ნაყოფის გაუფერულება .

მოსავლის აღება

მოსავლის აღებისას  სატაცურის ზომა უნდა იყოს 22 სმ. ერთ საათში ერთი მუშა იღებს 10-15 კგ-ს, ხოლო მექანიკურად 25 კგ-ს. რამდენიმე კვირის შემდეგ ბაძოს კიდევ ერთხელ ვასწორებთ, ეს ასევე სარეველებთან ბრძოლის თვალსაზრისითაც ძალიან კარგია.

მოსავლის აღება იწყება მეორე წლიდან და გრძელდება მაისის შუა რიცხვამდე. მოსავალი  პირველ წელს 1000 კგ-ია, ხოლო პლასტიკური საფარის გამოყენების შემთხვევაში 3000 კგ.

 

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us