,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

რამდენიმე დღიანი ვიზიტით საქართველოში სტუმრად ეწვია ორგანიზაცია ,,Delphy International” -ის ექსპერტი -Adrianus Streef.   

აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს ორგანიზაცია აერთიანებს 200-მდე მსოფლიო დონის ექსპერტს,  სხვადასხვა მიმართულებით,

იგი  უწევს სამეცნიერო კონსულტაციას,  ევროპისა და აზიის მოწინავე ფერმერულ მეურნეობებს.

ტრენინგები ეხება, მოცვის კულტურის მოვლა-მოყვანას,  მოგეხსენებათ, რომ მოცვის კულტურა დღითი-დღე აქტუალური ხდება საქართველოში და მოთხოვნა ამ კულტურაზე იზრდება მთელს მსოფლიოში.  კურსი მოიცავს , მოცვის მოვლა-მოყვანის, როგორც თეორიულ (მცენარეთა დაცვის სქემა, მცენარის ძირითადი ელემენტების კვების ასპექტები, ბიოტური და აბიოტური ფაქტორები, მორწყვის რეჟიმი, ახალი ჯიშები და მათი უპირატესობანი)  ,  ასევე პრაქტიკულ მასტერ-კლასებს. (გასხვლა, ფორმირება)

პროექტი  გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კარტლისის  სპეციალისტებს  ექნებათ საშუალება ,მსოფლიო დონის ექსპერტთან ერთად გაიარონ მოცვის კულტურის   აგროტექნიკური ღონისძიებები მტელი სეზონის განმავლობაში.

აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს კარტლისის მხრიდან ცოდნით, ახალი ტექნოლოგიებით, ინოვაციური მიდგომებით ქართველი ფერმერების თანადგომის პროგრამას, რათა მათი ფერმერული მეურნეობები იყოს უფრო მეტად წარმატებული ვიდრე დღეს არის.

 

სხვა სიახლეები

პომიდვრის ვირუსგამძლე ჰიბრიდები

 

20 წელზე მეტია კომპანია ,,კარტლისი“ წარმოადგენს სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია ,,ენზა ზადენის“ ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში.

ენზა ზადენი მრავალი წლის განმავლობაში არის აღიარებული ლიდერი ბოსტნეული კულტურების სელექციაში, წარმოებაში და სათესლე მასალის რეალიზაციაში.

ფერმერული მეურნეობის რენტაბელობა მეტწილად დამოკიდებულია ხარისხიანი სათესლე მასალის შეძენაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვირუსრეზისტენტული პომიდვრის სათესლე მასალის შეძენა.

ყველა ტიპის სარწყავსისტემა!

 

ნაყოფის ანალიზი!

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გჭირდებათ თქვენი მოსავლის სწორად რეალიზება და მისი ექსპორტირება, აუცილებლად დაგჭირდებათ შემოწმება პროდუქტის პესტიციდების ნაშთზე, რათა უსაფრთხოდ მოხდეს მისი ექსპორტზე გატანა მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე!

სალათის მოყვანის ტექნოლოგია კარტლისისგან!

 

ელჩის გულთბილი მიღება კარტლისის აკადემიას!

 

„კარტლისის აკადემიის“ ვიზიტი ჰოლანდიაში!

 

კარტლისი, AGQLab  ლაბორატორიაში!

 

კარტლისი, სანდო პარტნიორი!

 

ა(ა)იპ „საქართველოს მწვანილის მწარმოებელთა ასოციაცია“–სა და შპს „კარტლის აგროსისტემებ“–ს შორის გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება.

 

თანამშრომლობის ერთ-ერთი მიმართულებაა ასოციაციის წევრებისათვის შეღავათიანი ფასებით მომსახურეობა, კერძოდ: პესტიციდების შეძენისას 7%-იანი ფასდაკლება, ხოლო სათესლე მასალის შეძენისას საბითუმო ფასები.

 

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us