,,Delphy International” -ის ექსპერტი  „კარტლისის აკადემიაში“

აგრარული სექტორი მუდმივად ვითარდება, ინერგება ახალი ტქნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები.

ახალ გამოწვევებზე პასუხი კი, მხოლოდ  მუდმივად განახლებული ცოდნითა და გამოცდილებით არის  შესაძლებელი.

სწორედ ამიტომ კომპანია ,,კარტლისი“,  მუდმივად ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს კარტლისის სპეციალისტებისათვის,  როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.  

რამდენიმე დღიანი ვიზიტით საქართველოში სტუმრად ეწვია ორგანიზაცია ,,Delphy International” -ის ექსპერტი -Adrianus Streef.   

აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს ორგანიზაცია აერთიანებს 200-მდე მსოფლიო დონის ექსპერტს,  სხვადასხვა მიმართულებით,

იგი  უწევს სამეცნიერო კონსულტაციას,  ევროპისა და აზიის მოწინავე ფერმერულ მეურნეობებს.

ტრენინგები ეხება, მოცვის კულტურის მოვლა-მოყვანას,  მოგეხსენებათ, რომ მოცვის კულტურა დღითი-დღე აქტუალური ხდება საქართველოში და მოთხოვნა ამ კულტურაზე იზრდება მთელს მსოფლიოში.  კურსი მოიცავს , მოცვის მოვლა-მოყვანის, როგორც თეორიულ (მცენარეთა დაცვის სქემა, მცენარის ძირითადი ელემენტების კვების ასპექტები, ბიოტური და აბიოტური ფაქტორები, მორწყვის რეჟიმი, ახალი ჯიშები და მათი უპირატესობანი)  ,  ასევე პრაქტიკულ მასტერ-კლასებს. (გასხვლა, ფორმირება)

პროექტი  გაგრძელდება მთელი წლის განმავლობაში და კარტლისის  სპეციალისტებს  ექნებათ საშუალება ,მსოფლიო დონის ექსპერტთან ერთად გაიარონ მოცვის კულტურის   აგროტექნიკური ღონისძიებები მტელი სეზონის განმავლობაში.

აღნიშნული პროექტი, მიზნად ისახავს კარტლისის მხრიდან ცოდნით, ახალი ტექნოლოგიებით, ინოვაციური მიდგომებით ქართველი ფერმერების თანადგომის პროგრამას, რათა მათი ფერმერული მეურნეობები იყოს უფრო მეტად წარმატებული ვიდრე დღეს არის.

 

სხვა სიახლეები

უნიკალური სასუქი ყველა ტიპის ნიადაგისთვის!

გაგაცნობთ , კარტლისის პარტნიორ ფრანგულ კომპანია ტიმაკ აგროს, რომელიც მრავალი ათეული წელია მსოფლიო ბაზარზეა და წარმოგვიდგენს უნიკალურ შესაძლებლობების მქონე სასუქს, ევროტიმს და ევროპაკს, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია მსოფლიო ბაზარზე, აღასანიშნავია ისიც რომ მისი გამოყენება ერთნაირად ეფექტურია ყველა ტიპის ნიადაგისთვის.

კარტლისის უნიკალური ესპანური ბიო (ორგანული) სტიმულატორები!

 

კარტლისის უნიკალურმა ესპანურმა ბიო (ორგანული) სტიმულატორებმა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ წარვუდგინეთ ქართველ ფერმერებს, უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა!

კოდას მიმართულება სხვადასხვა დანიშნულებისთვის გამოიყენება საჭიროების მიხედვით:

 

ვაზის დაცვის სქემა!

 

კომპანია “კარტლისი” გთავაზობთ ვაზის დაცვის სქემას შიდა ქართლის რეგიონისთვის!

გაითვალისწინეთ, რომ სქემა ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს.

პრეპარატის ტიპები, მათი მოხმარების ნორმები და ვადები შერჩეულ უნდა იქნას კლიმატური პირობების, დაავადებების და მავნებლების ინტენსივობის გათვალისწინებით.

სატაცური,

კარტლისის მოვლა-მოყვანის რეკომენდაცია!

 

სატაცური (Asparagus) ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და სასარგებლო მრავალწლიანი ბოსტნეული კულტურაა. თუ ადრე ძნელად ხელმისაწვდომ დელიკატესად მიიჩნეოდა, დღეს მისი მოყვანა უკვე საქართველოშიც არის შესაძლებელი.

ბაზარზე მოთხოვნის შესაბამისად კარტლისში უკვე გექნებათ საშუალება შეიძინოთ სატაცურის თესლი, სადაც სპეციალისტებისა და კარტლისის აკადემიის დახმარებით შეძლებთ, სატაცურის მოვლა-მოყვანა წარმატებულ ბიზნესად აქციოთ!

კარტლისის აკადემიცვლილებები აუცილებლობა აგრარულ სექტორში!

 

,,კარტლის აკადემია“  პირველი ინოვაციური და უპრეცედენტო პროექტი, რომელიც მიზნად ემსახურება ფერმერთა ცნობიერების ამღლებას სოფლის მეურნეობის სფეროში.

საქართველოს მასშტაბით, ჩვენ უკე გადავამზადეთ სრულიად უანგაროდ  გადამზადებულია 7000-ზე მეტი ფერმერი სხვადასხვა მიმართულებით!

 

კომპანია კარტლისი გთავაზობთ, ნიადაგის ანალიზს ესპანურ AGQ LABS ლაბორატორიაში.

ნიადაგის ანალიზი მოიცავს: ძირითადი საკვები ელემენტების, მიკროელემენტების განსაზღვრას, ნიადაგის მექანიკურ ანალიზს და სხვა ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური პარამეტრების განსაზღვრას.

შესაბამისად გთავაზობთ მომსახურების ორ პაკეტს: ნიადაგის სტანდარტულ და სრულ ანალიზს

 

 

ცოტა ხნის წინ, კომპანია კარტლისმა მომხმარებელს მორიგი, სრულიად განსხვავებული და შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო პროექტი შესთავაზა: პირველად საქართველოში ფერმერებს მიეცა შანსი დასეტყვილ ბაღში ან ვენახში საწყისი ინვესტიციის უკან დაბრუნების!

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ , თუ რაში მდგომარეობს ეს:

თუ კარტლისის მომხმარებელს ვენახი ან ბაღი სეტყვამ დაუზიანა, კომპანია დაზიანებული ფართობის შეფასების შესაბასმისად, შეძენილი პროდუქციის თანხის ნაწილს უკან დაუბრუნებს.

კომპანია კარტლისის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე გახლავთ სარწყავი სისტემები, რომელიც სთავაზობს მომხმარებელებს დღეისათვის მსოფლიოში არსებულ ყველა ტიპის სარწყავ სისტემებს:

წვეთოვანს, დაწვიმებით სტაციონარულს, მობილურ დასაწვიმებელ კოჭებს და ღერძულ საირიგაციო სისტემებს.

 

პროექტები უნივერსალურია და ადვილად შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა კულტურებისათვის, ასევე ადვილად შესაძლებელია წვეთოვანიდან დაწვიმებით მორწყვაზე გადასვლა.

Pages

 On July 14th 2011 in Washington, United States Congress Department of Agriculture Building,  “Cartlis Agrosystems” received the special award as best pesticide distributor company in east europe region, for conducting business with high ethic and professional standards.

Contact Us

   [email protected]
   +995 32 244 55 42
   +995 32 244 55 43
   75g, Kostava str.,I floor. Tbilisi, 0160, Georgia

Find Us