უფასო დაზღვევა არსებობს - კარტლისი თანადგომის პროგრამას აგრძელებს
კარტლისი აგრძელებს ფერმერთა თანადგომის პროგრამას, რომელიც ყველა მომხარებელს, რომელიც პესტიციდებს კარტლისის მაღაზიათა ქსელში შეიძენს, საჩუქრად უფასო დაზღვევას სთავაზობს.
რას ნიშნავს უფასო დაზღვევა?
უფასო დაზღვევა ფერმერს კარტლისის მაღაზიაში პესტიციდების შეძენისას გადაეცემა, მომხმარებელი დამატებით არც ერთ თეთრს არ იხდის, თანადგომის პროგრამის ფარგლებში, იგივე ფასად რაც პესტიციდებში უნდა გადაეხადა დამატებით სარგებელს - დაზღვევას საჩუქრად იღებს.
რას ანაზღაურებს დაზღვევა?
ის ფერმერი ვინც ისარგებლებს დაზღვევის პროგრამით, სეტყვის ან ქარიშხლის შემთხვევაში ზიანის შესაბამისი პროცენტული რაოდენობის პესტიციდებში გადახდილ თანხას უკან, ანგარიშზე მიიღებს.
მაგალითად თუ ფერმერმა მაღაზიაში 1000 ლარის პესტიციდები შეიძინა, ხოლო ქარიშხალმა ან სეტყვამ მისი მოსავლის 50% გაანადგურა, ის პირად ანგარიშზე პესტიციდებში გადახდილი 1000 ლარის 50%-ს ანუ 500 ლარს მიიღებს.
ამ უნიკალური კამპანიის მეშვეობით კარტლისის მომხმარებლები უფრო მშვიდად შეხვდებიან ბუნებრივ კატასტროფებს და მათი წარმოებაც მეტად სტაბილური გახდება.
„კომპანია კარტლისი უკვე 25 წელია რაც ფერმერების გვერდით დგას და ამ 25 წლიანი გამოცდილების განმავლობაში ფერმერების ყველაზე დიდი მხარდამჭერია, თანადგომის პროგრამაც ჩვენი გამოცდილების ლოგიკური გაგრძელებაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების სტაბილურობა და კეთილდღეობა. კარტლისი მომავალშიც გააგრძელებს ქართული სოფლის მეურნეობის და ფერმერების მხარდაჭერას.“ - რობერტ რევია, კარტლის აგროსისტემები - დირექტორი
კარტლისის თანადგომის პროგრამაში ჩართვა და უფასო დაზღვევით სარგებლობა ნებისმიერ მომხარებელს სრულიად უფასოდ შეუძლია, ამისთვის მხოლოდ პესტიციდების შეძენა კარტლისის ფილიალებშია საჭირო.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ჩვენს ფილიალებს ან დაგვიკავშირდეთ ჩვენს facebook-ის გვერდზე cartlis*კარტლისი ან ნომერზე : (032) 244 55 41